სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ცნობილი პერსონაჟები ფილმებიდან, რომელთაც რეალური პროტოტიპები ჰყავდათ

Cinemania ავტორი Cinemania
2 აგვისტო, 2018
რუბრიკა იცოდით?
0
ცნობილი პერსონაჟები ფილმებიდან, რომელთაც რეალური პროტოტიპები ჰყავდათ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

კინოს მაყურებელი მიჩვეულია გამოგონილ პერსონაჟებს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად გამოგონილი პერსონაჟები ზღაპრებშიც კი არ არსებობს. კინოგმირები ხშირად რეალური ადამიანების გარეგნობას ან ცხოვრების დეტალებს სეხულობენ. ზღაპრული პრინცების, მეკობრეებისა თუ ჯადოქრების მიღმაც კი ნამდვილი ადამიანები დგანან, რომელთა ცხოვრებაც ხშირად ჰოლივუდურ ბლოკბასტერებზე არანაკლებ საინტერესოა.

გადავწყვიტეთ, დღეს სწორედ ასეთი კინოგმირები წარმოგიდგინოთ.

ურსულა (“პატარა ქალთევზა“) – ჰარის გლენ მილსტედი

ჯადოქარი ურსულა დისნეის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული და დასამახსოვრებელი ვილანია. მას რეალური პროტოტიპი ჰყავს – ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და დრაგ-ქვინი ჰარის გლენ მილსტედი იგივე Divine.

ჰარისი საშუალო კლასის კონსერვატიულ ოჯახში დაიბადა, მუშაობდა დალაქად, შემდეგ კი გადაწყვიტა, სახე და ცხოვრების სტილი რადიკალურად შეეცვალა. იგი რამდენიმე ფილმშია გადაღებული და ყველგან ქალის როლში.

სხვათა შორის, პატარა ქალთევზაში ურსულას, რომელიც ქალი-რვაფეხაა, ექვსი ფეხი აქვს ნაცვლად რვისა. მულტიპლიკატორები ამ გადაწყვეტილებამდე წმინდად ტექნიკური მიზეზით მივიდნენ: 80-იან წლებში ჯერ კიდევ არ იყო ისეთი დახვეწილი ტექნოლოგია, რომელიც ნამდვილი რვაფეხას მოქნილ მოძრაობებს ანიმაციაში რეალისტურად გადმოსცემდა.

ფრენკ კოსტელო (“განდგომილები“) – ჯეიმს ბალჯერი

მარტინ სკორსეზეს ამ კრიმინალური დრამის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟის პროტოტიპად ამერიკელი განგსტერი ჯეიმს უაიტი ბალჯერი იქცა. ეკრანულ ანტიგმირს რეალურ განგსტერთან ბევრი საერთო ჰქონდა: ორივე ირლანდიური ბანდის მეთაურები იყვნენ, არ ერიდებოდნენ ნარკოტიკებით ვაჭრობასა და კრიმინალს. ბალჯერი, ისევე როგორც ფრენკ კოსტელო, FBI-ის ინფორმატორები იყვნენ.

მოგვიანებით ბალჯერი გაასამართლეს და თავისუფლების ორმაგი სამუდამო აღკვეთა მიუსაჯეს. ის დღემდე ციხეში ზის.

პიტ მიტჩელი (“საუკეთესო მსროლელი“) – რენდალ კანინგემი

ჰოლივუდის ბლოკბასტერი საუკეთესო მსროლელი  (Top Gun) 1986 წელს გამოვიდა, ოთხგზის ნომინირებული იყო ოსკარზე და სწორედ მან მოუტანა მსოფლიო აღიარება ახალგაზრდა ტომ კრუზს. ფილმი რეალურ მოვლენებს ეფუძნება: TOPGUN სინამდვილეში სამხედრო-საზღვაო ავიაციის პილოტების საწვრთნელ პროგრამას ერქვა.

