სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

5 კომპონენტი, რომელშიც “მეგობრები” სერიალს “როგორ შევხვდი დედათქვენს” ჯობია (და ხუთიც – პირიქით!)

Cinemania ავტორი Cinemania
9 მარტი, 2019
რუბრიკა საინტერესო
0
5 კომპონენტი, რომელშიც “მეგობრები” სერიალს “როგორ შევხვდი დედათქვენს” ჯობია (და ხუთიც – პირიქით!)
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თქვენ, რა თქმა უნდა, პირველად არ გესმით, რომ ბოლო წლების პოპულარულ სიტკომს “როგორ შევხვდი დედათქვენს” ხშირად ადარებენ ლეგენდარულ “მეგობრებს“. დიახ, მსგავსება ნამდვილად აშკარაა და ამაზე არავინ დაობს, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორივე მათგანს საკუთარი უპირატესობები გააჩნია და ამ სტატიაში სწორედ ამ თემაზე გავამახვილებთ ყურადღებას.

მაშ ასე, რატომ ჯობია მეგობრები HIMYM-ს: 

1. არასტაბილური სასიყვარულო ურთიერთობა

ორივე სერიალში ჩვენ ვხვდებით წყვილს, რომლებიც სეზონების განმავლობაში ხან ერთად არიან, ხან კი შორდებიან. ეჭვგარეშეა, რომ ამ მხრივ გამარჯვებულია ნამდვილად როსისა და რეიჩელის ტანდემია, რადგან მათი ურთიერთობა სავსე იყო მოულოდნელობებით, რობინი და ტედი კი მაყურებლისათვის ბევრად უფრო პროგნოზირებად წყვილად იქცა და ბოლოს მათი დაშორებებიც კი მოსაბეზრებელი გახდა.

2. ფინალი

არ გვინდა დაგასპოილეროთ, თუმცა დაგვერწმუნეთ, რომ HIMYM-ის ფინალმა ერთგულ თაყვანისმცემლებს იმედი ნამდვილად გაუცრუა! მეგობრების შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქით მოხდა – მაყურებელს მიეცა შესაძლებლობა, რომ თითოეული პერსონაჟის ცხოვრების შესახებ მიეღო ამომწურავი ინფორმაცია და ის ფაქტი, რომ ჩვენ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მაინც დაგვრჩა, მხოლოდ და მხოლოდ ამ შოუს მიმართ უდიდესი სიყვარულის ბრალია!

3. ხანგრძლივი ისტორიები

რა თქმა უნდა, არავინ დაობს იმაზე, რომ HIMYM-ის მთელი ფაბულა სწორედ ერთ, ძირითად ამბავზეა აგებული, თუმცა მეგობრებმა ნამდვილად უკეთ მოახერხეს ამა თუ იმ ისტორიის განვითარება და ხშირ შემთხვევაში გვთავაზობდნენ მულტიეპიზოდურ სიუჟეტებს, რაც მაყურებლის კიდევ უფრო მეტ ჩართულობასა და ერთგულებას იწვევდა.

4. ორიგინალურობა

მოდით, უბრალოდ შევთანხმდეთ, რომ მეგობრები თავიდან ბოლომდე ორიგინალური ნამუშევარი იყო, რომლის სცენარზეც ძალიან ბევრი დრო და რესურსი დაიხარჯა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვცდილობთ HIMYM-ის შემოქმედებითი ჯგუფისა და მათი შრომის დაკნინებას, თუმცა ფაქტი ჯიუტია – როდესაც მათ სერიალზე მუშაობა დაიწყეს, წარმატებული სიტკომისათვის უკვე ჰქონდათ გამზადებული ფაბულა სწორედ მეგობრების სახით!

5. თანასწორობა

მაშინაც კი, როდესაც ჯენიფერ ენისტონი ჰოლივუდის ერთ-ერთ წამყვან მსახიობად იქცა, მის პერსონაჟს დანარჩენები არ გადაუფარავს. HIMYM-ის შემთხვევაში კი აშკარა იყო, რომ სიუჟეტი ტედის გარშემო ტრიალებდა. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ლილი კი, რამდენიმე ეპიზოდის განმავლობაში ეკრანზე საერთოდ არ გამოჩენილა.

