სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

8 რეჟისორი, რომელიც დამახასიათებელ ნიშანს არაერთ ფილმში იმეორებს

Cinemania ავტორი Cinemania
25 ოქტომბერი, 2018
რუბრიკა იცოდით?
0
8 რეჟისორი, რომელიც დამახასიათებელ ნიშანს არაერთ ფილმში იმეორებს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჩვენ უკვე გავიცანით 9 მსახიობი, რომლებიც თავიანთი სახასიათო ნიშნებით გამოირჩევიან. ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ მსგავსი ქცევა არც აღიარებული რეჟისორებისთვისაა უცხო.

დაკვირვებული მაყურებელი აუცილებლად შეამჩნევს მსგავსებებს ამა თუ იმ რეჟისორის სხვადასხვა ნამუშევარში, ხოლო თუ ჯერ ეს აღმოჩენა არ გაგიკეთებიათ, ყურადღებით გაეცანით ჩვენს ჩამონათვალს:

1. სტივენ სპილბერგი – ვარსკვლავთცვენა

თითქმის შეუძლებელია იპოვოთ სპილბერგის ფილმი, სადაც, ერთ სცენაში მაინც არ გაიელვებს ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი. როგორც ცნობილია, ამ ყოველივეს მიზეზი მისი ბავშვობის მოგონებაა – პატარა სტივენი ერთ საღამოს “მეტეორების წვიმას” შეესწრო და, როგორც ჩანს, ეს შთამბეჭდავი მოვლენა სამუდამოდ დაილექა დიდი რეჟისორის ცნობიერებაში.

2. ჯეიმს კამერონი – ლურჯი ნათება

კამერონს ლურჯი ფერი ნამდვილად ძალიან უყვარს – მან იმოგზაურა ოკეანის ლურჯ სიღრმეებში და გამოიგონა პლანეტა, სადაც ლურჯკანიანი არსებები სახლობენ. რთულად თუ მოიძებნება ფილმი მისი შემოქმედებიდან, რომელსაც ლურჯი ფერი ფონად არ გასდევს. უცნობია, თუ რა არის ამ სიყვარულის რეალური მიზეზი – იქნებ საიდუმლო ზღვის სიყვარულში ან რეჟისორის თვალის ფერშიც კი უნდა ვეძებოთ?

3. ქრისტოფერ ნოლანი – ზედხედები

ნოლანის მთავარ მახასიათებლად, შეგვიძლია, ზემოდან გადაღებული კადრები მივიჩნიოთ. მან ეს ვიზუალური ეფექტი ეფექტურად გამოიყენა შავ რაინდში, რათა გოთემის ლანდშაფტები მთელი დიდებულებით წარმოეჩინა. მას შემდეგ მსგავს მეთოდს არაერთმა რეჟისორმა მიმართა და ნოლანმაც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საკუთარ სტილზე თითქოს უარი თქვა, თუმცა, დიუნკერკის მაყურებელი აუცილებლად შეამჩნევდა ზემოდან გადაღებული კადრების სიმრავლეს მის უკანასკნელ ნამუშევარში.

4. ედგარ რაითი – წინასწარი გაფრთხილება

მიუხედავად იმისა, რომ ამ ხერხს არაერთი რეჟისორი იყენებს, ერთეულებს თუ გამოსდით ისე კარგად, როგორც რაითს. როგორც წესი, მსგავსი სცენები განსაკუთრებულად სასაცილოა, მისი პერსონაჟები კი ფაქტობრივად წინასწარ ყვებიან ყველაფერს, რაც ფილმის განმავლობაში მოხდება.

5. რიდლი სკოტი – საუბრები ღმერთთან

რიდლი სკოტი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და მრავალმხრივი რეჟისორია. მისი ფილმები იშვიათად თუ მოხვდება ერთ კატეგორიაში – ის თანაბრად ეჭიდება როგორც საი ფაის, ასევე დრამებს. ამის მიუხედავად, მას მაინც აქვთ თავისი დამახასიათებელი ნიშა – თითქმის ყოველი მისი ფილმის ერთი პერსონაჟი მაინც წარმოთქვამს დამაფიქრებელ მონოლოგს სამოტხის, ჯოჯოხეთისა და ღმერთის შესახებ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რეჟისორის ასაკის მატებასთან ერთად ეს სცენებიც უფრო და უფრო საინტერესო ხდება.

6. მარტინ სკორსეზე – დასაწყისი არ ნიშნავს დასაწყისს

სკორსეზეს ნამდვილად უყვარს ფილმების შუიდან, ან თუნდაც ბოლოდან დაწყება. ის მაყურებელს ჯერ კიდევ უცნობი ამბის კიდევ უფრო უცნობ სცენას აჩვენებს და მხოლოდ შემდეგ იწყებს ამბის თავიდან თხრობას. ამ მაგალითის შესანიშნავი ილუსტრაციაა როგორც უოლ სტრიტის მგელი, ასევე მაგარი ბიჭები.

7. კვენტინ ტარანტინო – ტერფის ფეტიში

საკუთარი კარიერის განმავლობაში ტარანტინომ მაყურებელს არაერთხელ შესთავაზა ფეხების ახლო და საინტერესო კადრები, რაც უტყუარი ნიშანია იმისა, რომ რეჟისორს ე.წ. Foot Fetish აქვს. შესაძლოა, ამ ნიშნის საწყისები მაკულატურაში ვეძიოთ, სადაც სემუელ ელ ჯექსონისა და ჯონ ტრავოლტას პერსონაჟებს საკმაოდ ვრცელი საუბარი აქვთ ქალის ფეხების ინტიმური მასაჟის შესახებ.

კადრი ფილმიდან “უსახელო ნაბიჭვრები“

კადრი ფილმიდან “მოკალი ბილი“

 

8. სტენლი კუბრიკი – სააბაზანო ოთახები

გენიოსი რეჟისორის ნამუშევრები არაერთი სიმბოლოთია დატვირთული, თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩვენს ყურადღებას სააბაზანოებისადმი მის დამოკიდებულებაზე გავამახვილებთ – თითქმის ყოველთვის, საკმაოდ მძიმე სცენები სწორედ ამ ლოკაციაზე ვითარდება – იქნება ეს ნათება, მექანიკური ფორთოხალი თუ მისი სხვა შედევრები.

 

კადრი ფილმიდან “რკინის საფარი“
ედგარ რაითიკვენტინ ტარანტინომაგარი ბიჭებიმაკულატურამარტინ სკორსეზემექანიკური ფორთოხალინათებარიდლი სკოტისემუელ ელ ჯექსონისტენლი კუბრიკისტივენ სპილბერგიუოლ სტრიტის მგელიქრისტოფერ ნოლანიჯეიმს კამერონიჯონ ტრავოლტა
Previous Post

ტერორიზმი 72 წუთში

Next Post

6 მსახიობი, რომელიც წარსულში სტრიპტიზის მოცეკვავე იყო

Next Post
6 მსახიობი, რომელიც წარსულში სტრიპტიზის მოცეკვავე იყო

6 მსახიობი, რომელიც წარსულში სტრიპტიზის მოცეკვავე იყო

ახალი ამბები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
5107

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2545

ბოლოს დამატებული

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020