
შეილინ ვუდლი 2016 წლის ოქტომბერში დააკავეს, დაკოტის შტატში გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის. დივერჯენტის ვარსკვლავს დღემდე არ ჰქონდა გამხელილი პრესისთვის, თუ როგორ განვითარდა ქუჩაში დაკავების შემდეგ მისი და პოლიციის ურთიერთობა. 25 წლის მსახიობს 3 თვის განმავლობაში ტელეფონიც კი არ ჩაურთავს.
შეილინ ვუდლიმ პოლიციელების მხრიდან სასტიკ მოპყრობაზე პირველად ისაუბრა ინტერვიუში:
გაშიშვლებული გამჩხრიკეს. სრულიად შიშველი, წინ გადახრილი ვიყავი, საჯდომის ხელებით გაშლა მომთხოვეს. ისინი ჩემს უკანალში ნარკოტიკებს ეძებდნენ. როდესაც ციხეში ხარ, საკნის კარების დახურვისას ხვდები, რომ არავის აღარ შეუძლია შენი შველა. თუ ხანძარი გაჩნდება და ისინი გადაწყვეტენ კარების არ გაღებას, მოკვდები. დამწყვდეული ცხოველივით ხარ
მსახიობმა გაამხილა ისიც, რომ ასეთი მძიმე ტრამვის გადატანის გამო დეპრესია აწუხებდა, თუმცა ახლა უკვე ახალ პროექტებზე მუშაობას განაგრძობს. შეილინი ახალ ზელანდიაში სემ კლაფლინთან ერთად იღებს მონაწილეობას ახალი ფილმის გადაღებებში. მან ასევე გაამხილა, რომ რამდენიმე წელიწადში კონგრესის არჩევნებში შეიძლება მიიღოს მონაწილეობა.