“ოცნების რექვიემი” დარენ არანოვსკის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია, რომელიც სარასა და მისი ვაჟის დრამატულ ისტორიებს მოგვითხრობს. სანამ სარა პოპულარულ ტელეშოუში მოხვედრაზე ოცნებობს და ამ მიზნის მისაღწევად საკუთარი ჯანმრთელობისათვის საშიშ დიეტას იწყებს, ჰარი პოულობს სიყვარულს, თუმცა, ამავდროულად, ნარკოდამოკიდებული ხდება.
რა თქმა უნდა, ეს ფილმი ძალიან მძიმე სანახავია, თუმცა რეჟისორი და მსახიობები ახერხებენ, რომ მაყურებელს დაუვიწყარი შეგრძნებები შესთავაზონ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ოცნების რექვიემის შესახებ საინტერესო და უცნობი ფაქტები შემოგთავაზოთ:
1. არანოვსკიმ თხოვა ჯარედ ლეტოსა და მარლონ უეინსს, რომ 30 დღის განმავლობაში სექსისა და შაქრის მიღებისაგან თავი შეეკავებინათ, რათა რეალურად შეეგრძნოთ, თუ რას ნიშნავს რაღაცის დაუოკებელი წყურვილი

2. ფილმების უმეტესობა 600-700 ჭრას შეიცავს, თუმცა ოცნების რექვიემში 2000-მდე ჭრას ვხვდებით!

3. როდესაც ელენ ბერსტინის პერსონაჟს ჰალუცინაციები აქვს, ის ხედავს, რომ ტელეშოუში იმყოფება და უახლოვდება მამაკაცი, რომელსაც π სიმბოლოს აღმნიშვნელი დაფა უჭირავს – ეს კი რეჟისორის ფარული მინიშნებაა თავის პირველ ფილმზე პი.

4. ჯარედ ლეტომ როლში შესასვლელად წონაში საგრძნობლად დაიკლო და დაუმეგრობდა რეალურ ნარკოდამოკიდებულებს, რათა უკეთ გაეგო მათი ემოციები.

5. ელენი ყოველდღიურად, 4 საათს ატარებდა საგრიმიოროში, სანამ გადაღების პროცესი დაიწყებოდა.

6. POV კადრი, როდესაც ჰარი სახურავიდან თვითმფრინავს უშვებს, კამერაზე მობმული ბანჯი ჯამფინგის თოკითა და მისი გადაგდებითაა გადაღებული.

7. ფილმში არც ერთხელ არაა ნახსენები სიტყვა “ჰეროინი”.

8. ფორთოხლისფერი ფილმში ლეგენდარული ნათლიაზე მინიშნებაა, სადაც ციტრუსის ეს სახეობა ტრაგედიას მოასწავებს.

9. როდესაც ფილმის პერსონაჟები ჰეროინს იღებენ, მათი თვალის გუგები ფართოვდება, რაც შეცდომაა, რადგან დამტკიცებულია, რომ ჰეროინი თვალის გუგების შევიწროებას იწვევს.

10. ექსტრა მსახიობებად ფილმში ნამდვილი ნარკომომხმარებლები გამოიყენეს.
