
მერილ სტრიპის და შერის დუეტი წლების შემდეგ კვლავ დაბრუნდა. წითელ ხალიჩაზე, “Mamma Mia! Here We Go Again”-ის ლონდონურ პრემიერაზე მათ ეს დაბრუნება მეგობრული კოცნით აღნიშნეს.
მათთან ერთად ფილმის პრემიერაზე იმყოფებოდნენ სამსახიობო ჯგუფის სხვა წევრებიც – ამანდა სეიფრედი, ლილი ჯეიმსი, კრისტინ ბარანსკი, ჯგუფ ABBA-ს წევრი ბენი ანდერსონი და სხვები.
როგორც შერიმ აღნიშნა, მოხარულია, რომ ფილმში მერილ სტრიპის დედას თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ მერილზე მხოლოდ სამი წლით უფროსია.
წყარო: www.people.com