გაფრთხილება: სტატია შეიცავს სპოილერებს!
რა მოხდა პირველ სეზონში?
კედლის მეორე მხარეს უძველესი ბოროტება ცოცხლდება. რობერტ ბარათეონის თხოვნით, ედვარდ სტარკი მეფის მთავარი მრჩეველი ხდება. ის მისი წინამორბედის სიკვდილის მიზეზების გამოძიებას იწყებს და საბოლოოდ სამეფო კარზე შექმნილ ინტრიგებში ეხვევა.
კუნძულიდან შორს კი, სამეფო დინასტიის შთამომავალი, ვისერის ტარგარიენი თავის დას, დენერისს, დოთრაკიელ ხალ დროგოს მიათხოვებს, იმ იმედით, რომ ბარბაროსები ტახტის დაბრუნებაში დაეხმარებიან.
პირველი სეზონის მთავარი მოვლენები

- კედლის მეორე მხარეს ღამის გუშაგები თეთრი მოსიარულე მკვდრების ხელით იღუპებიან. ერთადერთი გადარჩენილი დეზერტირობის მუხლით გასამართლდება და ნედ სტარკი სიკვდილით დასჯის. დედაქალაქში მეფის მარჯვენა ხელი კვდება. მეფე რობერტი, თავის ამალასთან ერთად, ვინტერფელში მიდის და სთხოვს ნედს, გახდეს მისი მრჩეველი.
- ამ დროს პენტოსში, სადაც ყოფილი სამეფო დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლები არიან, ვისერის ტარგარიენი თავის დას, დენერისს მიათხოვებს ბარბაროს ხალ დროგოს. ქორწილში დენერისი საჩუქრად დრაკონის სამ კვერცხს მიიღებს.
- ნედ სტარკის უკანონო შვილი ჯონ სნოუ და ბიძამისი ბენჯენ სტარკი, ჯუჯა ტირიონ ლანისტერთან ერთად, მიდიან კედელზე. ჯონი ღამის გუშაგების რიგებს უნდა შეუერთდეს. ბენჯენი კედლის მიღმა ექსპედიციაში მიდის და იკარგება. ჯონ სნოუ კი ფიცის დადების შემდეგ ღამის გუშაგის წევრი ხდება და ახალ ადგილას ახალ მეგობრებს და უკვე მეტოქეებსაც გაიჩენს. ჯუჯა ტირიონი სამეფო ქალაქში ბრუნდება.
- ნედ სტარკი თავისი წინამორბედის ამბის გამოძიებას იწყებს. აღმოჩნდება, რომ წინა მრჩეველმა გაარკვია, თუ ვინ არიან სინამდვილეში რობერტის შვილები – რობერტის მეუღლის, დედოფალ სერსეისა და მისი ძმის – ჯეიმი ლანისტერის ინცესტური კავშირის ნაყოფები. ამ დროს კეტლინ სტარკი დედაქალაქში ბრუნდება, რათა ქმარს აცნობოს, რომ მათ შვილზე თავდასხმა განხორციელდა, რაშიც ლანისტერებს ადანაშაულებენ. ვინტერფელში დაბრუნებისას კეტლინი ხვდება ტირიონ ლანისტერს და ატყვევებს. მძევალს თავის დასთან, არწივის ბუდეში გააგზავნის. იქაურ სასამართლოზე ტირიონი ორთაბრძოლით გასამართლებას მოითხოვს, სადაც მას დაქირავებული მკვლელი ბრონი დაეხმარება. ტირიონი თავისუფლებას მოიპოვებს.
- მეფე რობერტი ნადირობის დროს სასიკვდილოდ დაშავდება. ის ნედს უტოვებს უკანასკნელ ჩასწორებას ანდერძში, რომ სიტყვა ჯოფრის ნაცვლად – კანონიერი მემკვიდრე ჩაწეროს. თუმცა, მეფის მრჩეველს უღალატებენ და სამეფო ტახტის მემკვიდრე ჯოფრი გახდება. ის ნედ სტარკს საჯაროდ დასჯის სიკვდილით (რასაც ნედის ქალშვილებიც უყურებენ) და სურვილს გამოთქვამს, ცოლად მისი შვილი, სანსა სტარკი შეირთოს.

