სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

8 გამოგონილი ისტორია რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმებიდან

Cinemania ავტორი Cinemania
28 მარტი, 2018
რუბრიკა იცოდით?
0
8 გამოგონილი ისტორია რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმებიდან
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

რეალური მოვლენების მიხედვით გადაღებული ფილმები მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. რეჟისორები ძალა არ იშურებენ, რომ საინტერესო ამბავს მიაგნონ და მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მოიძიონ ამ ისტორიის შესახებ. თუმცა, რა თქმა უნდა, მათ მაინც ხშირად უწევთ გარკვეული დეტალების დამატება, რათა სიუჟეტი კიდევ უფრო დაძაბული და საინტერესო გახდეს.

გთავაზობთ 8 გამოგონილ ისტორიას რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ფილმებიდან:

1. აბა, დამიჭირე

ისტორია მოგვითხრობს გენიოსი კრიმინალის, ფრენკ ებიგნეილის შესახებ, რომელსაც დოკუმენტების გაყალბებაში ბადალი არ ჰყავდა. FBI-ს საუკეთესო აგენტები წლების განმავლობაში ცდილობდნენ მის დაჭერას, თუმცა ფრენი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყო.

  • ნამდვილ ფრენკს მამამისი მას შემდეგ არ უნახავს, რაც სახლიდან წავიდა. სტივენ სპილბერგმა კი ეს ფაქტი შეცვალა, რადგან მისთვის მნიშვნელოვანი იყო ეჩვენებინა, რომ ფრენკი ამ ყოველივეს აკეთებდა, რათა მამას მისით ეამაყა.
  • როდესაც ფრენკი ციხეში იჯდა, მან მოახერხა დოკუმენტების მოპარვა, გაყალბება, ციხის ზედამხედველის მოტყუება და პატიმრობიდან თავის დაღწევა იმ მიზეზით, რომ თავი FBI-ს ფარულ აგენტად გაასაღა. რეჟისორს ეს ისტორია ფილმში აღარ შეუტანია – ალბათ, იმიტომ რომ ბოლომდე მიწასთან არ გაესწორებინა ისედაც გაცურებული ფედერალური ბიურო.

2. ტერმინალი

ფილმი მოგვითხრობს აღმოსავლეთ ევროპელი კაცის, ვიქტორ ნავორსკის შესახებ, რომელიც ნიუ იორკის აეროპორტში გაიჭედა – ის ვეღარც ამერიკის საზღვარს კვეთს და ვერც სამშობლოში ბრუნდება, რადგან მის ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებაა.

  • სიუჟეტი ირანელი დევნილის, მერან კარიმ ნასერის ისტორიას ეფუძნება, რომელიც ქვეყნიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გამოაძევეს. პარიზში კი მას საბუთები მოპარეს და ტერმინალში ცხოვრება 18 წლის მანძილზე მოუხდა.
  • მას შემდეგ, რაც მისი საბუთები აღადგინეს, მერანმა არ მოინდომა აეროპორტის დატოვება. 2006 წელს მისი საავადმყოფოში მოთავსება გარდაუვალი გახდა, საიდან გამოწერის შემდეგაც მან ოთახი იქირავა აეროპორტთან ახლოს მდებარე სასტუმროში, შემდეგ კი ბინა პარიზში იყიდა. ფილმში მისი პროტოტიპი ამერიკის ერთდღიან ვიზას მიიღებს და შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება, სადაც ომი დასრულებულია.

3. ხელშეუხებელნი

კომედიური დრამა მოგვითხრობს სავარძელს მიჯაჭვული ფილიპისა და მისი დამხმარე დრისის მეგობრობის შესახებ. დრისის პროტოტიპი ალჟირელი მამაკაცი, აბდელ სელოუა, რომელმაც სამშობლო 4 წლის ასაკში დატოვა და საფრანგეთში ნათესავებთან საცხოვრებლად გადასახლდა. 23 წლის ასაკში მან მართლაც დაიწყო მუშაობა მდიდარ ფილიპთან და მასთან განსაკუთრებული ურთიერთობაც ჩამოუყალიბდა, თუმცა არის დეტალები, რომლებიც რეჟისორმა ფილმში არ შეიტანა:

  • როდესაც ფილიპის ძმისშვილი 18 წლის გახდა, აბდელმა მისთვის სტრიპტიზიორი დაიქირავა, რამაც ფილიპი ძალიან გააბრაზა.
  • ის ხშირად სარგებლობდა ფილიპის მანქანების კოლექციით და ერთხელ მისი იაგუარი ისე დალეწა, რომ მისგან მხოლოდ გასაღებიღა დარჩა.

თავად აბდელი მიიჩნევს, რომ ის სულაც არ ჰგავს პერსონაჟს ფილმიდან. მსახიობი ომარ სი კი ფიქრობს, რომ აბდელი არის “ჯიუტი კაცი, რომელიც ცუდად ცეკვავს”

4. ისტორია ძაღლ ჰაჩიკოზე

კოლეჯის პროფესორი რკინიგზის სადგურზე ძაღლს ხვდება, რომელიც მის ერთგულ მეგობრად იქცევა. ძაღლი ყოველ დილით აცილებს პროფესორს სადგურამდე, საღამოს კი გამოსასვლელთან ხვდება, თუმცა, ერთ დღეს, პროფესორი სადგურზე აღარ დაბრუნდება.

