სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

15 დეტალი ჩვენი საყვარელი ფილმებიდან, რომლებიც რატომღაც არასდროს შეგვიმჩნევია

Cinemania ავტორი Cinemania
1 იანვარი, 2019
რუბრიკა იცოდით?
0
15 დეტალი ჩვენი საყვარელი ფილმებიდან, რომლებიც რატომღაც არასდროს შეგვიმჩნევია
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

დაკვირვებული მაყურებელი მუდმივად ეძებს მრავალჯერ ნანახ ფილმებში საინტერესო, თითქოსდა ცხად დეტალებს, რომლებიც მანამდე არავის შეუმჩნევია. აი, მაგალითად: შეგიმჩნევიათ თავისებური ლოგიკა ფილმის მარტო სახლში ფერთა გამაში? ან სერიალ მეგობრებსა და ადამიან-ობობას შორის კავშირი?

კიდევ ერთხელ გადავხედოთ მრავალჯერ ნანახ საყვარელ ფილმებს და ერთად აღმოვაჩინოთ პატარა დეტალები, რომლებიც აქამდე არასდროს შეგვიმჩნევია.

  • ყველასთვის საყვარელ ფილმში მარტო სახლში ერთი საინტერესო დეტალია, რომელიც ჟურნალისტმა კლერ რეილიმ აღმოაჩინა: მაკალისტერების სახლი გადაჭარბებულად არის საშობაოდ მორთული და საქმე ნაძვის ხეში კი არაა, ან დეკორაციებსა და განათებებში, არამედ ინტერიერში: სახლში წითელი და მწვანე ფერები დომინირებს.
    კედლები, ქოთნის ყვავილები, ავეჯი, სახლის ტელეფონი და პერსონაჟების სამოსიც კი ამ ორ ფერშია გადაწყვეტილი. ამით ფილმის ავტორებს სურდათ, მაქსიმალურად საზეიმო და საშობაო განწყობა შეექმნათ. აღიარეთ, რომ მანამდე ეს დეტალი არ შეგიმჩნევიათ.

  • კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ფილმიდან: გახსოვთ მომენტი, როცა თვითმფრინავში ახლად ასული მაკალისტერების მთელი ოჯახიდან მხოლოდ კევინის დედა ღელავს იმაზე, რომ რაღაც დაავიწყდა? უფროს მაკალისტერს მისი დამშვიდება სურს და ტყუილუბრალოდ თანხმდება მეუღლეს, რომ გარაჟი დარჩა ღია. მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ მას მართლაც დარჩა ღია გარაჟის კარები.

  • გახსოვთ ეპიზოდი მეგობრებიდან, როცა მონიკა რესტორანში იწყებს მუშაობას? საინტერესოა, რომ სწორედ ამ დაწესებულებაში მუშაობს მერი ჯეინი ადამიან-ობობაში.

  • ფილმში ცოფიანი ძაღლები სტივ ბუშემის გმირი პრინციპულად არ უტოვებს ოფიციანტს ჩაის ფულს. ხოლო მაკულატურაში მსახიობი თამაშობს ოფიციანტს, რომელიც მია უოლესს და ვინსენტ ვეგას ემსახურება. ორივე ფილმი ტარანტინოს გადაღებულია – ხომ ხედავთ, კინოსამყაროშიც არსებობს თავისებური კარმა.

  • ფილმში უკან მომავალში 2 კინოთეატრის აფიშაზე მომავლის ფილმის “ყბები-19”-ის რეჟისორის სახელი – მაქს სპილბერგი – გაიელვებს. ეს ორიგინალური ყბების რეჟისორ სტივენ სპილბერგის შვილის სახელია, რომელიც ამ ფილმის გამოსვლის წელს დაიბადა (თუმცა ის რეჟისორი არ გამხდარა).
  • მოსმენაზე მისული მარტი ასრულებს ჯგუფ Huey Lewis and the News-ის სიმღერას “სიყვარულის ძალა”. მამაკაცს, რომელიც მარტის პერფორმანსს იწუნებს და სიმღერას “ჯოჯოხეთურად ხმამაღალს” უწოდებს, ამ ჯგუფის სოლისტი ჰიუ ლუისი ასრულებს.

  • ფილმის ლა ლა ლენდი დასაწყისი სცენის გადაღებას მართლაც დიდი დავიდარაბა დასჭირდა: გადაკეტეს ავტომაგისტრალი, შეკრიბეს მოცეკვავეების მთელი არმია, გაიარეს მასშტაბური რეპეტიციები და ა.შ. თუ ყურადღებით დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ზოგიერთ მანქანას, ბევრი დუბლის გადაღების გამო სახურავი ჩაჭყლეტილი აქვს.