ამ პროგრამის ერთ-ერთი ინსტრუქტორი რენდალ კანინგემი გახლდათ – პილოტი-ასი, რომელმაც თავი ვიეტნამის ომში გამოიჩინა. კინვორდ ჰელ ერიქსონი თავის წიგნში აღნიშნავს, რომ სწორედ კანინგემია ფილმის საუკეთესო მსროლელი მთავარი პერსონაჟის პროტოტიპი, თუმცა ფილმის შემქმნელები რეალურ პერსონასთან დამთხვევებს შემთხვევითობას მიაწერენ. სამაგიეროდ, ტომ კრუზმა გაიცნო კანინგემი, დაუმეგობრდა მას და 2011 წელს უფლებები შეისყიდა გამოჩენილი მფრინავის ცხოვრების ისტორიის შესახებ.

ველმა კელი და როქსი ჰარტი (“ჩიკაგო“) – ბელვა ჰარტნერი და ბიულა ენანი

მე-20 საუკუნის 20-იანი წლების შუა ხანებში მთელი ამერიკის ყურადღება მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალების – ბიული ენანისა და ბელვა ჰარტნერისკენ იყო მიპყრობილი. მათ სასწაულებრივად მოახერხეს და სასჯელს თავი აარიდეს. Chicago Tribune-ის ჟურნალისტი მორინ დალას უოტკინსი, რომელიც ორივე ქალის სასამართლო პროცესს ესწრებოდა იმდენად გააოცა მათი ისტორიის მსგავსებამ, რომ სატირული პიესა “ჩიკაგო” დაწერა, სადაც ეს ორი ქალი ერთმანეთს დაამეგობრა და ვილმა კელიდ და როქსი ჰარტად აქცია.

  • ბელვა ჰარტნერს (ფოტოზე ზოლიან კაბაში) კამათისას თავისი ცოლიანი საყვარელი უოლტერ ლოუ შემოაკვდა, სასამართლოზე კი განაცხადა, რომ ძალიან მთვრალი იყო და სიტუაცია გონივრულად ვერ შეაფასა. ლოუს გვამი ბელვას მანქანაში იპოვეს, ყველა კვალი ქალისკენ მიუთითებდა, თუმცა მან რაღაც მანქანებით მაინც მოახერხა და განზრახ მკვლელობისთვის არ დაისაჯა. ჟურნალისტებს არ გამოჰპარვიათ ეჭვმიტანილის მოდური ჩაცმულობა, ფაიფურისებრი კანი და ელეგანტურობა. მიუხედავად იმისა, რომ სიმთვრალისთვის გარკვეული სასჯელი დააკისრეს, ბელვამ 80 წლამდე იცოცხლა. ფილმში “ჩიკაგო” (2002) ბელვას პროტოტიპი ველმა კელია. მის როლს ქეთრინ ზეტა ჯონსი ასრულებს.
  • რაც შეეხება ბიულა ენანს (ფოტოზე მარჯვნივ) ის დაქორწინებული იყო, როცა ბრალად დასდეს, რომ თავისი საყვარელი მოკლა , რადგან სავარაუდოდ კაცი მის მიტოვებას აპირებდა. როცა პოლიცია დანაშაულის გამოძიების მიზნით ქალთან მივიდა, ენანი, ვითომც არაფერიო, მხიარულ სიმღერას მღეროდა, სავარაუდო მკვლელის შესახებ სამართალდამცავების კითხვებს კი შემდეგნაირად უპასუხა: “ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, ჯინის (სასმელი) ბრალია”. თუმცა სასამართლოზე მის მიერ დაღვრილი ცრემლების ზღვამ ყველა დაარწმუნა, რომ ქალის საყვარელი თავად იყო საკუთარ სიკვდილში დამნაშავე. ცბიერი ბიულა ენანი, რომლის ეკრანული ორეულიც როქსი ჰარტია, რენე ზელვეგერმა განასახიერა.

ჯონი ფონტეინი (“ნათლია“) – ფრენკ სინატრა

მარიო პოუზოს რომან “ნათლიას” პერსონაჟი ჯონი ფონტეინი სიუჟეტის მიხედვით დონ კორლეონეს ნათლული დამწყები მომღერალია, რომელიც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გავლენიანი ნათლია-მაფიოზის ხელშეწყობას საჭიროებდა.

