სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ფილმები, რომლებშიც რეჟისორებმა მთავარი დეტალები დამალეს

Cinemania ავტორი Cinemania
21 ნოემბერი, 2018
რუბრიკა იცოდით?
0
ფილმები, რომლებშიც რეჟისორებმა მთავარი დეტალები დამალეს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ცხოვრება ნებისმიერ გამოგონილ სიუჟეტზე უფრო საინტერესოა, ეს ყოველთვის სულ რაღაც მეტაფორაა – სინამდვილეში ყველაზე საინტერესო რეალურ მოვლენებსაც ესაჭიროება დამუშავება იქამდე, სანამ ის დიდ ეკრანზე ან სერიალში მოხვდება. საქმე მხოლოდ საავტორო შეხედულებებში, ან გაუფასურებულ დეტალებში არაა, ხანდახან ჩასწორებების გაკეთება ნათესავების პრეტენზიების გამო ხდება საჭირო. ხანდახან ზოგიერთი “უხერხული” სცენის ამოჭრაც უწევთ, რომ გმირზე არასწორი შეხედულება არ შეექმნათ, მით უმეტეს, თუ ბიოგრაფიულ ფილმს ამ გმირის შესაქებად იღებენ.

მსგავსი “ცენზურების” გადაწყვეტილებებთან შეგუება გვიწევს, რადგან ისინი უმიზეზოდ არ მიუღიათ, მაგრამ ამის მიუხედავად უნდა აღინიშნოს, რომ ხანდახან ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენებიც იშლება, რაც მთელ ისტორიას ცვლის. დღეს სწორედ ასეთ მაგალითებს წარმოგიდგენთ:

JFK – გასროლა დალასში

ოლივერ სტოუნმა ამ ფილმის ეკრანებზე გამოჩენის შემდეგ, რომელიც პრეზიდენტ კენედის მკვლელობის გამოძიებაზე მოგვითხრობს, კრიტიკა დაიმსახურა და საკმაოდ დამსახურებულადაც, რადგან ფაქტების ასეთ მანიპულირებას გამორჩეული პროპაგანდისტებიც კი ვერ რისკავენ. “გასროლა დალასში” კლეიუ შოუს გამართლებით მთავრდება, მაგრამ სტოუნი ამას მართლმსაჯულების შეცდომად წარმოაჩენს: თითქოს აშკარა ბრალდებას სულ ცოტა მტკიცებულება დააკლდა. სინამდვილეში კი პროკურორის ბრალდება იმდენად უსუსური იყო, რომ ნაფიც მსაჯულებს საათიც კი არ დასჭირდათ, რომ შოუ გაემართლებინათ. მიუხედავად ამისა, რეჟისორს ამ ფილმმა ოქროს გლობუსი მოუტანა, ფილმი კი ოსკარზე 8 კატეგორიაში იყო ნომინირებული, რომლიდანაც ორში გაიმარჯვა.

შინდლერის სია

იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განასახიერა რეიფ ფაინსმა ნაცისტი ამონ გეტი, რთულია იმის წარმოდგენა, რომ ადამიანი შეიძლება იყო უფრო სასტიკი და გულქვა. ფილმში გეტი ნამდვილ მონსტრად არის წარმოჩენილი, რომელიც პატიმრებს დაუფიქრებლად ხოცავს, აივნიდან გადმომდგარი უდანაშაულო ხალხს ესვრის და ა.შ. საშინელება ისაა, რომ სინამდვილეში ეს ადამიანი უფრო უარესი იყო – წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ მისი ქცევა ნაცისტებსითვისაც კი მიუღებელი იყო: გეტი პატიმრებს ძაღლებს უსევდა, ხუთასი ებრაელი საკუთარი ხელით აწამა და მოკლა, რის გამოც 1944 წელს საკონცენტრაციო ბანაკის მეთაურობიდან გადააყენეს. სტივენ სპილბერგმა ეს ფაქტი რატოღაც არ ახსენა, მიუხედავად იმისა, რომ ფილმში გამოსახული გეტი ომის ყველაზე დიდ კოშმარად იქცა, რომლის რეპუტაციასაც ვეღარაფერი ავნებდა. ფილმმა 7 ოსკარი მოიპოვა, მათ შორის ოსკარი საუკეთესო სურათისთვის.

