სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

18 აქამდე შეუმჩნეველი დეტალი ცნობილი ფილმებიდან და ანიმაციებიდან

Cinemania ავტორი Cinemania
27 აგვისტო, 2018
რუბრიკა იცოდით?
0
18 აქამდე შეუმჩნეველი დეტალი ცნობილი ფილმებიდან და ანიმაციებიდან
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

კარგი ფილმის/მულტფილმის ხარისხს ისიც განსაზღვრავს, თუ რამდენად ამოუწურავია ის და ყოველ ნახვაზე რა ახალ დეტალებს აღმოვაჩენთ მასში. ზოგიერთი ფილმის სცენარისტებისა და პროდიუსერების მიერ საგულდაგულოდ “დამალულ” დეტალებს პირველი ნახვისთანავე პოულობს, ზოგიერთს კი რამდენიმე ნახვა სჭირდება. არიან ისეთებიც, რომელთაც ამ დეტალებისთვის ყურადღება არასდროს მიუქცევიათ.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ დაკვირვებული მაყურებლის მიერ აღმოჩენილ “სააღდგომო კვერცხებს” ცნობილ ფილმებსა და ანიმაციებში, რომელთა აღმოჩენა მართლაც გაგაოცებთ. გაეცანით 18 ფარულ დეტალს, რომლებიც აქამდე ცოტას თუ შეუმჩნევია.

1. როდესაც ფილმში ჯუმანჯი 2 (2017) გმირი “იაგუარის თვალს” თავის ადგილზე აბრუნებს, მაყურებელი ჯუნგლებს სიმაღლიდან, “ჩიტის თვალით” გადასცქერის. ტყის რელიეფი 1995 წლის ორიგინალურ ჯუმანჯიში გამოყენებული სამაგიდო თამაშ “ჯუმანჯის” მოხაზულობას იმეორებს.

2. ანიმაციაში კოკო საიქიოს “გამშვები პუნქტის” რიგში კოლუმბიელი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის ჩონჩხს შეგვიძლია მოვკრათ თვალი. ის პატარა შეკვრას (ცხადია, რაღაც არალეგალურს) მალულად გადასცემს მეორე ჩონჩხს.

3. ფილმ კარგი ბიჭების მთავარი გმირები პორნოგრაფიული ფილმების გარდაცვლილ პროდიუსერს პოულობენ. ამ ეპიზოდურ როლს რობერტ დაუნი ჯუნიორი ასრულებს.

ეს დეტალი ფანებმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს, რადგან რობერტ დაუნი კრედიტებში მოხსენიებული არაა. სხვათა შორის, ამავე ფილმში ჩანს კინოთეატრის აფიშა წარწერით Bang Bang Kiss Kiss (გაფრენილი კოცნა), რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს რობერტ დაუნი ასრულებს.

4. ფილმში იგი (2017) ერთ-ერთ სცენაში ქუჩის მოხატულ კედელზე პენივაიზის სახეც შეგვიძლია დავინახოთ.

5. ანიმაციაში თავდაყირა, კარგად თუ დავაკვირდებით თაროებს, რომლებზეც მოგონებების ბურთებია ჩამწკრივებული, დავინახავთ ორ ბურთს, რომლებშიც მულტფილმ მაღლას სცენები მოჩანს. ერთში – კარლისა და ელის ქორწილი, ხოლო მეორეში – მათი სახლი.

6. ფილმის – რემფეიჯი: განადგურება – ერთ-ერთ სცენაში დევისის (დუეინ ჯონსონი) გმირი გორილას ეუბნება: “დამშვიდდი, ეს მე ვარ”. და მუშტს მუშტზე უკაკუნებს. ეს ამერიკულ ჟესტების ენაზე (ASL) ნიშნავს: “მე ქვა (rock) ვარ”.

7. ინტერსტელარის იმ სცენებში, რომლებშიც გმირები პლანეტა მილერზე იმყოფებიან, ფონად წიკწიკის მსგავსი ხმა ისმის, 1,25-წამიანი ინტერვალით. თითოეული ასეთი “დარტყმა” დედამიწაზე გასულ ერთ დღეს აღნიშნავს.

