ამერიკული ოჯახის მთავარი გმირი და ცნობილი მსახიობის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სასამართლომ საბოლოოდ უარჰყო.
სოფია ვერგარას მისი ყოფილი მეუღლე უჩივის და ჯერ კიდევ ემბრიონად მყოფი პოტენციური შვილების მოკვლის სურვილში ადანაშაულებს. ეს უცნაური საქმე 2013 წელს მომხდარი შემთხვევის გამო აღიძრა. 4 წლის წინ ვერგარამ და მისმა ყოფილმა შეყვარებულმა გადაწყვიტეს სუროგატი დედის დახმარებით შვილი გაეჩინათ. ამის გამო მათ სამედიცინო პროცედურით ორი პოტენციური ბავშვის ემბრიონი მიიღეს, რომლებიც მუცელში გაზრდისა და განვითარებისთვის იყო მზად. თუმცა 2014 წლის მაისში სოფიამ ოფიციალურად გაახმაურა მისი უარი ემბრიონების საბოლოო ჩასახვის პროცესის დაწყებაზე. აღნიშნულის გამო, დღემდე ცნობილი წყვილის მიერ შექმნილი ემბრიონები გაყინულ მდგომარეობაში იმყოფება.
აღნიშნულიდან გამომდინარე სოფია ვერგარას აწ უკვე ყოფილი შეყვარებული ნიკ ლოები სასამართლოში უჩივის და აღნიშნავს, რომ ემბრიონის ფაზაშიც კი, ბავშვები სულიერ არსებებად და ადამიანებად ითვლებიან მისი რელიგიის მიხედვით და მათი გაყინულ მდგომარეობაში დატოვება მკვლელობის ტოლფასია. სარჩელი ლოებმა ლუიზიანას შტატის სასამართლოში შეიტანა, თუმცა ახლახანს მოსამართლებ სოფია ვერგარას მოთხოვნა სარჩელის უარყოფისა და სასამართლო პროცესის გაუქმების შესახებ დაადასტურა. მიზეზად მოსამართლე ასახელებს იმას, რომ ემბრიონების შექმნა კალიფორნიის შტატში მოხდა, შესაბამისად ლუიზიანას პირადი საკუთრების კანონების მიხედვით სოფია ვერგარას მიერ კანონსაწინააღმდეგო საქციელის ჩადენის არანაირი ფაქტი არ მტკიცდება.
სოფია ვერგარას ადვოკატის განცხადებით, მთლიანი საქმე უბრალოდ ნიკ ლოების მიერ აჟიოტაჟის ატეხვის მცდელობაა, რადგან ცნობილ მსაიოხბთან დაშორების შემდეგ მისი სახელი ისევ აქტუალური იყოს პრესაში.