მკითხველების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ფონტეინის პერსონაჟი გამოჩენილი ამერიკელი მომღერლის, ფრენკ სინატრას პროტოტიპია. გადმოცემით, მომღერალს მჭიდრო კავშირი ჰქონდა მაფიის სამყაროსთან.

ჯოფრი ბარათეონი (“სამეფო კარის თამაშები“) – ედუარდ ლანკასტერი

ისტორიის მოყვარულებმა სამეფო კარის თამაშების სასტიკი ბიჭი-მეფე რეალურად არსებულ ბრიტანელ მონარქს, ედუარდ ლანკასტერს მიამსგავსეს. მათი ცხოვრება ერთმანეთს ძალიან ჰგავს: ედუარდმა ადრეულ ასაკში დაიკავა ტახტი, გამოირჩეოდა მრავალფეროვანი ინტრიგების ხლართვით და დაუმორჩილებელი ხასიათით. რაც შეეხება სიკვდილს: ჯოფრი მოწამლეს, ხოლო ედუარდის ხანმოკლე სიცოცხლე ტახტისთვის ომში დასრულდა.

მადამ ლაროლი (“ამერიკული საშინელებათა ისტორია“) – მერი დელფინა ლაროლი

მადამ ლაროლი – სერიალ ამერიკული საშინელებათა ისტორიის ერთ-ერთი მთავარი გმირი რეალური პიროვნების მიხედვითაა შექმნილი. ამერიკელი, კერძოდ ნიუორლეანელი დელფინა ლაროლი ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მკვლელი ქალი იყო. ის მონების მიმართ სასტიკ მოქცევასა და სხვა მრავალ დანაშაულში იყო ბრალდებული. სერიალის გმირი, ბოლოს და ბოლოს, სამართლიან სასჯელს მაინც იმსახურებს, მაგრამ ნამდვილი მერი დელფინა ლაროლი მართლმსაჯულებას პარიზში გაექცა და იქ დიდხანს ცხოვრობდა. მისი შთამომავლები ამტკიცებენ, რომ მან საშინელი დანაშაულები აღიარა და ფსიქიკურად შეშლილი იყო.

პენივაიზი (“იგი“)  – ჯონ უეინ გეისი

ჯონ უეინ გეისი – სასტიკი სერიული მკვლელი, მსოფლიოში ცნობილი თავისი კლოუნის კოსტიუმით გახდა. როგორც რომანის, ასევე ფილმის იგი  სიუჟეტში ამ მანიაკის ისტორიის არანაირი ნაწილი არ გვხვდება, თუმცა გარეგნობა ნამდვილად მისგანაა ნასესხები.

გეისის 21 დანაშაულისთვის თავისუფლების სამუდამო აღკვეთა და 12 დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს. ის სამართლის აღსრულებას 14 წელი ელოდა და ამ დროის განმავლობაში იგი ნახატების ხატვით იქცევდა თავს. მისმა ნამუშევრებმა საკმაო პოპულარობაც მოიპოვა.

ელისი (“ელისი საოცრებათა ქვეყანაში”) – ელის ლიდელი

მათემატიკოსი, ფილოსოფოსი, ფოტოგრაფი და მწერალი ჩარლზ ლუტვიჯ დოჯსონი მსოფლიომ ლუის კეროლის სახელით გაიცნო. მისი შესანიშნავი სატირული წიგნი, რომელიც გოგონა ელისის უჩვეულო ქვეყანაში მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს, დღემდე კულტურის განუყოფელი ნაწილია და მისი უამრავი ეკრანიზაცია არსებობს. ელისს რეალური პროტოტიპი ჰყავს – ელის ლიდელი, რომელიც კეროლის მეგობარი ოჯახის უმცროსი გოგონა იყო და მწერალს ძალიან უყვარდა მასთან თამაში და სეირნობა.

