სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 მინიშნება, რომელსაც მხოლოდ ყველაზე დაკვირვებული მაყურებელი ამჩნევს

Cinemania ავტორი Cinemania
22 ივლისი, 2019
რუბრიკა იცოდით?
0
10 მინიშნება, რომელსაც მხოლოდ ყველაზე დაკვირვებული მაყურებელი ამჩნევს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

როდესაც კარგ ფილმს ვუყურებთ, ვფიქრობთ, რომ ის გენიალურია და ეს მართლაც ასეა! ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, რომ კინოსამყარო უამრავ საიდუმლოს მალავს – ერთ-ერთი მათგანი კი “წინასწარ გაფრთხილების” ტექნიკაა. მარტივად რომ ავხსნათ, ეს ნიშნავს იმას, რომ ფილმის დასასრულის შესახებ მინიშნება დასაწყისშივე უნდა ვეძიოთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამის შემჩნევას მხოლოდ ყველაზე დაკვირვებული და ყურადღებიანი მაყურებელი ახერხებს.

მაშ ასე, გთავაზობთ 10 ძალიან საინტერესო მაგალითს, რომელიც უკეთ გაგარკვევთ ამ ტექნიკის არსში:

1. ავატარი

ერთ-ერთ პირველ სცენაში სიგურნი უივერის პერსონაჟი ამბობს, რომ სიცოცხლესაც კი დათმობდა სულების ხის გამო. ახლა გავიხსენოთ, თუ როგორ სრულდება მისი ისტორია – ის მართლაც კვდება მას შემდეგ, რაც ხეს შეეხება!

2. მალჰოლენდ დრაივი

დევიდ ლინჩი წინასწარ გაფრთხილების დიდი მოყვარულია და ტრადიციას არც ამ ფილმში ღალატობს – პირველ სცენაში ის მაყურებლის ყურადღებას დიდი ხნით აჩერებს საწოლზე, რაც იმის ნიშანია, რომ სიუჟეტი ვიღაცის სიზმარში ვითარდება.

3. ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი 5

ყველას გვახსოვს სცენა, სადაც გამოქვაბულში მყოფი ლუკი წარმოსახვაში დართ ვეიდერს ამარცხებს და მის ჩაფხუტს ირგებს. მოგვიანებით კი, მაყურებელი შეიტყობს, რომ დართ ვეიდერი სწორედ მისი მამაა.

4. ცოფიანი ძაღლები

ტარანტინო კიდევ ერთი იმ რეჟისორთაგანია, რომელსაც წინასწარი გაფრთხილების ტექნიკა არაჩვეულებრივად აქვს ათვისებული. ამ შემთხვევაში, ის მაყურებელს მუდმივად მიუთითებს მისტერ ორენჯზე, რომელიც პოლიციის ინფორმატორია. მაგალითად გავიხსენოთ ფორთოხლისფერი ბუშტი, რომელიც ედის მანქანას მისდევს, სანამ ის დიდი ძარცვის გეგმას განიხილავს. დიახ, ორენჯი სწორედ ფორთოხალს ნიშნავს და საიდუმლოც ამოხსნილია!

5. გაქცევა შოუშენკიდან

ფილმის დასაწყისში ტიმ რობინსის პერსონაჟი ბიბლიას იღებს წარწერით “შიგნით ხსნაა”. მოგვიანებით კი ვიგებთ, რომ სწორედ ამ საჩუქრის ავტორი, 20 წლის განმავლობაში, პატარა ჩაქუჩით ანგრევდა კედელს გასაქცევად. გამოიცანით, სად მალავდა ის ამ ჩაქუჩს? დიახ, სწორედ ბიბლიაში! ასე რომ, მესიჯი “შიგნით ხსნაა” პირდაპირი მნიშნელობით უნდა გავიგოთ.

6. მებრძოლთა კლუბი

ედვარდ ნორტონის პერსონაჟი საკუთარ თავს ურტყამს, რათა ამ გზით უფროსი დასაჯოს და სწორედ ამ დროს ამბობს, რომ ტაილერთან პირველი ბრძოლა გაახსენდა. მოგვიანებით, ჩვენ ვიგებთ, რომ ტაილერი მისი ალტერ ეგოა – დომინანტური ნაწილი, რომელიც მას მთლიანად აკონტროლებს და სწორედ ამ მომენტში, ამ ბრძოლის დროს გამოდის დღის სინათლეზე…

6. სჯობს დაურეკოთ სოლს

სოლს მაყურებელი პირველად მძიმე დანაშაულში შეხვდა, რომლის ფინალურ სერიაშიც მან აღნიშნა, რომ საუკეთესო შემთხვევაში ის ოჰაიოში, Cinnabon-ის მენეჯერი იქნებოდა. საკუთარი სერიალის პირველ ეპიზოდში კი სოლი სწორედ ამ პოზიციაზე მოგვევლინა.

7. ზომბი სახელად შონი

ამ ფილმის რეჟისორი კიდევ უფრო შორს წავიდა – მან ფაქტობრივად ყველა მთავარი პერსონაჟის ბედი წინასწარ, ერთი წინადადებით შეგვატყობინა. მაგალითად, გავიხსენოთ, რას ეუბნება ედი ფილმის დასაწყისში თავის მეგობარ შონს: “პირველ რიგში, სისხლიანი მერი შევუკვეთოთ” და პირველი მართლაც მერი კვდება მუცელში მიყენებული ჭრილობით.

8. ყველაფრის გახსენება

მთელი ფილმის განმავლობაში მაყურებელს უჭირს გაარკვიოს, ეს ყოველივე, რასაც შვარცნეგერის პერსონაჟი იხსენებს, ნამდვილად მოხდა თუ მის ტვინში ჩამონტაჟებულ ჩიპზე ჩაწერილი ყალბი მოგონებებია. არადა, ჩვენთვის პირველი მინიშნება უნდა ყოფილიყო ფრაზა, რომელიც მას ახსენდება: “შენ მარსის ქვეშ ლურჯ ცას დაინახავ!” – მართლაც, ფილმის დასასრულს მარსი იმდენად უახლოვდება დედამიწას, რომ ლურჯი ცის დანახვა სრულებით შესაძლებელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი მოგონებები რეალური იყო.

9. საიდუმლო მასალები

ფინალურ ეპიზოდამდე ბევრი სერიით ადრე აგენტი სკალი საავადმყოფოში, საკუთარი თავის რენდგენის სურათით გვევლინება. ეს ერთგვარი გაფრთხილებაა ტვინის სიმსივნის შესახებ, რაც მოგვიანებით მისი პერსონაჟის თამაშიდან გათიშვის მიზეზი ხდება.

10. მოხუცების ადგილი აქ არ არის

შეუძლებელი იყო, ამ ჩამონათვალში ძმებ კოენების გენიალური ნამუშევარი არ მოგვეხსენიებინა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წინასწარ გაფრთხილების სხვაგვარ ტექნიკას გვთავაზობენ: პირველ სცენებში მთავარი პერსონაჟი, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, კარლა ჯინის სახლს სტუმრობს. შემდეგ სცენა წყდება და ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ გამოდის ის სახლიდან. საინტერესოა, რა მოხდა?

პასუხი მომავალ სცენებში იმალება. მაგალითად, როდესაც ანტონ ჩიგურის პერსონაჟი სასტუმროში მოსაკლავად მიდის, ის ფეხსაცმელს იხდის. შემდეგ, უკვე სხვა სცენაში, ფეხებს ტახტზე შემოაწყობს, რათა საკუთარი ჩექმები სისხლში არ დასვაროს. ასე რომ, შეგვიძლია დავასკვნათ – ანტონს არა მხოლოდ ძალიან უყვარს თავისი ფეხსაცმელი, არამედ მაქსიმალურად ცდილობს, რომ მათ სისუფთავე შეუნარჩუნოს.

ახლა დავუბრუნდეთ მის გამოსვლას კარლას სახლიდან: პირველ რიგში, ის სწორედ საკუთარი ფეხსაცმლის ქულსებს ამოწმებს, რაც ნიშნავს, რომ გოგონას არც თუ ისე სახარბიელო ბედი ეწია…

 

ბონუსი:

სამეფო კარის თამაშები

ის, რომ არია მრავალსახა ღმერთის მსახური გახდებოდა, წითელმა ჯადოქარმა მელისანდრემ იწინასწარმეტყველა. მესამე სეზონში ეს ორი გმირი ერთმანეთს მცირე ხნით ხვდება, წითელი ქურუმი არიას თვალებში იყურება და ხედავს გოგონას მიერ “სამუდამოდ დახუჭულ უამრავ თვალს”. სერიალში არიას მომავალზე ბევრი სხვა მომენტიც მიანიშნებს, თუმცა ფანები ამ მონაკვეთს ყველაზე ცხად, ტექსტურ მინიშნებად თვლიან.

ავატარიარნოლდ შვარცნეგერიგაქცევა შოუშენკიდანდევიდ ლინჩიედვარდ ნორტონივარსკვლავური ომებიზომბი სახელად შონიკვენტინ ტარანტინომალჰოლენდ დრაივიმებრძოლთა კლუბიმოხუცების ადგილი აქ არ არისმძიმე დანაშაულისაიდუმლო მასალებისიგურნი უივერისჯობს დაურეკოთ სოლსტიმ რობინსიყველაფრის გახსენებაცოფიანი ძაღლები
Previous Post

სტენ ლი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

Next Post

10 უცნობი ფაქტი ჯერარდ ბატლერის შესახებ

Next Post
10 უცნობი ფაქტი ჯერარდ ბატლერის შესახებ

10 უცნობი ფაქტი ჯერარდ ბატლერის შესახებ

ახალი ამბები

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ავტორი Cinemania
27 მაისი, 2022
0

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი  და ენდრიუ გარფილდი

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი და ენდრიუ გარფილდი

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
5107

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ბოლოს დამატებული

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ავტორი Cinemania
27 მაისი, 2022
0

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი  და ენდრიუ გარფილდი

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი და ენდრიუ გარფილდი

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020