ჩვენი საუკუნის უკანასკნელი მეზღაპრე, ესე ასახელებს მაყურებელთა უმეტესობა გილიერმო დელ ტოროს, რომელმაც ბოლო ათწლეულების მანძილზე არაჩვეულებრივი ფილმები შემოგვთავაზა, მათ შორის პანის ლაბირინთი და წყლის ფორმა და ახლა რეჟისორს კიდევ ერთი ცნობილი ზღაპრის ეკრანიზაცია აქვს დაგეგმილი და მას პინოქიო ეწოდება:
უყურე Pinocchio-ს თრეილერს
შეგახსენებთ, რომ პინოქიოს თავგადასავალი კარლო კოლოდის მიერ დაწერილი ზღაპარია, რომლის ეკრანიზაციაც დისნეიმ ჯერ კიდევ შორეულ 1940 წელს გადაიღო და ახლა სახელგანთქმულ რეჟისორ რობერტ ზემეკისთან ერთად მისი რიმეიქიც გადაიღო. ამას გახსენებთ იმიტომ, რომ გილიერმო დელ ტოროს ნამუშევარს, თაგვის სახლის პროექტთან არაფერი საერთო არ ექნბა, გარდა სახელწოდებისა. დიდი მეზღაპრის ნამუშევარი სრულად შესრულებულია Stop-Motion-ისა და ნამდვილი, დეტალებში შესრულებული ტოჯინების დახმარებით, მაშინ როდესაც დისნეის პროექტი ცოცხალი შესრულების იქნება (რა თქმა უნდა CGI ეფექტების დახმარებით). დელ ტორო პინოქიოს ნეთფლიქსთან ერთად იღებს, ამიტომაც მისი ნახვა სტრიმინგ გიგანტის ნებისმიერ გამომწერს გამოსვლის პირველივე დღეს შეეძლება. რეჟისორი იმასაც აღნიშნავს, რომ მინიმალური ცვლილებები იქნება შეეტანი (წიგნთან შედარებით) დაგეგმილ ფილმში. თრეილერში ვხედავთ ჯეპეტოს, რომელიც მისი ძველი პროტოტიპისაგან არაფრით განსხვავდება და ისევ ისეთი კეთილი ასაკიანი ადამიანია. კადრში ასევე ვხედავთ ჭრიჭინა ჯიმის, რომელიც სრულიად განსხვავებულია იმისაგან რაც აქამდე, სადმე შეგვიმჩნევია, ხოლო რაც შეეხება თავად პინოქიოს ის ახლა მეტად ჰგავს ხისაგან გაკეთებულ ბიჭუნას…
გილიერმო დელ ტოროს პინოქიოში სხვადასხვა პერსონაჟებს ჰოლივუდის ყველასათვის საყვარელი და ცნობილი მსახიობები გაახმოვანებენ მათ შორის, ევან მაკრეგორი, ფინ ულფჰარდი, კეიტ ბლანშეტი, ტილდა სუინტონი, ბერნ გორმანი, ჯონ ტურტურო, კრისტოფერ უოლტსი, რონ პერლმანი, დევიდ ბრედლი და ტიმ ბლეიკ ნელსონი.
გილიერმო დელ ტოროს პინოქიოს პრემიერა მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლო დღეებში, ახალი წლის პერიოდში შედგება, ხოლო რაც შეეხება დისნეის ცოცხალი შესრულების რიმეიქს მისი ნახვა სულ რაღაც ერთ თვეში, 8 სექტემბერს იქნება შესაძლებელი.