ყველას გვაქვს საყვარელი ფილმები და მულტფილმები, რომლებსაც ათასჯერ შეგვიძლია ვუყუროთ და არ მოგვბეზრდეს. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი შეიძლება ვერ შევამჩნიოთ მათში მიმალული წვრილმანები. მახვილი თვალის მქონე მაყურებლებმა სხვადასხვა ცნობილ ფილმს შორის არაერთი დამაკავშირებელი დეტალი აღმოაჩინეს და ინტერნეტით ერთმანეთს და მთელ სამყაროს გაუზიარეს. მართლაც, ძალზე დაკვირვებული თვალის გარდა ვინ შენიშნავდა კავშირს ბეჭდების მბრძანებელსა და ტელეღიპუცებს შორის, კონტინენტ პანგეას ფლინსტოუნებში და მრავალ სხვა, აქამდე უცნობ დეტალს? ეს აღმოჩენები საყვარელ ფილმებს სულ სხვა თვალით დაგვანახებს.
ერთად გავიგოთ, რა გასაოცარი კავშირები და დეტალები იმალება ნაცნობ ფილმებში.
1. შეგიმჩნევიათ, რომ ტარზანში მაგიდაზე მისის პოტსი, ჩიპი და მულტფილმ მზეთუნახავისა და ურჩხულის მოჯადოებული სერვიზი ჩანს?
2. ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრების მეორე ნაწილში მხოლოდ დაკვირვებული თვალი შეამჩნევს, რომ სევერუს სნეიპი ფარულად ფენიქსის ორდენს ორდენს ეხმარება, როცა მაკგონაგელის მიერ ნასროლ შელოცვას აისხლეტს და ჰოგვორტსში ჩასახლებული სიკვდილის მხვრელებისკენ გატყორცნის.
3. ახლა გასაგებია, თუ რა იყო ბეჭდების მბრძანებლის შემქმნელების ინსპირაციის წყარო ჰობიტების გარეგნობისა და საცხოვრებლის, ასევე საურონის თვალის ვიზუალზე მუშაობისას.
4. მულტფილმის დაითესე მთავარი გმირი როდი, რომელსაც ჰიუ ჯეკმანი ახმოვანებს, ვოლვერაინის კოსტიუმს ისინჯავს.
5. რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, მულტფილმში აბა, დამაცადე, რომელიც ბავშვობაში გვეგონა, უსასრულო იყო, სულ 21 სერიაა და თითოეული 10 წუთს გრძელდება.
6. რამდენი წლის იყავით, როცა მიხვდით, რომ ბიკინი-ბოტომის ცნობილი სახლი ავტომობილის მაყუჩია, რომელიც ოკეანის ფსკერზე დაბინძურების შედეგად მოხვდა?
7. მულტსერიალში ფლინსტოუნები სტუდია Universal-ის მოდიფიცირებული ლოგოს მიღმა ვხედავთ, რომ ჯერ კიდევ ერთიანი კონტინენტი პანგეა არსებობს და ცალ-ცალკე კონტინენტები ჯერ არ ფორმირებულა.
8. სიმფსონების სახლის კედელზე ჯერ კიდევ დაუბადებელი მეგის ფოტო კიდია.
9. ერთმა პოტერჰედმა ისეთი კითხვა წამოჭრა, რომელიც, მიუხედავად კონტრარგუმენტებისა, ყოველთვის გაგვაწვალებს: იქნებ ტყუპი უისლებიდან ჯორჯი მოკვდა და არა ფრედი? წარმოიდგინეთ, რომ ეს მათი უკანასკნელი ერთობლივი ოინი იყო, რომელსაც ვერავინ ვერასდროს გაიგებდა – ძმებმა მართლა შეცვალეს ერთმანეთი და ფრედი ჯორჯი გახდა.
10. ტომმა სამსახური მექანიზებისა და რეორგანიზაციის თანმხლები შემცირების შედეგად დაკარგა.
11. ზოოტოპიას ეს სცენა ჩაფიქრებული კიანუ რივზის ცნობილ ფოტოზე ალუზიას წარმოადგენს.
12. ანიმაციაში – რალფმა ინტერნეტი გააფუჭა – პრინცესების სცენაში კონკიას ნახვისას არ იფიქრეთ, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო? – თუ კი, გეტყვით, რომ მას, თავისი კლასიკური ვერსიისგან განსხვავებით, ყურები აქვს!
13. როცა მომხიბლავ ფისოზე შეყვარებულმა ტომმა მანქანის საყიდლად კრედიტი აიღო, მან ასეთ უცნაურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი:
“გირაოში დებს ცალ მკლავს”
“გირაოში დებს ცალ ფეხს”
“თანახმაა მონობაზე 20 წლით”