ტიტანიკი

“ტიტანიკის” რეალურ იისტორია ყველამ იცის, ვინც ერთხელ მაინც დაინტერესებულა ყველაზე დიდი საზღვაო კატასტროფით. ამ უბედური შემთხვევის დეტალები კარგადაა შესწავლილი და სხვადასხვა რეჟისორის ფილმებშიც არის გამოყენებული. მაგრამ არის დეტალი, რომელიც 1915 წლის აპრილში მომხდარ საბედისწერო ღამეზე გადაღებულ არც ერთ, მათ შორის, არც ჯეიმს კამერონის ფილმში არ არის გამოყენებული: ეს “კალიფორნიენის” კაპიტნის დამღუპველი დაუდევრობაა. “კალიფორნიენი” იმდენად ახლოს მიცურავდა, რომ შეუძლებელია ვერ შეემჩნიათ სამაშველო შუშხუნები, ვერ გაეგოთ სროლები, SOS სიგნალზე რადიოეთერში ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მაგრამ კაპიტანმა სტენლი ლორდმა დახმარების ვედრებები რეაგირების გარეშე დატოვა. 1998 წელს გადაღებულმა ჯეიმს კამერონის ფილმმა ოსკარის 11 კატეგორიაში გაიმარჯვა.

აბა დამიჭირე

კიდევ ერთი სტივენ სპილბერგის ფილმი, რომელიც ფრენკ აბიგაილ უმცროსზე მოგვითხრობს. ის მისი სხარტი აზროვნების დამსახურებით გამუდმებით ახერხებს ცხვირწინ დაუსხლტეს გამოძიების ფედერალურ ბიუროს. საბოლოოდ ფრენკს დააკავებენ და გისოსებს მიღმა ათავსებენ. სწორედ ამით მთავრდება ფილმი, მაგრამ არ მთავრდება გმირის თავგადასავალი – მან კიდევ ერთხელ მოახერხა გაქცევა ციხიდან, რაც ფილმში, რატომღაც, არ უხსენებიათ. ფილმი ოსკარზე ორ კატეგორიაში იყო ნომინირებული.

რბოლა

სპორტული ფილმები, ძირითადად, მიეკუთვნება ფაქტებს. როგორც თავად სპორცმენები იტყვიან – ანგარიში ტაბლოზე ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რა გზებითაა მიღწეული ეს შედეგი. მაგრამ რონ ჰოვარდის დრამის “რბოლის” შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ, როგორც საკმაოდ სანდო ისტორიულ ფილმზე. რა თქმა უნდა, ცვლილებებს აქაც ვხვდებით – ჰანტის და ლაუდის მეტოქეობა სულაც არ ყოფილა ასეთი უხეში, კრის ჰემსუორთის გმირის ჩხუბი რეპორტიორთან გამოგონილია, მაგრამ ეს ყველაფერი ახლოსაც ვერ მივა იმასთან, თუ როგორ მოექცნენ ავტორები ნიკი ლაუდის მეუღლეს მარლენს. ფილმში ეს მამაცი ქალბატონი გვაჩვენეს როგორც შეშინებული გოგონა, რომელიც ვერ უძლებს ქმრის დამახინჯებულ სახეს და თითქმის გაექცა კიდეც მას. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით იყო, სწორედ მარლენმა დაუდგა ლაუდს გვერდში ყველაზე რთულ პერიდში, აწესრიგებდა კამერების წინ გასვლამდე, აჩუქა ლაუდს ორი ვაჟიშვილი და მის გვერდით იყო 1991 წლამდე. ფილმი ოქროს გლობუსზე ორ კატეგორიაში იყო ნომინირებული.

