ახალგაზრდა მსახიობ ტიმოთი შალამეს ვარსკვლავური დიდება ფილმში – შენი სახელი დამიძახე – შესრულებულმა მთავარმა როლმა მოუტანა და 22 წლის ასაკში 80 წლის შემდეგ პირველი მსახიობი გახდა, რომელიც ოსკარზე მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში წარადგინეს. მას შემდეგ ტიმოთი შალამემ რამდენიმე მნიშვნელოვან ფილმში ითამაშა და სხვადასხვა პრესტიჟული დაჯილდოებების ნომინანტი და გამარჯვებულიც გახდა.
გარდა სამსახიობო ოსტატობისა, ტიმოთი შალამე შემკულია უამრავი ღირსებით, რომლებიც ყველას არწმუნებს, რომ იგი ვარსკვლავად არის დაბადებული. გადავწყვიტეთ, რამდენიმე მათგანს თავი მოვუყაროთ და დაგიმტკიცოთ, რომ ტიმოთი შალამეს პოპულარობა სრულიად დამსახურებულია და ის კიდევ უფრო მეტსაც იმსახურებს.
1. უმაღლესი დონის სამსახიობო ოსტატობა
შეიძლება გაუთვითცნობიერებელმა მაყურებელმა იფიქროს, რომ ტიმოთი შალამეს მხოლოდ და მხოლოდ საყვარელი, გულჩვილი თინეიჯერის როლის მორგება შეუძლია. მაგრამ ასე არაა – შედარებისთვის შეგვიძლია ავიღოთ მის მიერ განსახიერებული კაილი შეიბლი ფილმიდან ლედი ბერდი – უხეში, უზრდელი და აგრესიული მაღალკლასელი. მეტიც: დარწმუნებულები ვართ, მოხუცი ჯადოქრის როლსაც ასეთივე წარმატებით შეასრულებს!
2. მასავით მომხიბვლელად ვერავინ იმორცხვებს
უყურეთ (და მოუსმინეთ!) მის ნებისმიერ ინტერვიუს და მიხვდებით, რასაც ვგულისხმობთ. ის თვალებს ხრის, უხერხულად იცინის, როცა აქებენ და ცოტა ღელავს კიდეც. ამ რანგის ვარსკვლავისგან მოულოდნელია და, ამიტომაც, გულისამაჩქროლებელი!
3. იგი თავმდაბალია
მიუხედავად დიდი წარმატებისა, ტიმოთი მაინც ფიქრობს, რომ მის მიმართ ასეთ აღფრთოვანება გადაჭარბებულია. მას უამრავ ინტერვიუში აღუნიშნავს, რომ რეალურად მას ძალიან ცოტა ადამიანი იცნობს. გარდა ამისა, ტიმოთი განსაკუთრებულად სცემს პატივს საკუთარ ოჯახს (რომლის წევრებსაც ამ სტატიაში კიდევ შევხვდებით).
4. არამარტო თავმდაბალია, არამედ უაღრესად დახვეწილიც
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ შესანიშნავი მომენტი შარშანდელი BAFTA-ს დაჯილდოებიდან, როცა 89 წლის სცენარისტმა ჯეიმს აივორიმ ჯილდო დაიმსახურა, ტიმოთი შალამე მოწიწებით წამოდგა და აივორი სცენამდე მიაცილა. მისმა ამ დახვეწილმა ჟესტმა მსოფლიო აღაფრთვანა!
5. მას “უყვარს” სტატისტიკა
მათთვის, ვინც სტატისტიკას სწავლობს და ამ საგანს ვერ იტანს, კარგი ამბავი გვაქვს – ტიმოთი შალამეს რეპი, რომელსაც ის ფსევდონიმით “lil timmy tim” ასრულებს და უმაღლეს სკოლაში თავისი სტატისტიკის მასწავლებელს უძღვნის! ჩანს, ამ საგანმა მას თავი იმდენად დაამახსოვრა, რომ გადაწყვიტა, ამ შესანიშნავი ვიდეოთი უკვდავეყო მისი ეს გამოცდილება და თან თაყვანისმცემლებისთვის დაემტკიცებინა, რომ მრავალმხრივ ნიