სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 რამ, რაც დენიელ რედკლიფის შესახებ აქამდე არ ვიცოდით

Cinemania ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2018
რუბრიკა იცოდით?
0
10 რამ, რაც დენიელ რედკლიფის შესახებ აქამდე არ ვიცოდით
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

დენიელ რედკლიფი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახელია და ის ამ დიდებას ერთ და განუმეორებელ – ჰარი პოტერის როლს უნდა უმადლოდეს. ჰარი პოტერის სერია უკვე რამდენიმე წელია დასრულდა, თუმცა მიუხედავად მრავალი მეტ-ნაკლებად საინტერესო როლისა, დენიელ რედკლიფმა თავი ვერ დააღწია პოტერის სახეს და ალბათ ყოველთვის იქნება ასოცირებული ბიჭთან, რომელიც გადარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მას მსოფლიოს ყველა კუთხეში იცნობენ, თავად დენიელი პირადი ცხოვრების გასაჯაროებას ერიდება და კამერებისგან მოშორებით ამჯობინებს ყოფნას.

ნებისმიერ შემთხვევაში, ფანები ძალიან აფასებენ მას და ალბათ ბევრს დააინტერესებს, როგორია დენიელ რედკლიფი ჰარი პოტერის მიღმა, არაჯადოსნურ ცხოვრებასა თუ კარიერაში.

10. დისპრაქსია

რედკლიფს დისპრაქსია ანუ ნევრალგიური აშლილობის საშუალო ფორმა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ კოორდინაციისა და მოტორული უნარების დროებით მოშლა აღენიშნება და ეს დარღვევა ხელს უშლის ისეთი უმარტივესი რამეების გაკეთებაში, როგორიცაა წერა ან თასმების შეკვრა ფეხსაცმელზე. ამ მდგომარეობის გამო დენიელი სკოლაში საკმაოდ სუსტი მოსწავლე იყო, რამაც მას მსახიობობისკენ უბიძგა.

9. ქველმოქმედება

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში დენიელი ყოველთვის აღნიშნავდა თანასწორუფლებიანობისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობას. “ყოველთვის მაღიზიანებდა გეი ადამიანების მიმართ არატოლერანტობა. ყველაფერს გავაკეთებ მათი უფლებების დასაცვად” – განაცხადა დენიელმა 2010 წლის ინტერვიუში. გარდა ამისა, ის მრავალი საქველმოქმედო, მათ შორის შშმ ბავშვთა ფონდის თანამონაწილეა, როულინგის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდის, Comic Relief-ისთვის კი, რომელიც პოტერის თემატიკის წიგნების გამოცემითა და მრავალი აქტივობითაა დაკავებული, 2003 წელს მან საკუთარი კულული აუქციონზე გაიტანა, რომელიც 751 ფუნტად გაიყიდა.

8. პატარაობა

დენიელ ჯეიკობ რედკლიფი 1989 წლის 23 ივლისს დაიბადა დასავლეთ ლონდონში, ინგლისში, ალან რედკლიფისა და მარსია გრეშემის ოჯახში. დენიელის მამა ლიტერატურულ აგენტად მუშაობდა, ხოლო დედა – BBC-ის კასტინგის მენეჯერი იყო. ოჯახი ტრადიციულად დაინტერესებული იყო სამსახიობო ხელოვნებით, რამაც პატარა დენიელზეც მოახდინა გავლენა და უკვე 5 წლის ასაკიდან დაინტერესდა მსახიობობით. 10 წლისამ სადებიუტო როლი ითამაშა BBC-ის სატელევიზიო ადაპტაციაში და დევიდ კოპერფილდის როლი შეასრულა. ჰარი პოტერში როლის მიღების შემდეგ მას სკოლაში სწავლის პროცესში ხელი შეეშალა, რის გამოც გადაღების პარალელურად უწევდა გამოცდების ჩაბარება.

7. მოწამვლა

გაგიკვირდებათ, მაგრამ დენიელი ერთხელ შემთხვევით მოიწამლა. ეს ჰარი პოტერის გადაღებებზე არ მომხდარა. 2014 წელს, ჰორორ რქების გადაღებისას ჯგუფს კანადაში, საშინელ ყინვაში უწევდა მუშაობა და დიდი რაოდენობის ანტიფრიზი სჭირდებოდათ, მილებში წყალი რომ არ გაყინულიყო. სამწუხაროდ, მათ ბოთლებს სათანადო წარწერები არ ჰქონდათ, ან რედკლიფი ისე იყო გათოშილი, ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ მან შემთხვევით წყალგარეული ანტიფრიზი დალია და მძიმედ მოიწამლა. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

6. ბულინგი

მიუხედავად იმისა, რომ 2000-იანების ყველაზე ცნობილი თინეიჯერი იყო, რედკლიფი მაშინ, როცა გადაღებები არ ჰქონდა, სკოლაში სერიოზულ პრობლემებს აწყდებოდა. დენიელი წლების განმავლობაში საუბრობდა და გამოდიოდა ბულინგის წინააღმდეგ, და ამ ყველაფერს საკუთარ მწარე გამოცდილებაზე დაყრდნობით აკეთებდა. ჰარი პოტერის პირველი ფილმის გამოსვლის შემდეგ დენიელი სკოლას დაუბრუნდა, სადაც, მსახიობის თქმით, თანატოლების გარკვეული ნაწილი მის მიმართ მტრულად განწყობილი დახვდა. მართალია, დენიელი ფიქრობს, რომ ისინი “ემტერებოდნენ ბავშვს, რომელიც ჰარი პოტერს თამაშობს”, თუმცა მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ხშირად კონფლიქტით სრულდებოდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა დენიელი 14 წლის იყო, მისი “მეტოქე” კი 19-ის. მათი დაპირისპირება ფიზიკურ ჩხუბშიც კი გადაიზარდა.