მისტერ ბენკსის გადარჩენა

სტუდია დისნეი იღებს ფილმს უოლტ დისნეიზე და კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე სრულ სიამრთლეს არც უნდა ველოდოთ. სტუდიას გარკვეულ ცვლილებებზე მოუწია წასვლა თანამედროვე საზოგადოებაში გაღიზიანება რომ არ გამოეწვიათ. მაგალითად, ტომ ჰენკსი კადრში ბევრად უფრო იშვიათად ეწევა, ვიდრე რეალური დისნეი, სწორედ იმიტომ, რომ მაყურებლისთვის იმ ადამიანის ნაკლებზე არ გაემახვილებინა ყურადღება, რომელმაც საბავშვო ანიმაციური ინდუსტრია შექმნა. კიდევ ერთი უფრო საინტერესო ფაქტი, რაც კადრს მიღმა დარჩა: არ გვიჩვენეს უოლტ დისნეისა და პამელა ტრევერსის კონფლიქტის კულმინაცია. ფილმი ოსკარზე საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის იყო ნომინირებული.

უოლ სტრიტის მგელი

მარტინ სკორსეზეს ბიოგრაფიული ფილმი, რომელიც ყოფილი ბროკერის ჯორდან ბელფორტის მემუარებს ეყრდნობა. სურათს ნარკოტიკის, სალანძღავი სიტყვების, გულახდილი სცენების, ქალების დამცირებისა და ძალადობის კადრების რაოდენობის რეკორდული მაჩვენებლები აქვს. მაგრამ როგორც თავად ბელფორტმა აღნიშნა, სკორსეზეს არაფერი მოუტყუებია – ყველაფერი ასეც იყო. უფრო მეტიც, ჯორდან ბელფორტის თქმით მისი ცხოვრების გარკვეულ ეპიზოდებზე რეჟისორმა უარი თქვა. იმაზე, თუ რა ეპიზოდები აღმოჩნდა იმდენად საშინელი, რომ კადრს მიღმა დარჩა, თავად ბელფორტიც არ საუბრობს. ფილმი ოსკარზე ხუთ კატეგორიაში იყო ნომინირებული.

დალასის შემსყიდველთა კლუბი

ჟან-მარკ ვალის დრამა ელექტრიკოსის რონ ვუდრუფის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც მეძავისგან შიდსით დაავადდა და ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის. ჩვენ ვხედავთ როგორ იცვლება ლოთი, რასისტი და ჰომოფობი და როგორ ხდება ადამიანი, რომელიც გმირულად იბრძვის იგივე პრობლემების წინაშე მყოფი საზოგადოების უფლებებსითვის, რომ მიიღონ მათთვის საჭირო წამლები. ლამაზ სიუჟეტს სამწუხაროდ, რეალობასთან ბევრი არაფერი აკავშირებს, რადგან როგორც თავად ვუდრუფის მეუღლე, მკურნალი ექიმი და რამდენიმე მისი მეგობარი ამბობენ, თავადაც ბისექსუალი იყო. როგორც ჩანს ეს არ ჯდებოდა ვალის წარმოსახვაში და ამიტომ გმირის სექსუალურ ორიენტაციაზე გაჩუმება გადაწყვიტა. ფილმმა სამი ოსკარი მოიპოვა, მათ შორის ოქროს ქანდაკება რონ ვუდრუფის შემსრულებელმა მეთიუ მაკკონაჰიმ მიიღო კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი კაცისთვის.