- რობ სტარკი თავისი ვასალების ოჯახებიდან არმიას შეკრავს. ის უოლდერ ფრეის დაუკავშირდება და დახმარების სანაცვლოდ დანათესავებას შესთავაზებს. დიდი არმია სამეფო ქალაქისკენ მიდის. ერთ-ერთი ბრძოლისას სტარკი ჯეიმი ლანისტერს დაატყვევებს.
- ამ დროს გამიზეზებული მოწამლული ჭრილობით ხალ დროგო იღუპება. დენერისი ტყვე მაეგი ქალის ჯადოქრობის დახმარებით ცდილობს მის გაცოცხლებას, რა დროსაც მუცლადმყოფ შვილს კარგავს. დაქვრივებული დენერისი ქმრის გვამს წვავს და თავადაც შედის კოცონში. დილით მას უვნებელს იპოვნიან, მასთან ერთად კი – სამ პატარა დრაკონსაც, რომლებიც ქორწილში ნაჩუქარი კვერცხებიდან გაჩნდნენ.
რა მოხდა მეორე სეზონში?

მეფე რობერტისა და მისი მრჩევლის, ნედ სტარკის სიკვდილის შემდეგ სამოქალაქო ომი იწყება. ლანისტერების სახლი ჯოფრის უფლებებს იცავს. თუმცა, რობერტის ძმები – რენლი და სტანისი ასევე იბრძვიან ტახტისთვის.
რობ სტარკს ჩრდილოეთის ნაწილის დამოუკიდებლობა სურს, მისი მიზანი შვიდი სამეფოდან გამოყოფაა. ის თავისი არმიით სამხრეთისკენ მიდის. ჩრდილოეთში, დაუცველ ტერიტორიებზე გრეიჯოები და რკინის კუნძულის მოსახლეები შეიჭრებიან. ესოსში მყოფი დენერისი გზას აგრძელებს და ამჯერად სავაჭრო ქალაქ ქართშია გაჩერებული. ამ ქალაქის მცხოვრებ მაგებს ძალიან მოსწონთ მისი დრაკონები და მათი დასაკუთრება აქვთ განზრახული. კედელთან მცხოვრები ღამის გუშაგები კი ველურებსა და თეთრ მოსიარულე მკვდრებს ებრძვიან.
მეორე სეზონის მთავარი მოვლენები

- მამის მოთხოვნით ტირიონი მეფის მარჯვენა ხდება. სამეფო ქალაქში რობერტის ყველა უკანონო შვილს ხოცავენ ერთის გარდა. გადარჩენილი ჯენდრი შავ ციხეში იმალება. სტანის ბარათეონმა იცის, რომ ჯოფრი არ არის კანონიერი მემკვიდრე, ამიტომ ის დიდ ჯარს კრებს და სატახტო ქალაქზე შეტევას აპირებს. სტანისს ეხმარებიან სინათლის ღმერთის თაყვანისმცემელი გრძნეული ქალი მელისანდრე და მრჩეველი დავოს სივორთი.
- რობ სტარკს სურს, რომ მძევალი ჯეიმი ლანისტერი თავის დებში გაცვალოს და ჩრდილოეთს დამოუკიდებლობა შეუნარჩუნოს. სტარკის თხოვნით, თეონ გრეიჯოი რკინის კუნძულებზე მიდის, რათა მამამისს ამ ომში დახმარება სთხოვოს. ბეილონ გრეიჯოი უარს ამბობს და შვილს არწმუნებს, თავად დაესხას ჩრდილოეთს.
- ამ დროს დენერისი ქალაქიდან ქალაქში გადადის, სადაც მას გამუდმებით ახლავს ერთგული დამხმარე ჯორაჰ მორმონტი. მას დიდი სიხარულით ხვდებიან გრძნეულთა ქალაქ ქართში. დენერისის გეგმა, რომ მოიპოვოს გემები და ვესტეროსისკენ გაცუროს, ჩაიშლება. მას დრაკონებს ჰპარავენ და თავადაც დიდ საფრთხეში ვარდება.
- დედაქალაქიდან გამოქცეული არია სტარკი ჯეიქენ ჰაგარს ხვდება და ამ უკანასკნელს გალიიდან გაათავისუფლებს. შემდეგ ისინი ერთად გარბიან ტყვეობიდან. იაკენი არიას უმხელს, რომ უძველეს მებრძოლთა ჯგუფის წევრია, მათ სახელები არ აქვთ და განსაკუთრებულ ადგილას – ბრაავოსში ცხოვრობენ. იქ მოსახვედრად იაკენი არიას სპეციალურ მონეტას ჩუქნის.

