სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

I Wanna Be Loved by You: მერილინ მონროს გარდაცვალებიდან 55 წელი გავიდა

Cinemania ავტორი Cinemania
1 სექტემბერი, 2017
რუბრიკა ცნობილი ადამიანები
0
I Wanna Be Loved by You: მერილინ მონროს გარდაცვალებიდან 55 წელი გავიდა

kinopoisk.ru

0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

1.    მრავალსახელიანი

მსახიობს არაერთი სახელი ჰქონდა. დაბადების მოწმობაში მითითებულია: ნორმა ჯინ მორტენსონი (დედამისმა თავისი ყოფილი ქმრის სახელში მცირე ცვლილებები შეიტანა). ნათლობის სახელი – ნორმა ჯინ ბეიკერი. მისი სამოდელო სახელი კი ჯინ ნორმა და მონა მონრო გახლდათ. კინოში ჯინ ადერის სახელით უნდოდა მოხვედრა. სასტუმროებში ზელდა ზონკის ფსევდონიმით რეგისტრირდებოდა, ხოლო საავადმყოფოებში – ფეი მილერით. 1956 წლის მარტს კი სახელი ოფიციალურად მერილინ მონროდ გადაიკეთა. იმ დროისთვის ის უკვე ცნობილი ვარსკვლავი გახლდათ.

მონრო – ეს დედამისის ქალიშვილობის გვარია. თავის ავტობიოგრაფიაში ჩემი ისტორია, მსახიობი აღნიშნავს, რომ ის პრეზიდენტ ჯეიმს მონროს შორეული ნათესავია. სახელი მერილინი კი ერთ-ერთი სტუდიის ხელმძღვანელმა შეარქვა, იმიტომ, რომ ის მას მერილინ მილერს აგონებდა, რომელიც ასევე ძალიან ახალგაზრდა – 37 წლის ასაკში გარდაიცვალა.

2.    უმამო შვილი

მერილინ მონროს რთული ბავშვობა ჰქონდა. ის გამუდმებით ერთი ბაღიდან მეორეში გადაჰყავდათ, ერთი აღმზრდელის ხელიდან – მეორეში. ის არ იცნობდა მამას, დედა კი – გლედის პერლ ბეიკერი შიზოფრენიის დიაგნოზით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობდა.

3.    კლარკ გეიბლი, როგორ მამის სახება

მონროს მამის ვინაობა დღემდე უცნობია. ერთხელ დედამისმა მას ვინმე ჩარლზ სტენლი გიფორდის, ულვაშებიანი კაცის სურათი აჩვენა და უთხრა, რომ სწორედ ის იყო მამამისი (გიფორდების ოჯახი ამას კატეგორიულად უარყოფდა). გოგონამ სურათზე აღბეჭდილი მამაკაცი კლარკ გეიბლის მიამსგავსა და მაშინვე მამად აღიქვა. 1960 წელს მერილინი გადასაღებ მოედანზე შეხვდა კიდეც გეიბლს, რომელიც ფილმის დასრულებიდან 10 დღის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა. მონრო რამდენიმე დღეს გადაბმულად ტიროდა.

4.    ფიქტიური ქორწინება

15 წლის ნორმა დედას მეგობრის – გრეის გოდარდის სახლში ცხოვრობდა. ერთ დღესაც გრეისმა დასავლეთ ვირჯინიაში გადაწყვიტა გადასვლა, თუმცა არასრულწლოვანი მონროს გადაყვანა პრობლემა გახდა. რომ არა ფიქტიური ქორწინება, მონროს თავშესაფარში ჩააბარებდნენ. მათ დასახმარებლად იქვე მცხოვრებ, 20 წლის ჯეიმ დოერტის მიმართეს. მოგვიანებით ის იხსენებდა: ვფიქრობდი, “ღმერთო ჩემო, როგორი პატარაა”, საბოლოოდ კი, საერთო ენაც გამოვნახეთ და ერთმანეთს კარგადაც შევეწყვეთ. ისინი 18 დღე იყვნენ ქორწინებაში, შემდეგ უკვე ნორმას 16 წელი შეუსრულდა. დოერტი დეტექტივი გახდა და მეორე ცოლმა მას მონროს ფილმების ყურება აუკრძალა.

