ელიზაბეთ მოსი მაყურებლის დიდმა ნაწილმა მხევლის წიგნით გაიცნო. ამ სერიალმა მას რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ჯილდო და მსოფლიო დიდება მოუტანა. მანამდე ელიზაბეთის სახელი ცნობილი გახდა ასევე Mad Men-ში შესრულებული როლით. მზარდი პოპულარობის პარალელურად, ჩვენ გადავწყვიტეთ, უკეთესა გაგაცნოთ ეს მართლაც გამორჩეული მსახიობი.
1. ის სატელევიზიო სივრცეში ყველაზე ცნობილი “უფროსი ქალიშვილია”.
ელიზაბეთის დანახვაზე, რასაკვირველია, პირველად პეგი გვახსენდება, მაგრამ იგი სხვა სატელევიზიო შოუშიც მონაწილეობდა – The West Wing-ში იგი ზოი ბარლეტს, პრეზიდენტის ქალიშვილს ასრულებდა. მისი სხვა ადრეული როლებიდან აღსანიშნავია გრეის ანატომიის 2007 წლის ეპიზოდში გამოჩენა და 1995 წლის მინისერიალში – Naomi & Wynonna: Love Can Build a Bridge – ახალგაზრდა ეშლი ჯადის როლი.
2. მან თამაში 6 წლის ასაკში დაიწყო
ელიზაბეთი ლოს-ანჯელესში დაიბადა, დედამისი ჰარმონიკაზე უკრავდა, მამა კი მუსიკალური მენეჯერი იყო. იგი ბავშვობიდანვე აკადემიურ გარემოში იზრდებოდა და მაღალ ხელოვნებას პატარაობიდანვე ეზიარა. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მისი პირველი როლი სერიალში შეასრულა – ეს იყო 90-იანების მინისერიალი სანდრა ბალოკის მონაწილეობით, სახელად Lucky Chances. მოგვიანებით მან Gypsy-ის სატელევიზიო ვერსიაში ითამაშა და მსახიობობაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა, მაგრამ 11-იდან 14 წლამდე ბალეტზე გადაიტანა ყურადღება.
3. საკმაოდ დიდხანს სწავლობდა ბალეტს
მუსიკოსების ოჯახში გაზრდილ ელიზაბეთს ყოველთვის იზიდავდა მუსიკა და ხელოვნება. მსახიობი სერიოზულად ფიქრობდა ბალერინობაზე და ინტენსიურად ვარჯიშობდა კიდეც. “ძალიან მიყვარდა კლასიკური მუსიკა და ბალეტი, 10 წლის განმავლობაში მასზე მაბოდებდა”, – განუცხადა მსახიობმა The Guardian-ს.
4. დაქორწინებული იყო ფრედ არმიზენზე, რომელსაც სულ რაღაც 8 თვეში გაშორდა
2008 წელს ელიზაბეთი მსახიობ ფრედ არმიზენს შეხვდა და მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. ოთხი თვის შემდეგ წყვილმა ნიშნობა გამოაცხადა, გაცნობიდან ერთი წლის თავზე კი, 2009 წლის ოქტომბერში, დაქორწინდა.სამწუხაროდ, მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. ისინი 8 თვის შემდეგ გაიყარნენ. “მას განსახიერებაში ბადალი არ ჰყავს, მაგრამ ყველაზე კარგად ნორმალურ ადამიანს განასახიერებს. მაგრამ განასახიერებს… მასთან განშორება მტკივნეული და საშინელი იყო, თუმცა ამავე დროს, ამან უკეთესობისკენ შემცვალა. ისიც მიხარია, რომ შვილები არ გვყავს” – განაცხადა ელიზაბეთმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
5. იგი საიენტოლოგია
მსახიობი ბავშვობიდან საიენტოლოგიური სწავლების მიმდევარია, თუმცა საკუთარ მსოფლმხედველობაზე საჯაროდ საუბარს ერიდება.
6. თამაშისას მას გულისცემა რეალურად უჩქარდება
“ელიზაბეთი სერიოზულად უდგება თამაშს. “მოტორის” დაძახების შემდეგ კი მისი გულისცემა მართლა წუთში 150-ს აღწევს” – ამბობს მისი პარტნიორი მარკ დუპლო.
7. იგი ცოტათი მარტოსულია
“არ მიყვარს კლასები და მსგავსი თავშეყრის ადგილები, არ მიყვარს ლაშქრობა და არ დავდივარ ფლი-მარკეტებზე. შემიძლია ასეთ რამეები ვაკეთო, მაგრამ სურვილი არ მაქვს, რომ ვაკეთო”.
8. რა უყვარს და არ უყვარს
უყვარს: მარტო მოგზაურობა, სუში. უყვარს ყვავილები და ოცნებობს საკუთარი ყვავილების მაღაზიაზე
არ უყვარს: ჩაი და ადრე ადგომა
9. ის ერთგული ტელემაყურებელია
მისი საყვარელი სატელევიზიო შოუებია: სკანდალი, მშობლები, ნეშვილი, სოპრანოს კლანი და კარგი ცოლი.