თანამედროვე ფილმები სავსეა მომხიბვლელი და ქარიზმატული პერსონაჟებით. მათი უმრავლესობა კი ჩვენი, მაყურებლის ოცნებისა და თაყვანისცემის ობიექტი ხდება, თუმცა, საინტერესოა, რამდენად შეესაბამებიან მსახიობები მათ მიერ განსახიერებულ პერსონაჟებს? როგორც წესი, მათ ამ გმირებთან საერთო ძალიან ცოტა თუ აქვთ ხოლმე. მაშ ასე, გადავავლოთ თვალი ჰოლივუდის 10 ვარსკვლავს და ვნახოთ, თუ როგორები არიან ისინი მათი ახლობელი ადამიანებისათვის:
1. ჯეისონ მომოა
ჰავაური წარმომავლობის ამერიკელი მსახიობი ცნობილი ხალ დროგოს როლით გახდა და მას შემდეგაც არაერთხელ მოირგო ბრუტალური მამაკაცის იმიჯი, თუმცა სინამდვილეში ის ძალიან მხიარული და ბავშვურია. ჰოლივუდში ხშირად აღნიშნავენ, რომ მომოა სამაგალითო მეოჯახეა, რომელიც ცოლ-შვილზე გიჟდება, მისი ინსტაგრამის პოსტები კი ნებისმიერ ჩვენგანს კარგ ხასიათზე დააყენებს.
2. ტომ ჰარდი
ტომ ჰარდის პერსონაჟები, როგორც წესი, ყოველთვის ზღვარზე იმყოფებიან. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, ვფიქრობდეთ, რომ ის რეალურ ცხოვრებაშიც ხშირად ებმება ხათაბალებში, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ოჯახის შექმნის შემდეგ ტომი რადიკალურად შეიცვალა, დასერიოზულა და მსგავს იმიჯს მხოლოდ ფილმებში თუ ირგებს…
3. ჯუდ ლოუ
46 წლის მსახიობს 5 შვილი ჰყავს, თანაც სხვადასხვა ქალებისგან… მას მეოჯახეს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან კვლავ ქალების გულთამპყრობელად ითვლება და, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ თავის პერსონაჟებთან მართლაც ბევრი საერთო აქვს.
4. ტომ ჰიდლსტონი
ტომი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცია, რომელიც გარეგნობასთან ერთად, არაჩვეულებრივი ხასიათითაც გამოირჩევა. ცნობილია, რომ მსახიობი საკუთარ თავს ფემინისტად მოიაზრებს, ძალიან უყვარს ბავშვები და ხშირად ერთვება საქველმოქმედო საქმიანობაში… ამასთანავე, მას იუმორის გამორჩეული გრძნობა აქვს და საოცრად ცეკვავს.
5. ჯეიმს ფრანკო
გარდა იმისა, რომ ჯეიმსი ძალიან ნიჭიერი მსახიობია, მას არაერთი სხვა ინტერესიც აქვს – ის წერს ნოველებს სხვადასხვა ჟურნალისათვის, გატაცებულია მუსიკით და ასევე, თავისუფალ დროს ლექციებსაც ატარებს.
სხვათა შორის, მსახიობი სოციალური მედიის აქტიური მომხმარებელიცაა. განსაკუთრებით კი თავის თაყვანისმცემლებთან კომუნიკაცია უყვარს და ხშირ შემთხვევაში მათთან ფლირტზეც არ ამბობს უარს.
6. კრის ჰემსუორთი
მსახიობი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და აქტიურად ვარჯიშობს, რაც მის პერსონაჟებს ნამდვილად ეტყობათ და მოულოდნელობა არავისთვის იქნება, თუმცა, ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ თავისუფალ დროს ჰემსუორთი საკუთარი ციფრული აპლიკაციის განვითარებას უთმობს, რომელიც მომხმარებელს სპორტული აქტივობების დროს გამოადგება.
7. კიტ ჰარინგტონი
სხვათა შორის, ცნობილი პერსონაჟის მსგავსად, არისტოკრატულ ოჯახთან კავშირი მსახიობსაც აქვს. რა გასაკვირია, რომ ის მეთხუთმეტე საუკუნის მდიდრულ სახლში ცხოვრობს, ქორწილი კი ისტორიულ სასახლეში გადაიხადა?
ამასთანავე, კიტს ძალიან უყვარს ფეხბურთი და ასევე დიდ დროს უთმობს ქველმოქმედებას.
8. ლეონარდო დიკაპრიო
ლეო ჰოლივუდში მექალთანის სტატუსით სარგებლობს, თუმცა გაცილებით დიდ ყურადღებას იმსახურებს მისი თავდაუზოგავი მცდელობა ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად. მსახიობი შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ ამ თემაზე ისაუბროს და ამავე მიმართულებით აქტიურ ქველმოქმედებას ეწევა.
9. რაიან გოსლინგი
მას შემდეგ რაც რაიანი ევა მენდესს შეხვდა, მისი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. ცნობილია, რომ ის ძალიან მოსიყვარულე მეუღლე და მზრუნველი მამაა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს შვილები ზედმეტად ცნობისმოყვარე ადამაინებისაგან დაიცვას. კოლეგების მსგავსად, ქველმოქმედება უცხო ხილი არც რაიანისთვის არის. ამასთანავე, ის ბიზნესსაქმიანობას ეწევა და საკუთარი რესტორანიც აქვს.
10. ბრედლი კუპერი
ასევე ძალიან კარგი მამაა ბრედლი კუპერიც, რომელიც გასულ წელს სამყაროს არა მხოლოდ მსახიობის, არამედ რეჟისორისა და მუსიკოსის ამპლუაშიც მოევლინა.