სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

“ჰარი პოტერის” სერიის 7 ადაპტაცია, რომელთაც სიამოვნებით ვნახავდით

Cinemania ავტორი Cinemania
26 აპრილი, 2019
რუბრიკა პოტერომანები, საინტერესო
0
“ჰარი პოტერის” სერიის 7 ადაპტაცია, რომელთაც სიამოვნებით ვნახავდით
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჰარი პოტერის ეკრანიზებული სერია უკვე დიდი ხანია დასრულდა და მის ტელეადაპტაციაზე სერიოზულად ჯერჯერობით არავინ ფიქრობს. არადა, პოტერომანები, რომელთაც ნაირნაირი ფანვერსიის კითხვაც კი ძალიან ართობთ, დიდი სიამოვნებით იხილავდნენ ჯადოქრული სამყაროს შესახებ შექმნილ სხვადასხვა კინოპროდუქტს. მართალია, უკვე გვაქვს ჯადოსნური ცხოველების სერია, მაგრამ ეს გულანთებულ პოტერჰედებს საკმარისად არ მიაჩნიათ – იმდენად, რომ ზოგიერთი ფანი საკუთარი სერიალსაც კი იღებს და იუტუბის ან სოციალური ქსელების საშუალებით აცნობს დანარჩენებს.

მაინც, რაზე შეიძლება გადაიღონ ჰარი პოტერის თემატიკის სერიალები? ეს სულაც არაა ძნელი მოსაფიქრებელი – ჯოან როულინგის მიერ შექმნილი ჯადოსნური სამყარო ხომ ასეთი მრავალფეროვანი და ამოუწურავია. მაშ, გავეცნოთ ფანებში პოპულარულ თემებს ჰარი პოტერის სამყაროდან, რომელთაც სიამოვნებით ვიხილავდით ტელეშოუებად.

1. ჰარი პოტერის სერიალი (1 წიგნი = 1 ეპიზოდი, 1 წიგნი = 1 სეზონი)

ჰარი პოტერის რებუთი ტელესერიალის სახით – ეს ის იდეაა, რომელიც ბევრს ძალიან ხიბლავს, ბევრიც მას ეჭვის თვალით უყურებს. მოწინააღმდეგეთა არგუმენტები გასაგებია – ჰოლივუდში  მდარე ხარისხის რებუთები ლამის ტრადიციადაა ქცეული. პოპულარული და კლასიკური ნამუშევრის გადაკეთებისას ხშირად იკარგება ფილმის ყველაზე კარგი ნაწილი და საბოლოოდ მაყურებელს მდარე პროდუქტი რჩება ხელთ.

მაგრამ ჰარი პოტერის შემთხვევაში საქმე სხვაგვარად იქნება – პოტერომანები ფილმებს ხშირად უჩივიან იმას, რომ არასაკმარისი ქრონომეტრაჟის გამო უამრავი სიუჟეტური ხაზი, პერსონაჟი, მომენტი და ნიუანსია გამოტოვებული. სერიალის შემთხვევაში კი ეს პრობლემა აღმოიფხვრებოდა. წარმოიდგინეთ, პოტერიადას ერთ თავს რომ ერთი სერია დათმობოდა, მთლიან წიგნს კი – მთლიანი სეზონი! ყველაფრის წარმოსაჩენად საკმარისი იქნებოდა.

რასაკვირველია, ვხვდებით, რომ ასეთი პროექტი ასტრონომიული ბიუჯეტს მოითხოვს, მაგრამ პოტერიადა ხომ ნამდვილი ოქროს საბადოა – მას შემოსავლის პრობლემა არასდროს ექნება.

2. ანიმაციური სერიალი

ანიმაციური სერიალი ჰარი პოტერის ნებისმიერი ჯადოსნობის გაცოცხლების საშუალებას მოგვცემდა. თუ შემქმნელები იძულებულები არიან, ჯადოსნობისთვის მხატვრულ ფილმებში CGI გამოიყენონ, ანიმატორებს ამ მხრივ სრული თავისუფლება აქვთ. საუკეთესო ილუსტრაციებით შექმნილი ხარისხიანი ანიმაციური სერიალი ნამდვილად ისაა, რის ნახვასაც ნებისმიერი პოტერომანი ინატრებდა.

3. “ონავრების” სერია

მაწანწალას, ქორბუდა, მთვარეულას და გრძელუდას ჰოგვორტსული და სხვა თავგადასავლები ფანების მიერ შექმნილი ისტორიების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა, შესაბამისად პოტერომანები ერთსულოვნად თანხმდებიან იმაზე, რომ ონავრების ოთხეულზე გადაღებულ ნებისმიერ პროდუქტს სიამოვნებით ნახავდნენ. ის პოტერიადას პრიქველი იქნებოდა და ოთხეულის ჰოგვორტსში სწავლის პერიოდის პარალელურად ვოლდემორის პირველი აღზევების შესახებ მოგვიყვებოდა. ამ ეპოქაზე მართლაც უამრავი საინტერესო ისტორიის მოფიქრება შეიძლება.

