სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

14 ნაკლებად ცნობილი ფაქტი “სოპრანოს კლანის” შესახებ

Cinemania ავტორი Cinemania
26 იანვარი, 2019
რუბრიკა იცოდით?
0
14 ნაკლებად ცნობილი ფაქტი “სოპრანოს კლანის” შესახებ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

20 წელი გავიდა იმ სერიალის გამოსვლიდან, რომლითაც ტელევიზიაში სრულიად ახალი ეპოქა დაიწყო და რომლის გარეშეც არ იქნებოდა არც HBO-ს ოქროს პერიოდი და არც სხვა უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი.

სინემანია გთავაზობთ 14 ნაკლებად ცნობილ ფაქტს სოპრანოს კლანის შესახებ:

 

სოპრანოს კლანი შეიძლება Fox-ზე გასულიყო

სოპრანოს კლანი

სერიალის შემქმნელმა, დევიდ ჩეიზიმ და პროდიუსერმა, ბრედ გრეიმ თავიანთი იდეა რამდენიმე ტელევიზიას გააცნეს. პირველი დაინტერესება Fox-ის მხრიდან წამოვიდა. თუმცა, არხმა საპილოტე სერიის სცენარის გაცნობის შემდეგ სერიალზე უარი თქვა. კრის ალბრეხტმა კი HBO-დან ამ პროექტზე მუშაობა გადაწყვიტა. მოგვიანებით, ალბრეხტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა:

ჩემს თავს ვუთხარი, რომ ეს ამბავი ერთ კაცზეა, რომელიც 40 წლის ხდება. მას მემკვიდრეობით დარჩა მამის ბიზნესი და ცდილობს, განავითაროს, წინ წასწიოს საქმე. რა თქმა უნდა, ყველა საქმეზე თავად აგებს პასუხს. მას უცნაური დედა ჰყავს, რომლის გავლენისგან გათავისუფლებაც მისი ოცნებაა. უყვარს ცოლი, მაგრამ მაინც ჰყავს საყვარელი და მუდმივად ეჩეხება თავისი თინეიჯერი შვილების ცხოვრებისეულ პრობლემებს. შეიძლება, შეპყრობილიც კი იყოს, უამრავი შიში აქვს. როგორც იქნა, თერაპევტთან სიარულს გადაწყვეტს, რათა ცხოვრებას აზრი შესძინოს… ამის შემდეგ გავიფიქრე, რომ მასა და ჩემს ნაცნობებს შორის განსხვავება მხოლოდ საცხოვრებელი ადგილია.

თავდაპირველად პროექტი სრულმეტრაჟიან ფილმად იყო ჩაფიქრებული

სოპრანოს კლანი

ჩეიზის ეს პროექტი ფილმად წარმოედგინა. სოპრანო ისევ ივლიდა თერაპევტთან, ისევ გაექცეოდა დედამისის გავლენას, მაგრამ ექვსი სეზონის ნაცვლად, მისი ისტორია ორ საათში დასრულდებოდა. ჩეიზი მენეჯერმა, ლოიდ ბრონმა გადაარწმუნა. ჩეიზი იხსენებს:

სოპრანოს კლანისთვის კინოსცენარი იყო დაწერილი. თავიდან ტელეარხებს ასეთ ფორმატში ვთავაზობდი პროექტს დამნაშავის შესახებ, რომელიც რეაბილიტაციას გადის და სხვა მსგავს ტიპებთან აქვს საქმე. ამ ნაწერით რამდენიმე წლის განმავლობაში დავდიოდი სტუდიიდან სტუდიაში. ერთხელ, ლიფტთან ჩემი მენეჯერი შემხვდა და მითხრა: მინდა, იცოდე, რომ ის, რასაც მათ სთავაზობ, შეიძლება საუკეთესო სატელევიზიო შოუ გამოვიდეს. მე ამ მიმართულებით არ მქონდა ნაფიქრი. მისი სიტყვები გულში ჩამრჩა და როგორც კი სახლში მივედი, მისი სერიალად გადაკეთება დავიწყე.

სერიალის ყოველი სერია სხვადასხვა სიმღერით უნდა დაწყებულიყო

სოპრანოს კლანი

სოპრანოს კლანის სცენარისტისთვის მოქმედების ადგილი მნიშვნელოვანი იყო. ის თავად ნიუ-ჯერსიში გაიზარდა და ყველაფერი იცოდა მისი ქუჩების შესახებ. მას უნდოდა, მოეყოლა ამ საშიში ქუჩების ისტორია და ყოველი ახალი ეპიზოდი განსხვავებული სიმღერით დაეწყო. თუმცა, HBO-ს წარმომადგენლებმა ეს იდეა შეაცვლევინეს, იმ არგუმენტით, რომ სერიალის მთავარი თემა დასამახსოვრებელი უნდა იყოს, რომ როდესაც ადამიანი სხვა ოთახში სერიალის დასაწყისის მუსიკას გაიგონებს, ოთახიდან უნდა გამოვიდეს და ტელევიზორთან დაჯდეს.

