სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

რა მოხდებოდა სამყაროში, “ჰარი პოტერი” რომ რეალური ყოფილიყო

Cinemania ავტორი Cinemania
21 აპრილი, 2019
რუბრიკა პოტერომანები, საინტერესო
0
რა მოხდებოდა სამყაროში, “ჰარი პოტერი” რომ რეალური ყოფილიყო
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჰარი პოტერის პირველი სერიის ეკრანებზე გამოსვლიდან 18 წელი გავიდა, თუმცა ჯოან როულინგის შექმნილი ჯადოსნური სამყარო მაყურებელსა თუ მკითხველში დღემდე უდიდესი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს.

რატომ? ამ კითხვაზე პასუხი საკმაოდ მარტივია – ნებისმიერ ჩვენგანს ხომ ერთხელ მაინც უნატრია, რომ ამ ყოველივეს სინამდვილეშიც ეარსება. მოდით, აქ შევჩერდეთ და წარმოვიდგინოთ, თუ როგორი იქნებოდა რეალური სამყარო ჰარი პოტერის პერსონაჟებთან ერთად:

1. შინაური ელფები

დღევანდელი მსოფლიოს ლიბერალური ნაწილი თანასწორობისა და თანაბარი უფლებებისათვის იბრძვის, ამ ყოველივესთან კი შინაური ელფების მონური ცხოვრება ნამდვილი შეუსაბამობაა. როგორც ჩანს, ჯადოქრებისათვის ეს საკითხი პრობლემას სულაც არ წარმოადგენდა – ჰერმიონი ხომ ერთადერთი იყო, ვინც მათ დასაცავად ხმა ამოიღო და კამპანიაც კი წამოიწყო. რა თქმა უნდა, გვახსოვს ჰარიც, რომელმაც დობის გათავისუფლებაში დიდი წვლილი შეიტანა, თუმცა, ვფიქრობთ, ამის მთავარი მიზეზი არა მთლიანი სისტემის გაანალიზება, არამედ მალფოების ოჯახისადმი მტრული დამოკიდებულება იყო…

წარმოიდგინეთ, შინაურ ელფებს ჩვენს რეალობაშიც რომ ეარსებათ – შესაძლოა, ჰერმიონის მეთაურობით მათ საპროტესტო აქციები საკმაოდ ხშირად გაემართათ და, დარწმუნებულები ვართ, ბევრად მეტი მხარდამჭერიც გამოუჩნდებოდათ, ვიდრე ჯადოქართა გარემოცვაში…

2. გარდაცვლილი ადამიანების ცოცხალი პორტრეტები

პოტერის სამყაროში პორტრეტებზე გამოსახული ადამიანები დიდი ხნის გარდაცვლილები არიან, თუმცა ისინი საუბრობენ, ფიქრობენ, გრძნობენ და ხედავენ… თითქოს ორ სამყაროში არიან გაჭედილები, ჰოგვორტსის კედლებში მოლივლივე მოჩვენებების მსგავსად.

თავი რომ დავანებოთ სიკვდილის კანონზომიერებას, ვფიქრობთ, ამ იდეას რეალურ სამყაროში სხვა უარყოფითი გავლენებიც ექნებოდა. მაგალითად, რა შეუშლიდათ ხელს ბოროტი იდეებით შეპყრობილ ადამიანებს ჰიტლერის, ბინ ლადენის, სადამ ჰუსეინისა თუ სხვა ტერორისტების დახატვაში? ასე ხომ ისინი სიკვდილის შემდეგაც შეძლებდნენ საკუთარი მავნებლობის გავრცელებას?

ან გავიხსენოთ ერთი ეპიზოდი, როდესაც დამბლდორის და, არიანა ნევილს სწორედ საკუთარი პორტრეტის გავლით უშვებს ჰოგვორტსში… თუ ეს შესაძლებელია, რატომ გამოვრიცხავთ იმას, რომ ნებისმიერი ყაჩაღი შეძლებდა ფუშფუშა ქალბატონის მოხიბვლას კომპლიმენტებით და შემდეგ სახლებსაც უპრობლემოდ გაძარცვავდა.

