მოგეხსენებათ, რომ შტატებში 2020 წლის ჰელოუინი დადგა და დასრულდა კიდეც. რა საკვირველია, განსაკუთრებული ინტერესი მიმართული იყო ცნობილი ადამიანების, ე.წ „Celebs“-ის დღესასწაულისათვის მზადებისკენ და სინემანიას გუნდმა საკუთარ ერთგულ მკითხველს შესთავაზა, საუკეთესო კოსტიუმების ჩამონათვალი, რომლებიც ამა თუ იმ ცნობადმა სახემ მოირგო. ახალ კი გვინდა შემოგთავაზოთ, მინესოტელი ახალგაზრდა დედისა (31 წლის) და მისი ქალიშვილის ერთობლივი პროექტი, სადაც დედა-შვილმა ოქტომბრის პირველი რიცხვიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით 31 სახალისო კოსტიუმი შექნა და შესაბამისი ფოტოსურათებიც გადაიღო.