- ღამის გუშაგები კედლის მეორე მხარეს მიდიან და ხვდებიან ერთ-ერთი ველურის – კრასტერის სახლში, სადაც მხოლოდ ის და მისი შვილები (რომლებიც ამავდროულად ცოლებიც არიან) ცხოვრობენ. ამ სტუმრობისას ჯონ სნოუ მიხვდება, რომ კრასტერი ახალდაბადებულ ვაჟებს თეთრ მოსიარულებს აძლევს. ჩრდილოეთისკენ გზის გაგრძელების დროს ისინი ხვდებიან ცალხელა მზვერავს – კუორენს და ველურებს. მათ შორის გამართულ დაპირისპირებაში ჯონ სნოუ და კუორენი ველურების ტყვეობაში აღმოჩნდებიან. ცალხელა სნოუს სთხოვს, მოკლას, რითაც ველურების ნდობას მოიპოვებს.
- კუნძულის მეორე მხარეს კი კეტლინ სტარკი, სტანის ბარათეონი და ლორდ ბეილიში უშედეგოდ ცდილობენ რენლი ბარათეონის გადაბირებას. საბოლოოდ, მისანი მელისანდრე მაგიურ შავ აჩრდილს გააჩენს, რომელიც რენლის მოკლავს. ეს ყველაფერი ბრიენ ტართელის თვალწინ ხდება, ამიტომაც მთავარ ეჭვმიტანილად ის მიიჩნევა. კეტლინ სტარკი ბრიენს სთხოვს, ჯეიმი ლანისტერი დედაქალაქში წაიყვანოს და სანსასა და არიაში გაცვალოს.
- რენლის დაღუპვის შემდეგ ტირიონი ქალაქის დაცვაზე იწყებს ზრუნვას. ის მარტივად ანადგურებს სტანისის გემებს, რადგან სასახლის საცავებში შენახული ველური ცეცხლით მის ფლოტს წვავს. გადარჩენილი ჯარისკაცები ქალაქს უტევენ. ტირიონს სიკვდილისგან საწურველთმტვირთველი პოდრიკ პეინი გადაარჩენს. სტანისი გამარჯვებასთან ახლოსაა, მაგრამ ტაივინ ლანისტერისა და მისი ახალი მოკავშირეების, ტაირელების არმია უკან დაახევინებს.

- თეონ გრეიჯოი ვინტერფელზე მიიტანს იერიშს. ბრანი და რიკონი ჩუმად იპარებიან ციხესიმაგრიდან. მათთან ერთად არიან ოშა და ჰოდორი. თეონი გადაწყვეტს, ობოლი ძმები დახოცოს, ვინტერფელის გალავანზე მათი ცხედრები ჩამოკიდოს და სტარკის უმცროს ვაჟებად გაასაღოს. მოგვიანებით გრეიჯოის მოკავშირეები უღალატებენ და ის რემზის (რუს ბოლტონის უკანონო შვილი) ხელში აღმოჩნდება.
- კედლის იქით მხარეს ღამის გუშაგები აღმოაჩენენ დრაკონის მინას, თუმცა ამ დროს გაისმის სასიგნალო საყვირის ხმა, რაც ნიშნავს, რომ მკვდრები მოდიან. სემ ტარლი, რომელიც დანარჩენებს ჩამორჩება, ცხენებზე ამხედრებულ მოსიარულე მკვდრებს დაინახავს.
სამეფო კარის თამაშები
წყარო: www.lifehacker.ru
მოამზადა გიორგი კარანაძემ