სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

რას აკეთებდნენ ცნობილი რეჟისორები ახალგაზრდობაში – ნაწილი I

Cinemania ავტორი Cinemania
18 იანვარი, 2019
რუბრიკა საინტერესო
0
რას აკეთებდნენ ცნობილი რეჟისორები ახალგაზრდობაში – ნაწილი I
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჩვენ ხშირად ვინტერესდებით მსახიობების ცხოვრებით – რას აკეთებდნენ ისინი, სანამ პოპულარულები გახდებოდნენ? როგორი ბავშვობა ჰქონდათ ან რაზე ოცნებობდნენ… თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ წარმატებაში უდიდესი წვლილი რეჟისორებს მიუძღვით – ადამიანებს, რომლებიც კამერების მიღმა დგანან და ზოგჯერ შედევრებსაც კი ქმნიან!

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ცნობილი რეჟისორების ცხოვრების შედარებით უცნობ პერიოდზე, ახალგაზრდობის წლებზე, გვესაუბრა:

მარტინ სკორსეზე

ადამიანი, რომელმაც იტალიური ფესვების მქონე დი კაპრიო და დე ნირო ნამდვილ ვარსკვლავებად აქცია, ნიუ იორკში, თავადაც იტალიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში ის ასთმის შეტევებით იტანჯებოდა, ამიტომ თანატოლებთან თამაშის ნაცვლად დროს ძირითადად მშობლებთან ატარებდა და მათთან ერთად კინოშიც ძალიან ხშირად დადიოდა.

სწორედ მაშინ მიხვდა პატარა მარტინი, თუ რისი კეთება სურდა მომავალში… სკოლის დამთავრების შემდეგ მან ნიუ იორკის უნივერსიტეტში ჩააბარა და 22 წლის ასაკში ხელოვნების ბაკალავრის დიპლომიც მიიღო. პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი 25 წლისამ გადაიღო სახელწოდებით “ვინ აკაკუნებს ჩემს კარზე?”, რომელშიც მთავარ როლს მაშინ ჯერ კიდევ დამწყები მსახიობი, ჰარვი კეიტელი ასრულებდა…

ვუდი ალენი

ინტელექტუალების საყვარელი კომედიების ავტორი ასევე ნიუ იორკში, ებრაელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, რომელთაც ფესვები ავსტრიიდან და ლიტვიდან ჰქონდათ. ის ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, როდესაც გაზეთებში იუმორისტული სტატიების გამოქვეყნება და ბარებში კომიკური სთენდაფ შოუების გამართვა დაიწყო.

სკოლის დასრულების შემდეგ მან უნივერსიტეტში, კინემატოგრაფიის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა იქიდან დაბალი აკადემიური მოსწრების გამო გარიცხეს. ვუდიმ გადაწყვიტა იუმორისტული კარიერა გაეგრძელებინა და ძველ საქმიანობებს დაუბრუნდა. 30 წლის ასაკში კი კინოში მისი დებიუტი შედგა ფილმით “რა არის ახალი, ფისო?”, თუმცა არა როგორც რეჟისორის, არამედ მსახიობისა და სცენარისტის ამპლუაში.

ეთან და ჯოელ კოენები

ძმები კოენები მინესოტაში დაიბადნენ. ისინი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდნენ, როდესაც გაზონებს კრეჭდნენ, შეგროვებული ფულით კი პირველი კინოკამერა შეიძინეს და სამოყვარულო ფილმების გადაღება დაიწყეს.

მოგვიანებით, ჯოელმა მართლაც კინემატოგრაფიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, ეთანმა კი ფილოსოფიის შესწავლა გადაწყვიტა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 1984 წელს, მათ ერთად იმუშავეს პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე უბრალო სისხლი.

ტიმ ბარტონი

რეჟისორი, რომლის წარმოსახვასაც მაყურებელი აღფრთოვანებაში მოჰყავს, კალიფორნიაში გაიზარდა. მის ოჯახს სუვენირების მაღაზია ჰქონდა, რომლის დახლებზეც, ძირითადად კატების თემატიკა ჭარბობდა… სახლი კი, სადაც პატარა ტიმი ცხოვრობდა, აეროპორტთან და სასაფლაოსთან იყო ახლოს. ვფიქრობთ, ეს ორი ფაქტი უკვე ბევრს ამბობს მის მომავალ საქმიანობაზე.

ბავშვობაში მას ძალიან უყვარდა საშინელებათა ჟანრის ფილმები და მსახიობობაზე ოცნებობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მან ხელოვნების ინსტიტუტში ჩააბარა და მუშაობა დისნეის სტუდიაში, ანიმატორად დაიწყო. საბედნიეროდ, 27 წლის ასაკში ის სწორმა ადამიანებმა შეამჩნიეს და საშუალება მიეცა, რომ პირველი ფილმი, პი-ვის დიდი თავგადასავალი გადაეღო.

დევიდ ლინჩი

თანამედროვე სიურეალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი აშშ-ს ჩრდილო-დასავლეთში, ტყეებით გარშემორტყმულ ადგილას გაიზარდა. მამამისის საქმიანობა ბუნების შესწავლასთან იყო დაკავშირებული და ეს ყოველივე დევიდსაც ძალიან იტაცებდა – ის მკვდარ ცხოველებს აგროვებდა და მათ სპეციალურ კონტეინერებში ინახავდა, თუმცა, მოულოდნელად მხატვრობა გადაწყვიტა და პენსილვანიის ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა.