5. სხვა ტალანტები

რედკლიფს მსახიობობის გარდა ბევრი სხვა ფარული ტალანტი აქვს, მათ შორისაა ლექსების წერა. 2009 წელს მან ჯეიკობ გერშონის (გერშონი იდიშური წარმოშობის დედამისის ქალიშვილობის გვარია) ფსევდონიმით საკუთარი ლექსები გამოსცა. გარდა ამისა, ვის არ ახსოვს მისი გასაოცარი რეპი ღამის შოუებში, მათ შორის ემინემის “The Real Slim Shady” და Blackalicious’-ის “Alphabet Aerobics”.

4. სპორტის ფანი

დენიელი სპორტის სერიოზული ქომაგია და თანაც, რამდენიმე სხვადასხვა სახეობის. ერთ-ერთია კრიკეტი – თავისი მე-18 დაბადების დღე მან კრიკეტის მოედანზე, ინგლისი-ინდოეთის მატჩზე გულშემატკივრებს შორის აღნიშნა. გარდა ამისა, ის ამერიკული ფეხბურთის ფანიცაა და “ნიუ-იორკ ჯაიანტსს” გულშემატკივრობს, არც ფენტეზი-ფეხბურთის მიმართაა გულგრილი. ძალიან უყვარს ჰოკეიც და “დეტროიტ რედ ვიგსს” ქომაგობს.

3. რომანები

ჰარი პოტერის უსაზღვრო პოპულარობის მიუხედავად, დენიელ რედკლიფი წარმატებით ახერხებს თავისი პირადი ცხოვრების ფართო საზოგადოებისგან დამალვას, თუმცა 2016 წელს მან თავის ბავშობის სასიყვარულო გამოცდილებებზე ისაუბრა. 2010-დან 2012 წლამდე ის  როზი კოკერს ხვდებოდა, შემდეგ კოლეგას ფილმიდან მოკალი საყვარელი ადამიანები ერინ დარკს.

2. ბრძოლა ალკოჰოლიზმთან

თავიდან ჩანდა, რომ ყმაწვილი რედკლიფი, როგორც ჰარი პოტერთან გაიგივებული პერსონა, გაუძლებდა საკმაოდ მცირე ასაკში თავს დამტყდარ უზომო პოპულარობას, მაგრამ სინამდვილეში ასე არ მოხდა. მან ალკოჰოლის მოხმარება დაიწყო, და ამის შესახებ 2012 წელს ალაპარაკდა, რაც  ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მისი თქმით, გადაღებებზე დალევა არ შეეძლო და ამის გამო სულ გაღიზიანებული იყო. “ბევრი სცენა შემიძლია გავიხსენო, რომლებშიც უბრალოდ იქ არ ვარ. თვალები სრულიად გაყინული მაქვს”. მსახიობმა აღნიშნა, რომ ფილმის დასრულების შემდეგ ეს მდგომარეობა კიდევ უფრო რთული გასამკლავებელი აღმოჩნდა. “მარტო ვცხოვრობდი, მოშლილი ვიყავი და ბევრს ვსვამდი. ვფიქრობ, მეტად უნდა გამოვსულიყავი ხალხში, მებრძოლა, მაგრამ მაშინ ასე არ ვფიქრობდი”. რედკლიფის თქმით, ამ პრობლემამ უარყოფითად იმოქმედა მის კარიერაზე.

1. ნეტ ღირებულება

დენიელს, რომელიც ჯერ მხოლოდ 27 წლისაა, დაუჯერებლად მაღალი ნეტ ღირებულება აქვს: 110 მილიონი$. მისი ანაზღაურება პოტერის ყოველ მომდევნო ნაწილზე უფრო და უფრო იზრდებოდა – ჰარი პოტერის პირველ ნაწილში მისი ჰონორარი ერთი მილიონი იყო, მეორე ნაწილში (საიდუმლო ოთახი) – 3 მლნ, ხოლო უკანასკნელ, სიკვდილის საჩუქრების მეორე ნაწილში უკვე 33 მილიონი. ჰარი პოტერის მე-5 ნაწილის, ფენიქსის ორდენის გამოსვლის შემდეგ დენიელ რედკლიფი ბრიტანეთის უმდიდრეს თინეიჯერად იქცა.

10 რამBBCბავშვობაბრიტანელი მსახიობიბულინგიდენიელ რედკლიფიდისპრაქსიაის რაც არ იცოდითიცოდით?ლონდონიმოწამვლამსახიობიმშობლებიპოპულარულიპოტერიადაპოტერომანებირომანებისაინტერესოსკოლასპორტიტალანტებიფაქტებიქველმოქმედებაცნობილი ადამიანებიჰარი პოტერი
Previous Post

რობერტ პატინსონი: "მინდა, ხალხს მოვწონდე"

Next Post

რატომ შეიცვალა ევანჯელინა ლილის ცხოვრება "დაკარგულების" შემდეგ?

Next Post
ევანჯელინა ლილი

რატომ შეიცვალა ევანჯელინა ლილის ცხოვრება "დაკარგულების" შემდეგ?

ახალი ამბები

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

ავტორი Cinemania
18 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ავტორი Cinemania
17 მაისი, 2022
0

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ავტორი Cinemania
16 მაისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

ბოლოს დამატებული

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

ავტორი Cinemania
18 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ავტორი Cinemania
17 მაისი, 2022
0

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ავტორი Cinemania
16 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020