8. ფილმ თვითმკვლელთა რაზმის დასაწყისში ფლოიდ ლოუტონს, იგივე დედშოტს (Deadshot) ვეცნობით. მისი მოკლე “დოსიედან” მაყურებელი იგებს, რომ ის მრავალგვარი იარაღის ხმარებაშია გაწაფული, მათ შორის – კარტოფილისმტყორცნში (potato cannon).

9. თუ ფილმ ბეიბი დრაივერის ცქერისას ყურსასმენები გიკეთიათ, ნებისმიერ მომენტში, როცა ბეიბი ცალი ყურსასმენით გამოჩნდება, მაყურებელსაც მხოლოდ ცალ ყურში ჩაესმის მუსიკა.

10. მოანაში გობელენზე გამოსახული ერთ-ერთი მონსტრი მარშმელოუს ურჩხულია გაყინულიდან.

11. ფილმში ადამიანი-ობობა: შინ დაბრუნება ამოუცნობი ნივთი, რომელიც პიტერ პარკერს უჭირავს, კამეოა ფილმიდან შურისმაძიებლები: ალტრონის ერა.

12. ანთ-მენში გვხვდება ეპიზოდი მსახიობ გარეტ მორისის მონაწილეობით. ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ანთ-მენი განასახიერა (1979 წელს ტელეგადაცემაში Saturday Night Live).

13. ზოოტოპიას ერთ-ერთ სცენაში ნიკი ამბობს, რომ მისტერ უიდრინგტონს მათთან 10 საათიღა დარჩენია, ჟესტებით კი რვა თითს აჩვენებს. ჯუდი ამ შეუსაბამობას ამჩნევს, რადგან მაშინვე ჩაფიქრებულ გამომეტყველებას იღებს.

14. მატრიცას ერთ-ერთ სცენაში მორფეუსი უცნობ უსინათლოს უკრავს თავს. უსინათლო თავის დაკვრით პასუხობს.

15. დოკ ბრაუნის სახეზე აფარებული ბენდენა ფილმიდან უკან მომავალში 3 იმ პერანგისგანაა დამზადებული, რომელიც მასვე აცვია ფილმში უკან მომავალში 2.

16. ანიმაციაში მანქანები ერთ-ერთ სცენაში ვხედავთ ბუზებს, რომლებიც ასევე მინიატურულ ფრთიან მანქანებს წარმოადგენენ.

17. ამავე მულტფილმში წითელი კლდოვანი ლანდშაფტი აშშ-ს ერთ-ერთი საინტერესო ღირსშესანიშნაობის – “კადილაკების რანჩოს” სტილიზებულ ვერსიას წარმოადგენს.

18. და ბოლოს: ფილმში ინდიანა ჯონსი და დაკარგული კიდობნის მაძიებელნი მსახიობ რონალდ ლეისის დევნის სცენის გადაღებებზე დააგვიანდა. სტივენ სპილბერგმა ის უძრავად მჯდარი, შლაპაჩამოფხატული სტატისტით ჩააანაცვლა.

ადამიანი-ობობა: შინ დაბრუნებაანთ-მენიანიმაციებიბეიბი დრაივერიგაყინულიდედშოტიდოკ ბრაუნიდუეინ ჯონსონიეს საინტერესოაზოოტოპიათავდაყირათვითმკვლელთა რაზმიიგიინდიანა ჯონსი და დაკარგული კიდობნის მაძიებელნიინტერსტელარიიცოდით?კარგი ბიჭებიკოკომანქანებიმატრიცამაღლამოანამულტფილმებიპაბლო ესკობარიპენივაიზიპოპულარული ფილმებირემფეიჯირობერტ დაუნი ჯუნიორიუკან მომავალშიუცნობი დეტალებიფარული დეტალებიშეუმჩნეველი დეტალებიშურისმაძიებლები: ალტრონის ერაჯუმანჯი
Previous Post

ემა უოთსონი სტრიპს და შალამეს შეუერთდა “Little Women”-ში

Next Post

რატომ დაშორდნენ ბენ აფლეკი და ლინდსი შუკუსი?

Next Post
რატომ დაშორდნენ ბენ აფლეკი და ლინდსი შუკუსი?

რატომ დაშორდნენ ბენ აფლეკი და ლინდსი შუკუსი?

ახალი ამბები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

ბოლოს დამატებული

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020