როდესაც საპილოტე ეპიზოდის შემდეგ მთლიანი სეზონი დაამტკიცეს, მაშინვე დავიწყე ფიქრი ტიტრებსა და მუსიკაზე. გონებაში წარმომედგინა მოგზაურობა ნიუ–იორკიდან ნიუ–ჯერსიში. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მაყურებელი მიმხვდარიყო, რომ მთავარი ქალაქის ნაცვლად, პროვინციაში მომხდარი ისტორია უნდა ენახა.

ტონის დედის პროტოტიპი დევიდ ჩეიზის დედაა

სოპრანოს კლანი

დედა, რომელსაც არცთუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს მთავარ გმირთან, შოუს შემქმნელის ცხოვრებიდანაა. ჩეიზიმ დედამისის ქცევები გამოიყენა ტონის დედის გმირის შესაქმნელად. (დედამისს ეს არ გაუგია. შოუს გასვლის დროს სცენარისტის მშობლები უკვე გარდაცვლილები იყვნენ.) მაგალითად, ლივია სოპრანო ერთ-ერთ სცენაში ტონის ეუბნება, რომ ჩანგალს თვალში ჩაარჭობს. ეს სცენა ჩეიზიმ საკუთარი ბავშვობიდან გააცოცხლა. ჩეიზი იხსენებს:

ეს პირდაპირი ციტატაა. მახსოვს, 13 ან 14 წლის ვიქნებოდი, ჯერსიში თოვდა და მოწყენილობისგან რა გამეკეთებინა, არ ვიცოდი. მინდოდა, პატარა პიანინო მქონოდა, რომლითაც ჩემთვის გავერთობოდი. მშობლებს საშობაოდ მისი ყიდვა ვთხოვე. იმდენჯერ ვისაუბრე ამ ინსტრუმენტზე, რომ ბოლოს დედაჩემი ჩემთან მოვარდა და მიყვირა, ამ თემაზე ხმა აღარასდროს ამომეღო, თორემ ჩანგლით თვალს ამომთხრიდა.

ტონის დედის შემსრულებელი მსახიობი ბოლო წუთს იპოვეს

სოპრანოს კლანი

ჩეიზისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო მსახიობის შერჩევა პირველი სეზონის მთავარი ანტაგონისტის როლზე. კასტინგი 200-მდე ადამიანმა გაიარა, თუმცა, გადაღებების დაწყებამდე ორი დღით ადრე სასურველი კანდიდატი შერჩეული ჯერ კიდევ არ იყო. ამ დროს კასტინგზე ნენსი მარჩანდი მოვიდა.

როგორც კი დავინახე გავიფიქრე: აი, ნამდვილად დედაჩემი მოვიდა! მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად არ ჰგავდა, მას ზუსტად დედაჩემისნაირი მანერები ჰქონდა. ამიტომ, როლი მაშინვე მიიღო.

მეორე სეზონში სრულიად სხვა ამბავი უნდა ყოფილიყო

სოპრანოს კლანი

მსახიობი ნენსი მარჩანდი სიკვდილის პირას იყო, თუმცა ექიმები ამის შესახებ არ ეუბნებოდნენ. ჩეიზიმ დაწერა სცენები, სადაც ტონის და დედამისის განსაკუთრებული ურთიერთობა აღწერა. ტონის ხელი უნდა შეეშალა მისთვის სასამართლოში შვილის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად. თუმცა, მსახიობის გარდაცვალებამ სრულიად შეცვალა ყველაფერი.

მესამე სეზონში ლივიას გმირი კიდევ ერთხელ გამოჩნდა, მაგრამ ამჯერად მას სხვა მსახიობი თამაშობდა, რომელსაც კომპიუტერული გრაფიკის დახმარებით, ნენსის სახე დაადეს.

