დღეს მიშელ გონდრის შესანიშნავ ფილმს, ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება, 15 წელი შეუსრულდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და გამორჩეული კინომოვლენაა, რომლის იუბილესაც, რა თქმა უნდა, უყურადღებოდ ვერ დავტოვებდით.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ფილმის შესახებ 15 საინტერესო და ფართო საზოგადოებისათვის უცნობი ფაქტის შესახებ მოგვეთხრო. მაშ ასე, დავიწყოთ:
1. სათაური “Eternal sunshine of the spotless mind” აღებულია ალექსანდრ პოუპის პოემიდან “Eloisa to Abelard”

2. კორპორაცია ლაკუნას მისამართი ზუსტად ემთხვევა ოფისების მისამართს ფილმიდან “იყო ჯონ მალკოვიჩი” – ამის მიზეზი კი ის არის, რომ ორივე სცენარის ავტორი ჩარლი კაუფმანია.

3. ფილმის სცენარზე მუშაობა 1998 წელს დაიწყო, თუმცა გონდრიმ და კაუფმანმა შეიტყვეს, რომ მალე ეკრანებზე “გახსოვდეს” გამოდიოდა, რომლის სიუჟეტიც ასევე დავიწყებას ეხებოდა. ეს ფაქტი მათთვის იმდენად უსიამოვნო აღმოჩნდა, რომ წერაც კი შეწყვიტეს და მას მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაუბრუნდნენ:

4. ქეით უინსლეტი ფიქრობს, რომ კლემენტინი მის კარიერაში საუკეთესოდ განსახიერებული პერსონაჟია:

5. გახსოვთ სცენა, რომელშიც მარკ რუფალოს პერსონაჟი კირსტენ დანსტს აოცებს? რეჟისორის გადაწყვეტილებით, ყოველ დუბლზე მსახიობი სხვადასხვა ადგილას იმალებოდა, რათა კირსტენის რეაქცია მაქსიმალურად ბუნებრივი ყოფილიყო:

6. სეთ როგენმა პატრიკის როლზე სინჯები გაიარა, თუმცა, საბოლოოდ, ეს პერსონაჟი ელაიჯა ვუდმა განასახიერა:

7. ჯოელის როლზე, რომელიც ჯიმ ქერიმ შეასრულა, ერთ-ერთ პირველ კანდიდატად ნიკოლას ქეიჯი მოიაზრებოდა:

8. იმისთვის, რომ მაყურებელს წყვილის ურთიერთობის ქრონოლოგია არ არეოდა, ფილმის შემქმნელებმა კლემენტინს სხვადასხვა ფერის თმა შეურჩიეს:

9. სცენა საცირკო აღლუმიდან სპონტანური გადაწყვეტილება იყო, როდესაც ფილმის შემქმნელებმა აღმოაჩინეს, რომ გადასაღები მოედნის მახლობლად მსგავსი ღონისძიება რეალურად იმართებოდა:

10. როდესაც ფილმის გადაღებები დასრულდა, მიშელ გონდრის მეგობარი გოგონა დაშორდა. მას ყველა ეკითხებოდა, ისურვებდა თუ არა ამ ადამიანის გონებიდან ამოშლად. თავიდან რეჟისორი უარზე იყო, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ დროთა განმავლობაში ამ იდეის დადებითი მხარეებიც დაინახა, რადგან მისთვის საშინელი გამოცდილება იყო მარტო ყოფნა, როდესაც კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობა უნდოდა:

11. როგორც ცნობილია, სცენარის პირველად ვარიანტში იყო ეპიზოდი მომავლიდან, სადაც უკვე ხანში შესული კლემენტინი კიდევ ერთხელ აკითხავდა კორპორაცია ლაკუნას ჯოელის დასავიწყებლად:

12. სიტყვა “ლაკუნა” ლათინურ ენაზე სიცარიელეს, დაკარგულ ნაწილს ნიშნავს:

13. სცენა მატარებლიდან, რომელშიც კლემენტინი ჯოელს ურტყამს, იმპროვიზაცია იყო:

14. გადაღებულია მარკ რუფალოსა და კირსტენ დანსტის პერსონაჟების ინტიმური სცენა, თუმცა საბოლოო მონტაჟის დროს ის ფილმიდან ამოჭრეს:

15. ფილმიდან ამოჭრილია ჯოელის ყოფილი შეყვარებული, ნაომიც, რომელსაც ელენ პომპეო განასახიერებდა.
