ამბობენ, რომ სინტია ნიქსონი ნიუ-იორკის გუბერნატორობაზე ფიქრობს. 51 წლის სინტიამ აღნიშნა,რომ ოფიციალურ განცხადებას პოტენციურ გუბერნატორულ კენჭის ყრაზე ვერ გააკეთებს, თუმცა ერთ-ერთ შოუში თამამად ისაუბრა იმ მთავარ პრობლემებზე, რომლებიც ქალაქსა და მოსახლეობას აწუხებს.
“ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანია,რომელიც გუბერნატორად ამირჩევდა, რადგან ჩემი პრიორიტეტი განათლებაა”
“ერთ-ერთი მთავარი პრობლემა განათლების მხრივ დაფინანსებაა. ჩვენ 49-ე ვართ სამართლიანი დაფინანსების თვალსაზრისით, ბოლო ადგილზე კი ილინოისია”.
ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ნიქსონი “პროგრესული იდეების მქონე კანდიდატია”. ვნახოთ, რას იზამს 51 წლის მსახიობი ამ სერიოზულ პოსტზე.