ახლა გავეცნოთ იმ კომპონენტებს, რომელშიც HIMYM-მა მეგობრებს აჯობა:

1. თხრობის სტრუქტურა

მეგობრების ჩაწერა ცოცხალი აუდიტორიის წინაშე მიმდინარეობდა. შესაბამისად, მონტაჟის დროს საჭირო ხდებოდა ამა თუ იმ სცენის ამოჭრა, რაც ზოგჯერ სიუჟეტზე უარყოფითად აისახებოდა ხოლმე. ამ მხრივ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ “როგორ შევხვდი დედათქვენს გაცილებით უფრო დალაგებული და თანმიმდევრულია.

2. პერსონაჟების განვითარება

ზოგადად, სიტკომებს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სწორედ ერთ ადგილზე გაყინული პერსონაჟები წარმოადგენს. დრო გადის, ისინი კი თითქოს იმავე ხასიათში რჩებიან, რაც პირველივე ეპიზოდში გამოავლინეს. ამ მხრივ გამონაკლისს არც მეგობრები წარმოადგენს – ჩვენი საყვარელი ექვსეულის ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ბევრი რამ ხდება, თუმცა ისინი საკუთარ ამპლუებს არ იცვლიან. რაც შეეხება HIMYM-ს, აშკარაა, რომ მისი პერსონაჟები დროთა განმავლობაშ ვითარდებიან, უღრმავდებიან საკუთარ თავსა და სურვილებს… დიახ, ბარნიც კი იცვლება მას შემდეგ, რაც შვილი შეეძინება!

3. დამატებითი პერსონაჟები

მეგობრების შემთხვევაში, მაყურებელს, რა თქმა უნდა, ძალიან უყვარს 6 ძირითადი პერსონაჟი, თუმცა, სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით შოუს დანარჩენ გმირებზე. გიუნტერი, ჯენისი, მისტერ ჰეკლესი, ესტელი და სხვები ყველას გვახალისებენ, თუმცა მათ მიმართ სიმპათია იშვიათად თუ გვიჩნდება.

HIMYM კი ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულია, რადგან დამატებით პერსონაჟებსაც აძლევს მაყურებლის სიყვარულის შანსს.

4. დრამატული მომენტები

ორივე სერიალის შემქმნელები გვთავაზობენ დრამას გარკვეული დოზით, თუმცა HIMYM-ს ეს აშკარად უკეთ გამოსდის. მაგალითად, გავიხსენოთ ეპიზოდი, როდესაც მარშალი მამის გარდაცვალების შესახებ შეიტყობს – ამის ნახვა ცრემლებისა და ემოციების გარეშე შეუძლებელია. მეგობრების შემთხვევაში კი, თითქოს, დრამასაც კომედიური ელფერი გასდევს…

5. მოულოდნელობები

მეგობრების შემთხვევაში, მაყურებელმა თითქოს წინასწარ იცის, თუ რა მოხდება შემდეგ ეპიზოდში. რა თქმა უნდა, ზოგჯერ პერსონაჟები ახერხებენ ჩვენს გაკვირვებას, თუმცა, უმეტესწილად, ყველაფერი მაინც წინასწარ პროგნოზირებადია. HIMYM-ში კი მთავარი ინტრიგა საიდუმლოს გარშემო ვითარდება, რომლის ამოხსნასაც ბავშვებთან ერთად ჩვენც სულმოუთქმელად ველით… სეზონების განმავლობაში კი, პერსონაჟები თხრობის სხვადასხვა სტილს გვთავაზობენ, რაც სიუჟეტს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის – იქნება ეს ტედის მიერ წარმოდგენილი საკუთარი მომავალი ცხოვრება თუ რობინის მიერ წარმოსახვით შვილებთან საუბარი…

HIMYMმეგობრებიროგორ შევხვდი დედათქვენსსიტკომიჯენიფერ ენისტონი
Previous Post

ვერ დაიჯერებთ: როგორი იყო სარა ჯესიკა პარკერი ახალგაზრდობაში

Next Post

10 სცენის მიღმა საიდუმლო "ჰარი პოტერის" სერიის გადაღებებიდან

Next Post
10 სცენის მიღმა საიდუმლო “ჰარი პოტერის” სერიის გადაღებებიდან

10 სცენის მიღმა საიდუმლო "ჰარი პოტერის" სერიის გადაღებებიდან

ახალი ამბები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

ბოლოს დამატებული

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020