სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

12 საინტერესო ფაქტი ლეგენდარული “ტიტანიკის” შესახებ, რაც აქამდე არ იცოდით

Cinemania ავტორი Cinemania
27 ივლისი, 2018
რუბრიკა იცოდით?
0
12 საინტერესო ფაქტი ლეგენდარული “ტიტანიკის” შესახებ, რაც აქამდე არ იცოდით
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტიტანიკი გამოსვლიდან 20 წლის შემდეგაც კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმია. დარწმუნებულები ვართ, მაყურებელთა უმრავლესობას ის რამდენჯერმე მაინც აქვს ნანახი.

დიახ, ჯეიმს კამერონის ეს შედევრი ნამდვილად იმსახურებს კლასიკის წოდებას, მისი ერთგული მაყურებელი და ჩვენი მკითხველი კი იმ საინტერესო ფაქტების ცოდნას, რაც ლეგენდარული ფილმის შესახებ აქამდე არ ვიცოდით:

1. ჯეკ დოუსონის როლზე ბევრი ვარსკვლავი მოიაზრებოდა

მათ შორის იყვნენ ბრედ პიტი, ტომ კრუზი, კრისტიან ბეილი, მაკალეი კალკინი და მეთიუ მაკკონაჰი, თუმცა, საბოლოოდ, როლი ნაკლებად ცნობილმა ლეონარდო დიკაპრიომ მიიღო.

2. როუზის როლზე პირველი არჩევანი არც ქეით უინსლეტი ყოფილა

მადონა, შერონ სთოუნი, ნიკოლ კიდმანი, გვინეთ პელტროუ, უმა თურმანი და ვაინონა რაიდერი – ეს სწორედ იმ მსახიობთა შთამბეჭდავი ჩამონათვალია, რომლებიც, შესაძლოა, როუზის როლში გვეხილა, თუმცა ქეითი მათ შორის ყველაზე მიზანდასახული აღმოჩნდა. ის თითქმის ყოველდღე ურეკავდა რეჟისორს და არწმუნებდა, რომ როუზი სწორედ მას უნდა განესახიერებინა. დღესდღეობით, მსახიობი, ამ ფაქტს უარყოფს, თუმცა იხსენებს, რომ ერთხელ მართლაც გაუგზავნა ვარდები კამერონს წარწერით “შენი როუზისაგან”.

3. ფილმი გემზე ძვირი დაჯდა

ფილმის ბიუჯეტი 200 მილიონი $ იყო – ყველაზე ძვირადღირებული იმ დროისთვის. თავის დროზე გემის აწყობა კი 7.5 მილიონი დოლარი დაჯდა, რაც დღესდღეობით 150 მილიონის ექვივალენტია.

4. ცვლილება სცენარში

თავდაპირველი სცენარის მიხედვით როუზს საქმროსთვის ქუსლი უნდა ჩაერტყა, თუმცა ქეითმა რეჟისორს შესთავაზა, რომ ჩარტყმის მაგივრად ეპიზოდში შეფურთხება გამოეყენებინათ და, საბოლოოდ, სწორედ ასე მოიქცნენ.

5. 2 საათი და 40 წუთი

სწორედ ეს დრო დაჭირდა 1912 წელს გემს ჩასაძირად და სწორედ ეს არის ის ხანგრძლივობა, რომელიც ფილმს თანამედროვე სცენების გამოკლებით ექნებოდა.

6. მუსიკალური გაფორმება

ჯეიმს კამერონს არ სურდა, რომ ფილმში მუსიკა გამოეყენებინა, თუმცა კომპოზიტორმა ჯეიმს ჰორნერმა სელინ დიონთან ერთად სიმღერა ჩუმად ჩაწერა და კასეტა რეჟისორს გაუგზავნა. სავარაუდოდ, ჩანაწერმა კამერონზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან ის ფილმშიც აჟღერდა და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოჰიტია.

7. ტიტანიკის ნარჩენები

როგორც ცნობილია, 1995 წელს ჯეიმს კამერონი 12-ჯერ დაეშვა ოკეანის სიღრმეში, რათა რეალური ტიტანიკის ნარჩენები ენახა. სწორედ მაშინ გააანალიზა, რომ მას შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდა და პასუხისმგებელი იყო ყოველი ადამიანის ხსოვნის წინაშე, ვინც ამ ტრაგედიას ემსხვერპლა.

8. ქეითის კაბა

კაბა, რომელიც როუზს ბოლო სცენებში აცვია, იმის გათვალისწინებით შეიქმნა, რომ ის ერთნაირად მიმზიდველი ყოფილიყო როგორც მშრალ, ასევე სველ მდგომარეობაშიც.

9. პორტრეტის ეპიზოდი

Titanic Kate Winslet GIF - Find & Share on GIPHY

ეს ცნობილი სცენა პირველივე დღეს გადაიღეს, რადგან რეჟისორს სურდა რეაქციები მაქსიმალურად ბუნებრივი ყოფილიყო და ის დაძაბულობა, რაც ერთმანეთის მიმართ უცნობ მსახიობებს ექნებოდათ, ფილმის პერსონაჟებსაც ჰქონოდათ. თუმცა, ცნობილია ის ფაქტიც, რომ გადაღების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ქეითმა ლეოს საკუთარი მკერდი აჩვენა და ასე შეეცადა მისთვის მინიმალური კომფორტი მაინც შეექმნა.

10. რეალური ისტორიები

ფილმში არსებული ზოგიერთი სცენა გადარჩენილთა მოგონებებს ეფუძნება. მაგალითად, ეპიზოდი სადაც მამაკაცი 2 გოგონას სამაშველო ნავში სვამს და ეუბნება, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება, რეალურ ფაქტზეა დამყარებული.

11. ჯეკ დოუსონი

კამერონს სურდა, რომ ყველა პერსონაჟი გამოგონილი ყოფილიყო, თუმცა სცენარის დასრულების შემდეგ აღმოაჩინა, რომ გემზე ნამდვილად არსებობდა მგზავრი სახელად ჯეკ დოუსონი.

12. დაეტეოდა თუ არა ჯეკი ხის მოტივტივე ნაჭერზე?

თაყვანისმცემლები დღემდე დაობენ იმ საკითხზე, რომ ჯეკის გადარჩენა სრულებით შესაძლებელი იყო. ავსტრალიელმა გოგონებმა ამის დასამტკიცებლად ექსპერიმენტიც კი ჩაატარეს. რეჟისორს კი ამ ყველაფერზე მარტივი პასუხი აქვს:

სცენარის 147-ე გვერდზე წერია, რომ ჯეკი კვდება. ეს ისტორია დანაკარგზეა და თუ ჯეკი ცოცხალი დარჩებოდა, მაშინ სულ სხვანაირ ფილმს მივიღებდით.

ბრედ პიტიგვინეთ პელტროუეს საინტერესოავაინონა რაიდერიიცოდით?კრისტიან ბეილილეონარდო დიკაპრიომადონამაკალეი კალკინიმეთიუ მაკკონაჰინიკოლ კიდმანიტიტანიკიტომ კრუზიუმა თურმანიქეით უინსლეტიშერონ სთოუნიჯეიმს კამერონი
Previous Post

"ბანქოს სახლის" შემქმნელები შონ პენთან ერთად ახალ სერიალზე მუშაობენ

Next Post

დავით ფირცხალავას ფილმი ლოკარნოს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში უკვე მეორედ მოხვდა

Next Post
დავით ფირცხალავა

დავით ფირცხალავას ფილმი ლოკარნოს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში უკვე მეორედ მოხვდა

ახალი ამბები

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ბოლოს დამატებული

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020