4. ვოლდემორის ცხოვრება

ჰარი პოტერის სერიიდან ვოლდემორზე ბევრ რამეს ვიგებთ, მაგრამ ყველაფერს ნამდვილად არა. განსაკუთრებით კი იმას, თუ როგორ იქცა ის ობოლთა სახლში გაზრდილი ნიჭიერი ჯადოქრიდან თავისი ეპოქის ყველაზე ძლევამოსილ ბოროტ ჯადოქრად. სერიალი ვოლდემორის ცხოვრებაზე მრავალ კითხვას გასცემდა პასუხს და მრავალ საიდუმლოებას ახდიდა ფარდას. როდის მიხვდა ტომ რიდლი, რომ განუზომელ მაგიურ ძალებს ფლობდა, როგორ განავითარა ეს ძალები, რამ აიძულა, თავიდანვე “ბნელ მხარეს” დამდგარიყო და ვინ იყვნენ მისი პირველი თანამოაზრეები, რა ვითარებაში გადაწყვიტა ბრწყინვალე მოსწავლემ ჰოგვორტსის დატოვება და “ბორჯინსა და ბერკსში” მუშაობის დაწყება შავი მაგიის ნივთების შესწავლის მიზნით – ვოლდემორის ცხოვრების შესახებ გადაღებული, პირქუში, მაგრამ უდავოდ დიდებული სერიალი ამომწურავად გასცემდა ამ და უამრავ სხვა კითხვას პასუხს.

5. დიდი ჯადოქრული ომი

ვოლდემორის აღზევების პარალელურად დაარსდა და გაძლიერდა მისი “სინააღმდეგობის მოძრაობაც” ანუ ფენიქსის ორდენი. მასში უამრავი ნიჭიერი და თავგანწირული ჯადოქარი იყო გაერთიანებული. ბნელი ბატონის ძალაუფლების ზეობის პირველ ეტაპზე, როცა ის მაგიის სამინისტროსა და ჯადოქრების დიდ ნაწილს აკონტროლებდა, მის წინააღმდეგ ფენიქსის ორდენი აღდგა დამბლდორის მეთაურობით.

მართლაც შესანიშნავი იქნებოდა იმ ცნობილი ჯადოქრული დაპირისპირების ეკრანზე ხილვა, რომელიც ჰარი პოტერის დაბადებამდე და პოტერების ოჯახის განადგურებამდე განვითარდა, რომელსაც უამრავი სახელგანთქმული ჯადოქარი შეეწირა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ბნელი, მაგრამ ძალზე საინტერესო ისტორია იქნებოდა.

სხვათა შორის, არსებობს შესანიშნავი პროექტი სახელად “სევერუს სნეიპი და ონავრები” (Severus Snape and the Marauders) – 12 რადიოპიესისგან შემდგარი სერია, რომელიც სწორედ აღნიშნულ პერიოდსა და დიდ ჯადოქრულ დაპირისპირებაზე გვიყვება.

6. ჰოგვორტსის დაარსების ისტორია

ჩვენ ვიცით, ვინ დააარსა ჰოგვორტსი, მაგრამ არ ვიცით, როგორ, რა ვითარებაში გადაწყვიტა ოთხმა ძლევამოსილმა ჯადოქარმა ჯადოქრული სასწავლებლის დაარსება. ასევე არ ვიცით, რატომ გადაწყვიტეს მათ, ახალგაზრდა ჯადოქრები მათი თვისებებისა და მონაცემების გამო ერთმანეთისგან გაეყოთ. ამ ისტორიას პოტერომანები დიდი სიამოვნებით ჩაუღრმავდებოდნენ.

ამ ისტორიის სერიალის ფორმატში გადაღება მეტად მოხერხებული იქნებოდა: მაგალითად, ერთ დამაარსებელს ერთი სეზონი მიეძღვნებოდა და განვითარებულ მოვლენებს ჰელგა ჰაფლეპაფის, როენა რეივენქლოს, სალაზარ სლიზერინისა და გოდრიკ გრიფინდორის თვალით ვნახავდით. ან ცალკეული პერსონაჟის თვალთახედვა სულაც არ იქნებოდა აუცილებელი – ბრიტანეთის მაგიისა და ჯადოსნობის საუკეთესო სკოლის დაარსების ამბავი ნებისმიერი ფორმით საინტერესოა.

7. მოვლენები ჰარი პოტერის დასრულებიდან “დაწყევლილი ბავშვის” პერიოდამდე

როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი შეხედულებები ჰარი პოტერისა და დაწყევლილი ბავშვის თაობაზე, ყველა ვთანხმდებით, რომ ჰარი პოტერის სერიის დასრულების შემდგომი ამბები საინტერესოა. ნამდვილად სასიამოვნო სანახავი იქნებოდა ჰარი პოტერის, ჰერმიონ გრეინჯერისა და რონ უისლის ჰოგვორტსის ომის შემდგომი ისტორიები: როგორი იქნებოდა მათი ზრდასრული ცხოვრება, როგორ დაიწყებდნენ სამსახურს და როგორ შექმნიდნენ ოჯახებს.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჯადოქართა ისტორიის ამ ცარიელი ფურცლების შესავსებად ავტორებსა და სცენარისტებს დიდი შრომა და წარმოსახვა, ასევე ჯოან როულინგის აქტიური ჩარევა დასჭირდებათ, თუმცა შეუძლებელი არაფერია – სამეფო კარის თამაშების გუნდისა და ჯორჯ მარტინის თანამშრომლობა ამის მშვენიერ მაგალითად გამოდგება.

#პოტერომანებიადაპტაციადიდი ჯადოქრული ომივოლდემორის ცხოვრებაკლასიკამხატვრული ფილმებიონავრებიპოტერიადაპოტერომანებიპოტერჰედებირებუთირიმეიქისერიალებიტელეშოუჯადოსნობაჰარი პოტერიჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვიჰოგვორტსი
Previous Post

ძმებმა რუსოებმა მარველისგან შესვენება გადაწყვიტეს

Next Post

"ჩერნობილი" - უხილავი მტერი

Next Post
“ჩერნობილი” – უხილავი მტერი

"ჩერნობილი" - უხილავი მტერი

ახალი ამბები

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5665

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ბოლოს დამატებული

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020