3. ონავართა რუკა

ჰარი პოტერის სამყაროში ონავართა რუკას, ძირითადად, დადებითი პერსონაჟები იყენებდნენ (მაგალითად, ფრედი და ჯორჯ უისლები – თუმცა, დღემდე ვერ გაგვიგია, რატომ არასოდეს დაეჭვდნენ თუ ვინ იყო პიტერ პეტიგრიუ, რომელსაც მათ უმცროს ძმასთან ერთად ეძინა!)…

ახლა კი, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ეს რუკა ხელში ბოროტ ჯადოქრებს ან, რეალურ ცხოვრებაში, ბოროტ ადამიანებს რომ ჩაუვარდეთ… დღევანდელ სამყაროში, როდესაც პერსონალური ინფორმაციის დაცულობა ისედაც დიდი საფრთხის წინაშე დგას, ვფიქრობთ, ონავართა რუკის არსებობა დამატებით პრობლემებს აუცილებლად შექმნიდა.

4. დროის მდევარი

“არანაირ მაგიას არ შეუძლია გარდაცვლილების უკან დაბრუნება, ჰარი!” – ეს დამბლდორის სიტყვებია, თუმცა ყველას კარგად გვახსოვს, რომ სწორედ მან მისცა ჰერმიონს დროის მდევარი, რომელიც მან არამხოლოდ ერთდროულად რამდენიმე გაკვეთილზე დასასწრებად, არამედ ბაკბიკის გადასარჩენადაც გამოიყენა.

პოტერომანებმა კარგად ვიცით, რომ დროის მდევარი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნივთია და, საბედნიეროდ, ის ისეთი ჭკვიანი გოგონას ხელში აღმოჩნდა, როგორიც ჰერმიონია… თუმცა, რა მოხდებოდა, სინამდვილეშიც რომ ეარსება? გაიხსენეთ პეპლის ეფექტი – ხშირ შემთხვევაში წარსულში ერთი პატარა დეტალის შეცვლაც კი რაღაც უფრო დიდის გაფუჭებას იწვევს.

5. გამოუსწორებელი შელოცვები

ჰარი პოტერის სერიებში რამდენჯერმე არის ნახსენები იმპერიუსის წყევლა, რომლის საშუალებითაც ჯადოქრები ადამიანებს აიძულებენ მათთვის წარმოუდგენელი ქმედებები ჩაიდინონ. აღარაფერს ვამბობთ წამებისა და მომაკვდინებელი შელოცვების შესახებ.

წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა ამ ყოველივეს რეალურადაც რომ ეარსება. ერთი ბოროტი ადამიანიც კი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ მთელი ქვეყანა გადაეტრიალებინა… ამ სამყაროში კი, სამწუხაროდ, ერთზე ბევრად მეტი ბოროტი ადამიანი არსებობს.

ალბუს დამბლდორიდობიშინაური ელფებიჯოან როულინგიჰარი პოტერიჰერმიონ გრეინჯერი
Previous Post

დევიდ ჰასელჰოფის 15 ვინტაჟური და სახალისო ფოტო

Next Post

შავი ხვრელები კინოში

Next Post
შავი ხვრელები კინოში

შავი ხვრელები კინოში

ახალი ამბები

Marvel-ის ახალი ბლოკბასტერის „Shang-Chi and The Legend of The Ten Rings“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

Marvel-ის ახალი ბლოკბასტერის „Shang-Chi and The Legend of The Ten Rings“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
19 აპრილი, 2021
0

ცნობილი მსახიობების წარუმატებელი როლები

ცნობილი მსახიობების წარუმატებელი როლები

ავტორი Cinemania
18 აპრილი, 2021
0

ცნობილი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა ფილმებში ნათესავი პერსონაჟები განასახიერეს

ცნობილი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა ფილმებში ნათესავი პერსონაჟები განასახიერეს

ავტორი Cinemania
17 აპრილი, 2021
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ავტორი Cinemania
9 მაისი, 2019
6351

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3009

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3317

ბოლოს დამატებული

Marvel-ის ახალი ბლოკბასტერის „Shang-Chi and The Legend of The Ten Rings“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

Marvel-ის ახალი ბლოკბასტერის „Shang-Chi and The Legend of The Ten Rings“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
19 აპრილი, 2021
0

ცნობილი მსახიობების წარუმატებელი როლები

ცნობილი მსახიობების წარუმატებელი როლები

ავტორი Cinemania
18 აპრილი, 2021
0

ცნობილი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა ფილმებში ნათესავი პერსონაჟები განასახიერეს

ცნობილი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა ფილმებში ნათესავი პერსონაჟები განასახიერეს

ავტორი Cinemania
17 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020