21 წლის ასაკში დევიდმა დაწერა სცენარი მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის “ბებია”, რომლის საშუალებითაც ამერიკული კინოინსტიტუტისაგან დაფინანსება მიიღო და 25 წლისამ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, საშლელთავა გადაიღო.

ქრისტოფერ ნოლანი

რეჟისორი, რომლის ფილმებიც ჩახლართული და მოულოდნელი სიუჟეტებით გამოირჩევა, ლონდონში დაიბადა. ის ჯერ კიდევ 7 წლის იყო, როდესაც ვარსკვლავური ომები პირველად ნახა და მიხვდა, რომ კინო ძალიან იტაცებდა. ამის შემდეგ, პატარა ქრისტოფერი მამის კამერით იღებდა სამოყვარულო ფილმებს და ეს არ შეუწყვეტია მაშინაც კი, როდესაც ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩააბარა.

28 წლის ასაკში მან პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, დევნა გადაიღო და საკუთარი სტუდია Syncopy Films დააარსა, რომლის ლოგოსაც რეჟისორის ყოველი ნამუშევრის ტიტრებში შეხვდებით.

გილერმო დელ ტორო

გასული წლის საუკეთესო რეჟისორი, რომელმაც მაყურებელს ამფიბიისა და ადამიანის სიყვარულის ულამაზესი ისტორია მოუთხრო, მექსიკაში დაიბადა. ბებია მას რელიგიურად ზრდიდა, თუმცა ბიჭუნას ყოველთვის იტაცებდა საშინელებათა და ზებუნებრივი ჟანრის ფილმები და ბავშვობიდან რეჟისორობაზე ოცნებობდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ის საცხოვრებლად აშშ-ში გაემგზავრა, სადაც გრიმისა და სპეცეფექტების ხელოვნება შეისწავლა და 24 წლის ასაკში საკუთარი სტუდიაც კი დააფუძნა, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით მუშაობდა.

კინოინდუსტრიაში ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ, მან, როგორც იქნა, ბავშვობის ოცნება აიხდინა და სადებიუტო ფილმი, კრონოსი გადაიღო.

უეს ანდერსონი

რეჟისორი, რომლის ფილმებიც მაყურებელს განუზომელ ესთეტიკურ სიამოვნებას გვრის, ორ ძმასთან ერთად, ჰიუსტონში იზრდებოდა. ისინი ბავშვობიდან გატაცებულები იყვნენ ხელოვნებით, მათ შორის, სამოყვარულო ვიდეოების გადაღებითაც.

სკოლის დამთავრების შემდეგ, უესმა ტეხასის უნივერსიტეტში ფილოსოფიის შესწავლა გადაწყვიტა, სადაც ოუენ უილსონს დაუმეგობრდა და მასთან ერთად ათწუთიანი ფილმი “რაკეტა ბოთლში” გადაიღო. ახალგაზრდების ნამუშევარმა სანდენსის ფესტივალზე პროდიუსერების ყურადღება დაიმსახურა და მათ შესაძლებლობა მიეცათ ამავე სახელწოდების, ამჯერად უკვე სრულმეტრაჟიან ფილმზე ემუშავათ.

პიტერ ჯექსონი

რეჟისორი, რომელმაც ტოლკინის ჯადოსნური სამყარო გააცოცხლა და ეკრანებზე გადმოიტანა, ახალ ზელანდიაში, ინგლისელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. 8 წლის ასაკში მან საჩუქრად პირველი ვიდეოკამერა მიიღო და ამ ფაქტმა გარდამტეხი როლი შეასრულა მისი მომავლის განსაზღვრაში.

საბავშვო და სამოყვარულო ფილმების შემდეგ, პირველი სერიოზული ნამუშევრის დროც დადგა და 22 წლის პიტერმა ცუდი გემო გადაიღო, რომელმაც ახალბედა რეჟისორს წარმატება არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ ევროპაში, მათ შორის, კანის ფესტივალზეც კი მოუტანა!

გილერმო დელ ტოროდევიდ ლინჩიეთან კოენივუდი ალენიკრონოსიმარტინ სკორსეზეოუენ უილსონიპი-ვის დიდი თავგადასავალიპიტერ ჯექსონირაკეტა ბოთლშირეჟისორებისაშლელთავატიმ ბარტონიუბრალო სისხლიუეს ანდერსონიქრისტოფერ ნოლანიჩემს კარზე ვინ აკაკუნებსცნობილი რეჟისორებიცუდი გემოძმები კოენებიჯოელ კოენიჰარვი კეიტელი
Previous Post

ტოლკინის ბიოპიკი ჰოულტით მთავარ როლში გაზაფხულზე გამოვა

Next Post

ვინ არის ჯილენჰოლის მისტერიო "ადამიანი-ობობა: შინიდან შორს“-იდან?

Next Post
ვინ არის ჯილენჰოლის მისტერიო „ადამიანი-ობობა: შინიდან შორს“-იდან?

ვინ არის ჯილენჰოლის მისტერიო "ადამიანი-ობობა: შინიდან შორს“-იდან?

ახალი ამბები

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ბოლოს დამატებული

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020