კინომოყვარულებს ძალიან უყვართ ფავორიტ ფილმებში ახალ-ახალი საინტერესო ფაქტების აღმოჩენა, თუმცა ყველამ ყველაფერი მაინც არ იცის. მართალია, ხშირად გაცნობთ საინტერესო, უცნობ დეტალებს ცნობილი კინოსურათებიდან, მაგრამ მაინც რჩება უამრავი ფაქტი, რომლებიც აქამდე არ შეგვიმჩნევია. მაგალითად, იცოდით, რომ გენდალფს თავისი ორი განუყრელი ნივთი – კვერთხი და ჩიბუხი – ერთად დააქვს?

ამ სტატიაში კიდევ 15 ასეთ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენთ. მაშ, გამოგვყევით და ერთად გავიგოთ ფილმებზე კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ვიცით.
1. ფილმის შეხვედრა ფოკერებთან შემქმნელებს ამერიკის მხატვრული კინოს ასოციაციისთვის სინამდვილეში მოუწიათ დაემტკიცებინათ ის ფაქტი, რომ ამ გვარის პიროვნება (Fockers) მართლაც არსებობდა. სხვაგვარად ფილმს, იმის გამო, რომ მთავარი გმირის გვარი უწმაწური სიტყვასავით ჟღერდა, არ უჩვენებდნენ.

2. პირად დოკუმენტებზე დაკრული ახალგაზრდა რედის ფოტო ფილმიდან გაქცევა შოუშენკიდან სინამდვილეში მორგან ფრიმანის ვაჟის, ალონსოს ფოტოა.

3. გალაქტიკის მცველების გადამღები ჯგუფის თანამშრომლებს 4 თვე დასჭირდათ MDR-3L2-ის კუთვნილი ნარინჯისფერყურსასმენებიანი Sony Walkman-ის კასეტის ფლეიერის მოსაძებნად.

4. ფილმში ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტების ეპიზოდურ როლებში მართლაც ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტები მონაწილეობდნენ.

5. წითელი ბეღურას ნახვის შემდეგ ტვიტერზე დიდი დისკუსია გაიმართა იმის თაობაზე, შეიძლება თუ არა მთავარი გმირის პასპორტის მონაცემებით სესხის აღება. საქმე ისაა, რომ ამერიკული კინო დიდ ყურადღებას აქცევს ოფიციალური დოკუმენტების ჩვენებას. ჯეისონ ბორნის ფილმებში მაყურებელი სახელის გრაფაში მხოლოდ რუსული ასოების წყებას ხედავს, წითელ ბეღურაში კი პასპორტი მართლაც რეალურს ჰგავს. ასეა თუ ისე, სესხს ამ მონაცემებით მაინც ვერ აიღებ, რადგან პირად ნომერში ერთი ციფრი ყოველთვის ზედმეტია.

6. შერლოკის მე-3 სეზონში მაყურებელს ჰოლმსების მთლიანი ოჯახის — შერლოკის დედ-მამისა და ძმა მაიკროფტის ხილვა შეუძლია. შერლოკის მშობლები ბენედიქტ კამბერბეტჩის ნამდვილი მშობლები არიან.

7. სამხრეთ პოლუსზე მომუშავე მეცნიერებმა ტვიტერის გვერდზე თავიანთი უცნაური ტრადიციის შესახებ განაცხადეს: ყოველ თებერვალს, როცა ისინი დანარჩენი სამყაროსგან სრულიად იზოლირებულნი არიან (ამ პერიოდში იმდენად საშინელი ამინდია, რომ ანტარქტიდის თავზე თვითმფრინავებიც კი ვერ დაფრინავენ), ფილმ რაღაცის ყველა ეკრანიზაციას უყურებენ. ამ ფილმის სიუჟეტი სამხრეთ პოლუსზე ვითარდება და პოლარულ ბაზაზე იმ დროს, როცა სასტიკი კლიმატური პირობებია, რაღაც საშინელებები ხდება.

8. დაკვირვებულმა ფანებმა ფილმებში შურისმაძიებლები: ალტრონის ერა და თორი: რაგნაროკი შენიშნეს, რომ თორს თმაში ლოკის კულული აქვს ჩაწნული. ოფიციალური ვერსია უცნობია, მაგრამ თუ ფანთეორიებს ვერწმუნებით, თორს თავისი ძმა მკვდარი ჰგონია და მისი თმაც მის მოსაგონრად აქვს ჩაწნული (გულისამაჩუყებელია, არა?)

9. ფილმის დასაწყისი ქრონომეტრაჟი 2 საათი და 28 წუთია. ეს შემთხვევითი როდია – ამ ციფრებით გამოისახება ედიტ პიაფის სიმღერის – Non, je ne regrette rien – ხანგრძლივობაც: 2 წუთი და 28 წამი. სწორედ ამ სიმღერაზე იძინებენ მთავარი გმირები. ეს ყველაფერი არაა – თუ მთავარი პერსონაჟების სახელების ინიციალებს (Dom, Robert, Eames, Arthur/Ariadne, Mal, Sato) შესაბამისი თანმიმდევრობით დავალაგებთ, მათით სიტყვა “სიზმრებს” (DREAMS) მივიღებთ.

10. ემილი ბლანტი და ჯონ კრასინსკი, რომლებიც ფილმში — მშვიდი ადგილი დაქორწინებულ წყვილს თამაშობს, მართლაც ცოლ-ქმარი არიან.

11. ფილმის მებრძოლთა კლუბი გადაღებისას ჰელენა ბონემ კარტერმა გრიმიორს სთხოვა, მისთვის მაკიაჟი მარცხენა ხელით გაეკეთებინა, რადგან მის პერსონაჟი მარლა სინგერი არასდროს დაკარგავდა დროს წესიერი მაკიაჟის გასაკეთებლად.

12. ჯონ სნოუმ, იგივე კიტ ჰარინგტონმა ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა წინაპარმა – ჯონ ჰარინგტონმა უნიტაზის ჩასარეცხი ჩამოსაქაჩი ზონარი გამოიგონა, რის გამოც ინგლისელები უნიტაზს ჟარგონულად the John-ს ეძახიან. 🙂

13. უოლ-ი-ს პერსონაჟ ევას დიზაინზე ჯონათან ივი მუშაობდა – სწორედ ის დიზაინერი, რომელმაც მსოფლიოს აიპოდების, აიმაკებისა და აიფონების დახვეწილი დიზაინი აჩუქა.

14. ედი კინოფილმში დიდი ფსონი, თავდაპირველად გადასაღებ მოედანზე ჩვეულებრივ დაცვად მუშაობდა, მაგრამ გაი რიჩიმ ის შეამჩნია და როლი შესთავაზა.

15. დარწმუნებით ვერასდროს გავიგებთ, მართლა იყო თუ არა ჯეკ დოუსონი “ტიტანიკის” მგზავრი, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ის გემის მომსახურე პერსონალის წევრი, 23 წლის ყმაწვილი იყო, რომელიც გემის ღუმლებში ქვანახშირის შემკეთებლად მუშაობდა. სამწუხაროდ, ჯეკსა და წარჩინებული ოჯახის შვილს სიყვარულის ისტორია გამოგონილია და ამ ფოტოზე გამოსახული ყმაწვილი ლეონარდო დიკაპრიოს უბრალოდ გარეგნულად ჰგავს.
