სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

Relationship Goals – ევა მენდესი და რაიან გოსლინგი

Cinemania ავტორი Cinemania
11 ნოემბერი, 2018
რუბრიკა ცნობილი ადამიანები
0
Relationship Goals – ევა მენდესი და რაიან გოსლინგი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ევა მენდესი და რაიან გოსლინგი შესანიშნავად ახერხებენ პირადი სივრცის შენარჩუნებას. ისინი ძალიან იშვიათად ჩნდებიან ერთად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუმცა საიდუმლო არავისთვისაა, რომ წყვილი უკვე 7 წელია ერთმანეთზეა შეყვარებული.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, მათი ისტორიის ის ნაწილი მოგვეთხრო, რაც ჩვენთვის ცნობილია. მაშ ასე, დავიწყოთ:

ევას გეგმებში ოჯახის ყოლა სულაც არ შედიოდა

ის ფიქრობდა, რომ ქორწინება საკმაოდ მოძველებული ინსტიტუტია და საერთოდაც არ არის საჭირო. ყოველ შემთხვევაში, მისთვის… სამაგიეროდ, რაიანი ყოველთვის ღია იყო სერიოზული ურთიერთობის ქორწინებით დასაგვირგვინებლად.

დიდი ხნის განმავლობაში, ყველა ფიქრობდა, რომ ის ოჯახს რეიჩელ მაკადამსთან შექმნიდა, თუმცა წყვილი ერთმანეთს 2008 წელს დაშორდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ევა არა მხოლოდ ქორწინების, არამედ შვილების ყოლის წინააღმდეგიც იყო… თუმცა, ეს ყოველივე მანამ, სანამ რაიანს შეხვდებოდა.

ადგილი ფიჭვნარში

მსახიობებმა ერთმანეთი 2011 წლის ზაფხულში, საერთო ფილმის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს, სადაც ისინი შეყვარებულებს განასახიერებდნენ. როგორც ხშირად ხდება, გრძნობები რეალურ ცხოვრებაშიც გაუჩნდათ… მოგვიანებით, წყვილი ერთად გაემგზვარა სიყვარულის ქალაქში და პრესაც თამამად ალაპარაკდა მათ რომანტიკულ ურთიერთობაზე.

ბავშვები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევას შვილების ყოლა არასოდეს სურდა, თუმცა რაიანთან შეხვედრამ მისი გეგმები შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ის მოზრდილ მუცელს საგულდაგულოდ მალავდა, მაინც გავრცელდა ხმები მისი სავარაუდო ორსულობის შესახებ. მართლაც, 2014 წლის სექტემბერში ქვეყანას ესმერალდა ამადა მოევლინა, ხოლო 2016 წლის აპრილში კი მისი უმცროსი დაიკო, ამადა ლიც გაჩნდა.

გასაიდუმლოებული ურთიერთობა

როგორც ჩანს, ევას ძალიან არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი, რადგან ის თითქმის არასდროს ახსენებს რაიანს და ჟურნალისტებს მის შესახებ კითხვების დასმასაც უკრძალავს.

მიუხედავად იმისა, რომ პრივატულობის შენარჩუნებას რაიანიც შესანიშნავად ახერხებს, ის მაინც ვერ მალავს საკუთარ გრძნობებს საყვარელი ქალის მიმართ. ერთ-ერთ ინტერვიუში, Hello Magazine-თან მან გულწრფელად აღიარა, რომ ცხოვრების მთავარი ადამიანი იპოვა და სხვა არაფერი აინტერესებს. ხოლო, როდესაც ლა ლა ლენდისთვის ოქროს გლობუსი გადასცეს, სცენიდან საკმაოდ ამაღელვებელი სიტყვა წარმოთქვა:

როდესაც აქ დგახარ, ისედაც ცხადია, რომ ამ ყოველივეს უამრავი ადამიანის დამსახურებით მიაღწიე. სამწუხაროდ, დრო არ მეყოფა მათთვის მადლობის გადასახდელად, ამიტომ ვეცდები და მხოლოდ ჩემს ქალბატონს გამოვყოფ, რომელიც ჩვენს გოგონაზე ზრუნავდა მანამ, სანამ მე ვმღეროდი, ვცეკვავდი, ფორტეპიანოზე ვუკრავდი და კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ვასრულებდი.

ამავდროულად, ის ორსულად იყო ჩვენს მეორე შვილზე და ეხმარებოდა საკუთარ ძმას სიმსივნესთან ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, რომ არა ის, დღეს აქ ჩემ მაგივრად ვიღაც სხვა იდგებოდა. ასე რომ, მადლობა, ჩემო სიყვარულო!

ოჯახური ღირებულებები

ევამ ბოლო როლი 2015 წელს, რაიანისვე სადებიუტო ფილმში შეასრულა და მას შემდეგ კინოეკრანებზე აღარ გამოჩენილა. მან გადაწყვიტა საკუთარი დრო მთლიანად შვილებისათვის დაეთმო, რაც ალბათ წლების წინ თავადაც ვერ წარმოედგინა.

დადის ჭორები იმის თაობაზე, რომ წყვილმა 2016 წელს, საიდუმლო ვითარებაში იქორწინა… თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს მოაწერეს თუ არა მათ ხელი რაიმე დოკუმენტაციას, როდესაც ასეთი მწირი ინფორმაციითაც კი ცხადია – ისინი ერთად თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ და თავიანთ გოგონებთან ერთად სრულფასოვანი, ჯანსაღ ურთიერთობებსა და დიდ სიყვარულზე დაფუძნებული ოჯახი აქვთ!

relationship goalsადგილი ფიჭვნარშიევა მენდესივარსკვლავური წყვილილა ლა ლენდირაიან გოსლინგიჰოლივუდური წყვილი
Previous Post

ენიო მორიკონე: "ტრანტინო ნამდვილი კრეტინია"

Next Post

10 გაკვეთილი, რომელიც მერედიტ გრეიმ გვასწავლა

Next Post
10 გაკვეთილი, რომელიც მერედიტ გრეიმ გვასწავლა

10 გაკვეთილი, რომელიც მერედიტ გრეიმ გვასწავლა

ახალი ამბები

Thor: Love & Thunder-ის ოფიციალური თრეილერი

Thor: Love & Thunder-ის ოფიციალური თრეილერი

ავტორი Cinemania
24 მაისი, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

ავტორი Cinemania
23 მაისი, 2022
0

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

ავტორი Cinemania
20 მაისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
5107

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ბოლოს დამატებული

Thor: Love & Thunder-ის ოფიციალური თრეილერი

Thor: Love & Thunder-ის ოფიციალური თრეილერი

ავტორი Cinemania
24 მაისი, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

ავტორი Cinemania
23 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფსევდონიმებს იყენებენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფსევდონიმებს იყენებენ

ავტორი Cinemania
21 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020