ფსიქოლოგიური სეანსის დროს კამერა არ მოძრაობს

სოპრანოს კლანი

დევიდს ასეთი მოთხოვნა ჰქონდა: ექიმი მელფის კაბინეტში კამერას არ უნდა ემოძრავა. ამით მან რეალური ფსიქოლოგიური სეანსის ატმოსფერო შექმნა. სამეფო კარის თამაშებისა და ბანქოს სახლის ერთ-ერთი რეჟისორი, ალიკ სახაროვი ჩეიზის პროექტში ოპერატორად მუშაობდა და რამდენიმე სცენაშიც კი ჩანს. მისი თქმით, მსგავსი მიდგომა სულ სხვა დატვირთვას აძლევდა ამ სცენებს:

ჩვენ ექსპერიმენტებს ვატარებდით. თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ტონის ფიგურა ყოველთვის ჩრდილში ზის, როდესაც ექიმი მელფის ფონი პირიქით, გადანათებულია. ექიმის პერსონაჟი ბოლომდე გახსნილია, ტონი კი გამოცანებით ლაპარაკობს. მას შინაგანი კონფლიქტი აწუხებს. პირიქით რომ დაგვესვა გმირები, ეს საშინელი შეცდომა იქნებოდა.

გადასაღებ მოედანზე იმპროვიზაცია დაუშვებელი იყო

სოპრანოს კლანი

მსახიობებს აიძულებდნენ, ზუსტად მიჰყოლოდნენ სცენარს. დაწერილი ტექსტიდან მცირეოდენი გადახვევაც კი არ შეიძლებოდა. ამის მიზეზი ორი რამ იყო: პირველი – ჩეიზი თითოეულ სიტყვასა თუ რეპლიკაში იმდენ მნიშვნელობას დებდა, რომ ეს საკითხი ხელოვნების დონეზე ჰქონდა აყვანილი. მეორე – სამუშაო ჯგუფი იმდენად დატვირთული გრაფიკით მუშაობდა, რომ ბევრი გადაღების დრო არ ჰქონდა. ჩეიზი იხსენებს:

რა მნიშვნელობა აქვს, როგორ ვიგინები? ეს სერიოზულად შეცვლის რამეს? – მეკითხებოდა ჯეიმს განდოლფინი. მე ვპასუხობდი, რომ უკეთესი გინების ფორმა ვიცი და უნდა მენდოს.

დევიდ ჩეიზის აზრებს ვერავინ ხვდებოდა

სოპრანოს კლანი

მსახიობებმა არასდროს იცოდნენ, მოსწონდა თუ არა შოუ შემქმნელს. მაიკლ იმპერიოლიმ დიდი შემოწმება გაიარა თავის სცენებზე, თუმცა ბოლომდე არც კი იცოდა, რამდენად კმაყოფილი იყო ჩეიზი მისი თამაშით. მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა:

მის სახეზე ვერანაირ ემოციას ვერ ამოიკითხავ. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვერ მხედავდა. ის გამუდმებით შენიშვნებს იძლეოდა და სცენებს თავიდან გავდიოდით. სცენის ბოლოს მხოლოდ მადლობას მეუბნებოდა და მუშაობას ვამთავრებდით. რამდენჯერმე ისიც კი ვიფიქრე, პროექტიდან რომ წავიდე, აღარც კი დამირეკავენ-მეთქი.

მაფიოზები მუდმივად წერილებს გზავნიდნენ

სოპრანოს კლანი

ერთხელ, ჯეიმს განდოლფინის განგსტერმა დაურეკა და მისი სამსახიობო ნიჭი შეაქო. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შემთხვევა არ ყოფილა. ჩეიზი ჰყვება:

ყოველი სერიის შემდეგ შოუს უფრო და უფრო მეტი მაყურებელი უჩნდებოდა. მეოთხე ეპიზოდის შემდეგ ადგილობრივმა განგსტერებმა წერილების გამოგზავნა დაიწყეს, სადაც სხვადასხვა შენიშვნებს იწერებოდნენ. მაგალითად, ერთ–ერთი შენიშვნა ეხებოდა ტონის ჩაცმულობას სცენაში, სადაც ის ოჯახთან ერთად ბარბექიუს ამზადებს. აქ ტონის მოკლე შარვალი აცვია. განგსტერების თქმით, მსგავსი ჩაცმულობა მათთვის მიუღებელი იყო.

სოპრანოს კლანის შესახებ ჩანაწერი ფედერალური ბიუროს საცავებშია შენახული

სოპრანოს კლანი

დევიდ ჩეიზის განცხადებით, მის შოუს განგსტერები უყურებენ და ძალიანაც მოსწონთ. ამის დოკუმენტური მასალა ფედერალური ბიუროს საცავშიცაა შენახული. აგენტი ენტონი როტონდო ფარულად იყო შეგზავნილი განგსტერებში და მათ საუბრებს იწერდა. მოგვიანებით, მისი ერთ-ერთი ჩანაწერი ჟურნალ E!-ში გამოქვეყნდა:

განგსტერი #1: რა ჯანდაბაა ეს სოპრანოს კლანი, რაზეა?

როტონდო: არასდროს გინახავს?

განგსტერი #1: ეს რა, ჩვენ შესახებ არის?

როტონდო: იქ შენ ხარ, რამდენჯერმე ახსენეს შენი სახელი.