ჰაქსოუს გმირი/სინდისის ქენჯნა

კაპრალ დესმონდ დოსის ისტორია, რომელიც მელ გიბსონის საბრძოლო დრამაშია მოთხრობილი, ზედმეტად დაუჯერებელია, რომ სიმართლე იყოს, მაგრამ გაგიკვირდებათ, როდესაც გაიგებთ, რომ რეჟისორმა კადრს მიღმა დოსის გმირობის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი დატოვა, რომლის დაჯერებაც შეუძლებელია. გარდა იმისა, რომ იარაღის გამოყენებაზე უარის თქმის ჯარისკაცმა 75 დაჭრილი თანამებრძოლი გადაარჩინა, თავადაც ოთხჯერ იყო დაჭრილი, ექიმებმა კი მისი სხეულიდან 17 ნატეხი ამოიღეს. კაპრალი საკაცით გადაყავდათ, როდესაც მან დაჭრილი მეგობარი დაინახა. მან საკაცე მიატოვა და მეგობარს ჭრილობები დაუმუშავა, რის შემდეგაც მისი გაყვანაც შესძლეს საბრძოლო ტერიტორიიდან. სწორედ ამ ჭრილობის დამუშავებისას მიიღო დოსმა იაპონელი სნაიპერის ტყვია მარცხენა ხელში. მან თავად გადაიხვია ხელი და იცოცა 270 მეტრი მტრის გახსნილი ცეცხლის ქვეშ. თავად გიბსონმაც კი შეუძლებლად ჩათვალა ეს და არ დაამატა ფილმში. ფილმმა ოსკარი საუკეთესო ხმისთვის და საუკეთესო მონტაჟისთვის მიიღო.

სქესთა ომი

კრიტიკოსებს ფილმის რეჟისორებთან საკმაოდ ბევრი პრეტენზია ჰქონდათ: იმ პერიოდის სექსიზმი ფილმში არადამაჯერებლად იყო წარმოჩენილი, მატჩი, რომელმაც სინამდვილეში ზედმეტი დაძაბულობის გარეშე ჩაიარა, წარმოჩენილია თითქმის საუკუნის შერკინებად. კიდევ არის ერთი დეტალი, რომელიც კადრს მიღმა დარჩა, მაგრამ ფილმს ბევრად უფრო საინტერესოს გახდიდა. საქმე მიზეზებშია, თუ რატომ წააგო ფილმში ნაჩვენები შეჯიბრი ბობი რიგსმა – ინტერვიუებში ის ამბობდა, რომ არ დააფასა მეტოქე, ფილმში კი წარმოჩენილია, თითქოს ვარჯიშის სურვილი არ ჰქონდა. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ვერსია: რიგსის ვაჟმა გარკვეული პერიოდის შემდეგ აღიარა, რომ მატჩამდე ბობის ძალიან ბევრი ვალი ჰქონდა და ფულის გამოსაძალად მას მაფიოზური სტრუქტურის წარმომადგენლები აკითხავდნენ. არ არის გამორიცხული, რომ რიგსმა საკუთარი თავის წინააღმდეგ დადო ფული და სპეციალურად წააგო. თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს, ამიტომ ფილმის გადაღებების დროს ამ ვერსიას გვერდი აუარეს. სტივ კარელი და ემა სტოუნი ოქროს გლობუსზე საუკეთესო მსახიობი კაცისთვის და საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მიუზიკლსა ან კომედიაში იყვნენ ნომინირებულები.

JFKაბა დამიჭირეგასროლა დალასშიდალასის შემსყიდველთა კლუბიიცოდით?მისტერ ბენკსის გადარჩენარბოლარეალური მოვლენებისაინტერესოსქესთა ომიტიტანიკიუოლ სტრიტის მგელიშინდლერის სიაჰაქსოუს გმირი
Previous Post

გილერმო დელ ტორომ საყვარელი სუპერგმირებზე ფილმები დაასახელა

Next Post

"ჰარი პოტერთან" დაკავშირებული დეტალები "გრინდელვალდის დანაშაულებში"

Next Post
“ჰარი პოტერთან” დაკავშირებული დეტალები “გრინდელვალდის დანაშაულებში”

"ჰარი პოტერთან" დაკავშირებული დეტალები "გრინდელვალდის დანაშაულებში"

ახალი ამბები

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
5107

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ბოლოს დამატებული

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020