ჩვენ ერთხელ უკვე ვისაუბრეთ ანიმატორების მიერ ანიმაციებში მიმალულ “დიდურ” ხუმრობებზე. რა გასაკვირია, რომ მათი რაოდენობა ამით არ ამოწურულა? სწორედ ამიტომ, გთავაზობთ სტატიის მეორე ნაწილს – მაშ ასე, დაფარული მომენტები საბავშვო ფილმებიდან, რომელთა კონტექსტსაც მხოლოდ უფროსები ჩაწვდებიან:
1. ლუნი ტუნსის შოუ
ერთ-ერთ ეპიზოდში იხვი “Playduck’-ს კითხულობს და, ბავშვებისაგან განსხვავებით, უფროსები აუცილებლად მიხვდებიან, რომ ეს ჟურნალ “Playboy”-ს იმიტაციაა.
2. ფლეში
როდესაც ფლეში თავს იწონებს, რომ ის “მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კაცია”, ბავშვები სულაც ვერ ხვდებიან, თუ რატომ იღებს ის ასეთ ირონიულ პასუხს.
3. სუპერძლიერი გოგოები
როდესაც გოგონები პროფესორს და რობინს ერთმანეთს აცნობენ, აღნიშნავენ, რომ მან ისინი შეცდომით შექმნა. რობინი კი ამბობს, რომ თავადაც შეცდომის ნაყოფია. უფროსები, რა თქმა უნდა, მაშინვე ვხვდებით, თუ რა შეცდომაზეა საუბარი.
4. ფოკუს პოკუსი
როდესაც ავტობუსის მძღოლი ალქაჯების ფრაზას “ჩვენ ბავშვები გვსურს” თავისებური ინტერპრეტაციით პასუხობს და ეუბნება, რომ ამას რამდენიმე ცდა დასჭირდება, თუმცა, პრობლემას სულაც არ წარმოადგენს.
5. ვის უნდოდა კურდღელ როჯერის დაღუპვა
ბავშვებს, ალბათ, ყურადღება არასოდეს მიუქცევიათ, თუმცა ერთ-ერთ კადრში, ანიმაციური პერსონაჟისათვის ისედაც ზედმეტად სექსუალურ ჯესიკას, კაბა ბოლომდე შეხსნილი აქვს.
6. დექსტერის ლაბორატორია
როდესაც დექსტერი ახალ ასისტენტს ცეკვას სთხოვს, ის კი პასუხობს, რომ ეს 50$-ით უფრო ძვირი დაუჯდება…
7. სპანჯბობი – კვადრატული შარვალი
როდესაც სპანჯბობმა საკუთარი თავი დაიმარხა, მის მეგობრებს კი იმედი ჰქონდათ, რომ ზემოთ ამოშვერილი სხეულის ყვითელი ნაწილი – მისი ცხვირი იყო. ბავშვები, ალბათ, გულწრფელად იკითხავდნენ – “კი, მაგრამ, სხვა რა უნდა ყოფილიყო?!”
8. შრეკი
მხოლოდ უფროსები მიხვდებიან, თუ რის კომპენსირებაზე ხუმრობენ შრეკი და მისი მეგობარი ვირი, როდესაც ლორდის უზარმაზარ სასახლეს შეჰყურებენ.
9. ჰეი, არნოლდ!
ბავშვები, ალბათ, ვერც კი მიხვდებიან, რატომ შეიძლებოდა არნოლდის ბაბუას ვუდსტოკის ფესტივალზე ტვინი დაზიანებოდა…