5.    აინშტაინი, როგორც სექსუალური ფანტაზია

გარკვეულ პერიოდს მონრო და შელი უინტერსი ოთახს იყოფდნენ. უინტერსი იხსენებს, რომ ერთხელ მათ იმ მამაკაცების სია ჩამოწერეს, ვისთანაც სექსს ისურვებდნენ. მონროს სიაში ალბერტ აინშტაინიც ფიგურირებდა. მახსოვს, მას პიანინოს თავზე ჩარჩოში ჩასმული აინშტაინის ფოტოც ედგა, – ამბობს უინტერსი და მოგვიანებით ამატებს, – მონრო სულელი რომ ყოფილიყო, ბედნიერი იქნებოდა.

6.    “Playboy”-ის ვარსკვლავი

მონრო Playboy-ის გარეკანზე 1953 წელს გამოჩნდა. 1949 წლის კალენდრისთვის კი მას 50 დოლარი გადაუხადეს. მოგვიანებით ეს სურათები ჰიუ ჰეფნერმა 500 დოლარად შეიძინა.

7.    კითხვის მოყვარული

მერილინს უყვარდა კითხვა. მის ბიბლიოთეკაში 400-ზე მეტი წიგნი მოიპოვებოდა, მათ შორის ბევრი ძველი, იშვიათი გამოცემა. განსაკუთრებით ის სურათები მოსწონდა, სადაც წიგნებთან ერთად იყო დაფიქსირებული. ამბობენ, რომ მსახიობი სიკვდილის წინ ჰარპერ ლის ნუ მოკლავ ჯაფარასა და ლეო როსტენის კაპიტან ნიუმენს კითხულობდა.

8.    გოიას მოტრფიალე

მხატვრებიდან გოია უყვარდა: მე მისი ძალიან კარგად მესმის. ჩვენ ერთნაირი სიზმრები გვესიზმრება. მე ამ სიზმრებს ბავშვობიდან ვხედავ.

9.    ქალი პროდიუსერი

მონრო ჰოლივუდში ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, რომელმაც საკუთარი კინოკომპანია Marilyn Monroe Productions დააარსა. კომპანიამ 1957 წელს ერთადერთი ფილმი გამოუშვა – პრინცი და მოცეკვავე.

10.  ცხოველების დამცველი

პოეტი ნორმან როსტენი იხსენებს: მერილინი ჩიტებისთვის სახლებს აგებდა, ცხოველებს საჭმელს უტოვებდა, ცუდ ამინდებში მუდამ ძაღლებსა და კატებზე ფიქრობდა. მასთან ერთი, ჩაფიქრებული ძაღლი ცხოვრობდა. მერილინს სჯეროდა, რომ ის დეპრესიაში იყო და მის გართობას ცდილობდა, ხოლო როცა მის ხასიათზე მოყვანას ახერხებდა, სიხარულისგან დახტოდა.

11. ოქროს გლობუსის მფლობელი

ბევრს ავიწყდება, რომ მონრომ ფილმში ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი დაიმსახურა.

12.   ივ მონტანის საყვარელი

მერილინ მონროს ივ მონტანისთან რომანი ჰქონდა. ამაზე მონტანის ცოლმა – სიმონა სინიორემ აღნიშნა: თუ მას ჩემი ქმარი უყვარს, ე.ი. მართლა კარგი გემოვნება ჰქონია.

13. ლიტერატურის თავისუფალი მსმენელი

თავისუფალ დროს ის ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტში ლიტერატურის კურსს გადიოდა.

14. ლინკონის თაყვანისმცემელი

მონრო პრეზიდენტ ლინკონლის დიდი თაყვანისმცემელი იყო: მე მასზე ყველაფერი წავიკითხე, რისი წაკითხვაც კი შეიძლებოდა. ის ერთადერთი ცნობილი ამერიკელია, რომელიც მგავდა. ყოველ შემთხვევაში, ბავშვობაში მაინც.