  • ავტორმა ელის ლიდელს მიუძღვნა თავისი წიგნის პირველი ეგზემპლარი, რომელიც მოგვიანებით სოთბის აუქციონზე 15 400 ფუნტად გაიყიდა.
  • წიგნში ნახსენები ფრინველი დოდოს სახით კეროლმა ლიტერატურული ავტოპორტრეტი შექმნა – ერთხელ სლოკინისას მან თავისი გვარი როგორც დო-დო-დოჯსონი წარმოთქვა და პროტორიპად ფრინველი დოდოც სწორედ ამ ამბის გამო აირჩია.

ჯონ სილვერი (“განძის კუნძული“, “შავი აფრები“) – უილიამ ჰენლი

“განძის კუნძულის” ქარიზმატული და ცბიერი პერსონაჟი, ცალფეხა მეკობრე ჯონ სილვერი, რაოდენ უცნაურიც უნდა მოგეჩვენოთ, ინგლისელი პოეტის პროტოტიპია. დიახ, წიგნის ავტორმა რობერტ ლუის სტივენსონმა ეს პერსონაჟი თავისი მეგობრის, უილიამ ჰენლის მიხედვით დატახა.

ჰენლიმ ფეხი ავადმყოფობის შემდეგ დაკარგა, თუმცა მიუხედავად ამ ტრავმისა, მუდამ ხუმარა და ოინბაზი დარჩა. ის გულშიჩამწვდომ ლექსებს წერდა, აქტიურად იყო ჩართული საგამომცემლო და სარედაქციო პროცესში. სტივენსონმა მისი ოპტიმისტური ხასიათი მისცა ჯონ სილვერს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ უარყოფითი გმირია, მაინც იმსახურებს სიმპათიას.

სერიალი შავი აფრები შინაარსობრივად განძის კუნძულის პრიქველია. ავტორებმა დაწვრილებით მოგვითხრეს იმ განძის ისტორია, რომლის შესახებაც დოქტორმა ლივსმა და კაპიტანმა სმოლეტმა შეიტყვეს. ჯონ სილვერის პერსონაჟი, რასაკვირველია, აქაც ფიგურირებს.

ბონუსი: ჩიპი და დეილი (“ჩიპი და დეილის რეინჯერების გუნდი“) – ინდიანა ჯონსი და კაპიტანი მაგნუმი

იფიქრებდით, რომ მხიარული და დახმარებისთვის მუდამ მზადმყოფი ბურუნდუკები საქვეყნოდ ცნობილი კინოპერსონაჟების პროტოტიპები არიან? დააკვირდით ჩიპის ჩაცმულობას – ის მკვლევრისა და თავგადასავლების მაძიებლის, ინდიანა ჯონსის გარეგნობას იმეორებს. დაუდევარი დეილი კი – დეტექტივ მაგნუმის.

Divineგანდგომილებიედუარდ ლანკასტერიელისი საოცრებათა ქვეყანაშიეს საინტერესოაინდიანა ჯონსიიცოდით?კაპიტანი მაგნუმილუის კეროლიმადამ ლაროლინათლიაპატარა ქალთევზაპენივაიზიპერსონაჟებიპროტოტიპებისაინტერესოსაუკეთესო მსროლელიურსულაფრენკ კოსტელოფრენკ სინატრაჩიკაგოჩიპი და დეილიჯონ სილვერიჯოფრი ბარათეონი
Previous Post

10 დაუვიწყარი ციტატა "ექიმი ჰაუსიდან"

Next Post

მეისი უილიამსი ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის აპლიკაციას შექმნის

Next Post
მეისი უილიამსი

მეისი უილიამსი ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის აპლიკაციას შექმნის

ახალი ამბები

The Boys-ის კასტის ფოტოსურათები გადასაღები მოედნიდან

The Boys-ის კასტის ფოტოსურათები გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
30 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ავტორი Cinemania
29 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2545

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

ბოლოს დამატებული

The Boys-ის კასტის ფოტოსურათები გადასაღები მოედნიდან

The Boys-ის კასტის ფოტოსურათები გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
30 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ავტორი Cinemania
29 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020