განგსტერი #2: უფრთხილდით ამ ტიპს! – თქვეს სერიალში.

როტონდო: ყველა სატელევიზიო შოუ რაღაც რეალურ ამბავზეა შექმნილი.

განგსტერი #1: და ჩვენზე ინფორმაცია საიდან მიიღეს?

განგსტერი #2: აუცილებლად უნდა ნახო სოპრანოს კლანი!

დევიდ ჩეიზის მოსამართლემ ამბების მოპარვა/გამჟღავნებისთვის უჩივლა

სოპრანოს კლანი

მუნიციპალიტეტის მოსამართლემ, რობერტ ბაერმა ჩეიზის სასამართლოში უჩივლა. მისი განცხადებით, ის უყვებოდა სცენარისტს ამბებს, რომლებიც არსად არ უნდა გაემჟღავნებინა. ასევე, ბაერი ჩეიზის აჩვენებდა რეალური დანაშაულების ადგილებს და მისი თქმით, სწორედ მან გააცნო რეალური ტონი სოპრანოც – ტონი სპირიტო – რესტორნისა და აზარტული თამაშების ადგილების მფლობელი, რომელიც ბევრ სხვადასხვა ტიპის დანაშაულში იყო ეჭვმიტანილი. ჩეიზი მას დიდხანს ესაუბრა და მასთან ერთად ქალაქის სხვადასხვა რაიონიც კი დაათვალიერა… ტონი სპირიტომ სასამართლოზე განაცხადა:

თუ იცით ჯერსის ბანდების შესახებ, ეს მე ვარ… პირადად ვიცნობ რამდენიმე განგსტერს. მე პეტერსტაუნში გავიზარდე და იქ შეუძლებელია ასეთ ხალხს არ იცნობდე.

ჯეიმს განდოლფინიმ კოლეგებს ფული დაურიგა

სოპრანოს კლანი

მეოთხე სეზონის შემდეგ მსახიობ ჯეიმს განდოლფინისა და HBO-ს შორის კონფლიქტი მოხდა. ისინი კონკრეტულ თანხაზე ვერ შეთანხმდნენ. ამის გამო გადაღებები შეყოვნდა და გაიწელა. ბევრი მსახიობი უსამსახუროდ და ანაზღაურების გარეშე რჩებოდა. მსახიობი სტივ შირიპა იხსენებს:

განდოლფინიმ ყველა მსახიობი სათითაოდ დაგვიბარა თავის ფურგონში და 33 333 დოლარი ჩამოგვირიგა. მე ბევრ დიდ მსახიობთან ერთად მიმუშავია, თუმცა მსგავსი რამ არავის ჩაუდენია.  

ორაზროვანი ფინალი, რომელიც სინამდვილეში საუკეთესო დასასრულია

სოპრანოს კლანი

სერიალის ფინალი წლების განმავლობაში დავის საგანს წარმოადგენდა. არავინ იცოდა, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ტონი ოჯახთან ერთად კაფეში მივიდა. მართლა იყვნენ იქ დაქირავებული მკვლელები თუ ტონის უბრალოდ პარანოია დაეწყო? ამ და სხვა კითხვებს თავად ჩეიზიმ უპასუხა:

მახსოვს, როგორ განვიხილავდი ფინალს სცენარისტებთან და პროდიუსერთან ერთად. თავიდან განსხვავებული ვარიანტი გვქონდა: ტონი მანჰეტენზე მიდიოდა ჯონი სეკოს სანახავად. ის ლინკოლნის გვირაბს გაივლიდა და ამასობაში ეკრანიც ჩამუქდებოდა. ამის შემდეგ კი ტონის ვეღარ დავინახავდით. ჩვენ ასე მივანიშნებდით, რომ ტონის იმ შეხვედრაზე რაღაც ცუდი დაემართა, თუმცა ამის შესახებ მაყურებელს არაფერს უყვებიან.

 

წყარო: www.blog.amediateka.ru

მოამზადა გიორგი კარანაძემ

FoxHBOალიკ სახაროვიბანქოს სახლიბრედ გრეიგიორგი კარანაძედევიდ ჩეიზიენტონი როტონდოკრის ალბრეხტილოიდ ბრონიმაიკლ იმპერიოლინენსი მარჩანდირობერტ ბაერისამეფო კარის თამაშებისინემანიასოპრანოს კლანისტივ შირიპატონი სპირიტოჯეიმს განდოლფინი
Previous Post

გეტებორგის კინოფესტივალზე მაყურებელი ფილმს რკინის კუბოდან იხილავს

Next Post

კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Next Post
კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

ახალი ამბები

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ავტორი Cinemania
9 მაისი, 2019
6353

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

ბოლოს დამატებული

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020