ეს გულისამაჩუყებელი ისტორია იაპონიაში მართლაც მოხდა. სოფლის მეურნეობის პროფესორმა რკინიგზაზე ნაპოვნ ძაღლს ჰაჩი დაარქვა, რაც მერვეს ნიშნავს – მას მანამდე 7 ძაღლი ჰყავდა.

მისი მონუმენტი ქალაქში ჯერ კიდევ მაშინ აღმართეს, როდესაც ჰაჩი ცოცხალი იყო. ძაღლის გარდაცვალების შემდეგ კი ერთგულებით შეძრულმა იაპონელებმა გლოვა გამართეს.

5. დიუნკერკი

ფილმი მოგვითხრობს რეალურ ისტორიას მეორე მსოფლიო ომის შესახებ, როდესაც მტრის ალყაში მოქცეული ათასობით ბრიტანელი ჯარისკაცი დიუნკერკის სანაპიროზე შველასა და შინ დაბრუნებას ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის შემქმნელებმა მაქსიმალურად სცადეს არ დაერღვიათ ისტორიული სიზუსტე, მათ რამდენიმე შეცდომა მაინც დაუშვეს:

  • ერთ-ერთ სცენაში ოფიცერი სალიუტს ქუდის გარეშე იძლევა, რაც სამხედრო წესების უხეში დარღვევაა.
  • ფილმში მაყურებელი ბევრ ფრანგ და ინდოელ ჯარისკაცს ხვდება, სინამდვილეში კი ასეთი სულ რამდენიმე იყო.
  • დიუნკერკი ჯერ კიდევ ოპერაციის დაწყებამდე განადგურდა.

6. დალასის შემსყიდველთა კლუბი

ოსკაროსანი ფილმი მოგვითხრობს ელექტრიკოს რონ ვუდრუფის ისტორიას, რომელიც შიდსთან საბრძოლველად არასტანდარტულ მედიკამენტებს იყენებდა და დაავადებულ ადამიანებზე ჰყიდდა.

  • ვუდროფს სინამდვილეში მეუღლე, ქალიშვილი და და ჰყავდა, თუმცა ფილმში მათ პროტოტიპებს ვერ ვხვდებით.
  • ის სულაც არ იყო ისეთი კონფლიქტური და უხეში ადამიანი, როგორიც მისი პერსონაჟია.

7. გადარჩენილი

გამოცდილი მონადირე, ჰიუ გლასი დათვთან ბრძოლის შედეგად სერიოზულად ზიანდება. მასთან ერთად ტყეში კიდევ ორი მონადირე, ჯიმ ფიცჯერალდი და ჯიმ ბრიჯერი, და მისი ვაჟი იმყოფებიან. ერთ-ერთი მათგანი კლავს გლასის შვილს და დაუძლურებულ ჰიუს მარტო ტოვებს.

  • რეალურად, დათვთან შერკინება ჰიუს ზაფხულში მოუხდა.
  • მას სინამდვილეში შვილები საერთოდ არ ჰყოლია.
  • არ არსებობს იმის დასტური, რომ გლასს ცხოველთა გვამებში ეძინა.
  • ის მართლაც წამოეწია ფიცჯერალდსა და ბრიჯერს, თუმცა შურისძიების მაგივრად მათ ყველაფერი აპატია.

8. უოლ სტრიტის მგელი

ბირჟის წარმატებული მაკლერი ჯორდან ბელფორტი რეალური პერსონაჟია, რომელსაც ლეონარდო დიკაპრიოს გმირის მსგავსად ძალიან უყვარდა გართობა, ალკოჰოლი და ნარკოტიკები, თუმცა ერთ დღესაც მისი საქმიანობით FBI დაინტერესდა.

ფილმის გამოსვლის შემდეგ, მას ჰკითხეს ასახავდა თუ არა მარტინ სკორსეზე რეალურ მოვლენებს, რაზეც ბელფორტმა უპასუხა, რომ რეჟისორმა ძალიან ბევრი რამ ბოლომდე არ წარმოაჩინა. ჯორდანს არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა, თუმცა მისი პასუხიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სინამდვილეში ყველაფერი გაცლებით უარესად იყო!

აბა დამიჭირეგადარჩენილიდალასის შემსყიდველთა კლუბიდიუნკერკიისტორია ძაღლ ჰაჩიკოზელეონარდო დიკაპრიომარტინ სკორსეზეომარ სისტივენ სპილბერგიტერმინალიუოლ სტრიტის მგელიხელშეუხებელნი
Previous Post

ოლივია დე ჰევილენდის სარჩელი რაიან მერფის წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა

Next Post

რაიან მერფის მესამე სეზონი "ACS"-სთვის: ვინ სცემა ბიონსეს?

Next Post
რაიან მერფის მესამე სეზონი “ACS”-სთვის: ვინ სცემა ბიონსეს?

რაიან მერფის მესამე სეზონი "ACS"-სთვის: ვინ სცემა ბიონსეს?

ახალი ამბები

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ავტორი Cinemania
9 მაისი, 2019
6353

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ავტორი Cinemania
15 მაისი, 2019
5770

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5599

ბოლოს დამატებული

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020