15.  არშემდგარი პოეტი

ნორმან როსტენთან მიმოწერაში მერილინი იხსენებს: ერთ დროს ლექსებს ვწერდი, ძირითადად დეპრესიულს, და ხალხი მეუბნებოდა, რომ ლექსები მათზე მოქმედებდა. უფრო მეტიც, ერთმა იტირა კიდეც. ის ჩემი დიდი ხნის მეგობარი იყო. მე მას ძალიან კარგად ვიცნობდი.

16. მისაბაძი ობიექტი

მსახიობის გარდაცვალების შემდეგ თვითმკვლელობათა რიცხვმა იმატა. რეკორდიც კი დაფიქსირდა – ერთ დღეში 12 თვითმკვლელობა. ერთ-ერთი გარდაცვლილის დატოვებულ წერილში ვკითხულობთ: თუკი სამყაროში ყველაზე ლამაზ ქალს არ უღირს ცხოვრება, მაშინ ის არც მე მიღირს.

17.   მარტოსული

მონრო ლოს-ანჯელესში, ვესტვუდის სასაფლაოზე დაკრძალეს. თავდაპირველად ადგილი დიმაჯოს ჰქონდა შეძენილი, თუმცა მონროსთან განქორწინების შემდეგ მან ის გაყიდა. მყიდველის, რიჩარდ პონჩერის (რომელიც მსახიობის დიდი თაყვანისმცემელი იყო) ცოლმა ქმრის მონროს გვერდით დაკრძალვაზე უარი განაცხადა და ადგილი eBay-ის აუქციონზე გაიტანა. საბოლოოდ ის 75 ათას დოლარად ჰიუ ჰეფნერმა შეიძინა.

18. არა მერილინ მონრო

ახლობლების თქმით, ის თავის თავზე მესამე პირში საუბრობდა. ერთხელ ტრუმენ კაპოტემ ის სარკის წინ, ჩაფიქრებული დააფიქსირა და ჰკითხა: “რას აკეთებ?” “მე მას ვუყურებ”, – იყო მსახიობის პასუხი. მისი გაორებული მდგომარეობა ყველაზე კარგად ბილი უაილდერმა განმარტა: მისი ქორწინებები უიღბლო აღმოჩნდა, იმიტომ, რომ ჯო დიმაჯო მიხვდა, რომ ის მერილინ მონრო იყო, ხოლო არტურ მილერმა აღმოაჩინა, რომ ის სულაც არ იყო მერილინ მონრო.

 

წყარო: kinopoisk.ru

მოამზადა ლალი ახვლედიანმა 

Marilyn Monroe Productionsაინშტაინიარტურ მილერიგლედის პერლ ბეიკერიგრეის გოდარდიზელდა ზონკიივ მონტანილალი ახვლედიანილინკოლნიმერილინ მილერიმერილინ მონრომონა მონრონორმა ჯინ ბეიკერინორმა ჯინ მორტენსონინორმან როსტენინუ მოკლავ ჯაფარასოქროს გლობუსიპრინცი და მოცეკვავეტრუმენ კაპოტეფეი მილერიშელი უინტერსიჩარლზ სტენლი გიფორდიჩემი ისტორიაჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიანჯეიმ დოერტიჯეიმს მონროჯინ ადერიჯინ ნორმაჯო დიმაჯოჰარპერ ლიჰიუ ჰეფნერი
Previous Post

ვიდეო "სამეფო კარის თამაშების" ფინალური ეპიზოდის გადასაღები მოედნიდან

Next Post

Warner Bros.-ს ჯოკერის ახალ ფილმში ლეონარდო დიკაპრიოს მოწვევა სურს

Next Post
Warner Bros.-ს ჯოკერის ახალ ფილმში ლეონარდო დიკაპრიოს მოწვევა სურს

Warner Bros.-ს ჯოკერის ახალ ფილმში ლეონარდო დიკაპრიოს მოწვევა სურს

ახალი ამბები

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ავტორი Cinemania
15 მაისი, 2019
5770

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5665

ბოლოს დამატებული

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020