  • ფილმში შავი პანტერა ერთ-ერთი ხომალდის მოხაზულობა მთავარი გმირის ნიღბის კონტურებს იმეორებს.

  • ფინალური სცენა სურათში მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში აშკარა ალუზიაა ლეონარდო დავინჩის “საიდუმლო სერობაზე”. ქრისტეს ადგილას მიშელ პფაიფერის გმირი ზის, რომლის მიზეზითაც აღმოჩნდნენ იქ დანარჩენი პერსონაჟებიც.

  • ვარსკვლავური ომების მე-8 ეპიზოდში (უკანასკნელი ჯედაი) ლიუკ სკაიუოქერის მანტიის სახელოს ქვეშ, დაკარგული მტევნის ნაცვლად ჩასმულ ხელზე იმ ჭრილობის ნაკვალევი შეგვიძლია შევამჩნიოთ, რომელიც ლიუკს 1983 წლის ეკრანიზაციაში – ჯედაის დაბრუნებაში მიაყენეს.

  • ნათლიას როლის შემსრულებელმა მარლონ ბრანდომ კატეგორიული უარი განაცხადა თავისი რეპლიკების ზეპირად სწავლაზე (იმ პერიოდში მსახიობს განსაკუთრებით გაფუჭებული ჰქონდა ხასიათი). კინოს შემქმნელებმა გამოსავალი მოძებნეს და ფურცლები, რომლებზეც მისი რეპლიკები ეწერა, გადასაღები მოედნის მთელ სივრცეზე მიმოფინეს. ამ როლისთვის ბრანდომ ოსკარი დაიმსახურა, თუმცა დაჯილდოების ცერემონიალზე იგი არც მისულა. სცენაზე გავიდა ინდიელი ქალი (მოგვიანებით გაირკვა, რომ ის მსახიობი იყო), ჰოლივუდი ინდიელების მიმართ ცუდ მოპყრობაში დაადანაშაულა და მარლონ ბრანდოს სახელით ჯილდოს აღებაზე უარი განაცხადა.

  • ნოას როლისთვის ფილმში უბის წიგნაკი, რეჟისორი ისეთ ტიპს ეძებდა, რომელიც სექსსიმბოლოს გარდა ყველაფერი იქნებოდა. როგორც თავად რეჟისორმა განმარტა, მას სურდა “არც ლამაზი, არც განსაკუთრებული, არამედ ჩვეულებრივი ბიჭი”. ეს უპრეტენზიო “მოთხოვნები” ახალგაზრდა რაიან გოსლინგმა დააკმაყოფილა. მაგრამ განა დღეს ვინმე შეგვედავება იმაზე, რომ ის განსაკუთრებულად სიმპათიური არაა?

  • თუ ყურადღებით დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ფილმში ტიტანიკი მეოთხე მილიდან კვამლი არ ამოდის. ფიქრობთ, ეს რეჟისორის უყურადღებობაზე მეტყველებს? – პირიქით. ჯეიმს კამერონმა იცოდა, რომ ნამდვილ “ტიტანიკზე” მეოთხე მილს მხოლოდ დეკორატიული დანიშნულება ჰქონდა და იქიდან მართლაც არასდროს ამოსულა კვამლი.

ადამიანი-ობობადეტალებივარსკვლავური ომებივარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაივარსკვლავური ომები: ჯედაის დაბრუნებალა ლა ლენდიმაკალისტერებიმაკულატურამარტო სახლშიმეგობრებიმკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესშინათლიასაინტერესოსტივ ბუშემიტარანტინოუბის წიგნაკიუკან მომავალში 2ფილმებიშავი პანტერაშეუმჩნეველი დეტალებიცოფიანი ძაღლები
Previous Post

ვინსენტ კასელი და თინა კუნაკეი შვილს ელოდებიან

Next Post

15 კითხვა, რომლებიც "ცუდი გოგონების" ნახვის შემდეგ გვიჩნდება

Next Post
15 კითხვა, რომლებიც “ცუდი გოგონების” ნახვის შემდეგ გვიჩნდება

15 კითხვა, რომლებიც "ცუდი გოგონების" ნახვის შემდეგ გვიჩნდება

ახალი ამბები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

ქვიზები

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
5107

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5599

ბოლოს დამატებული

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020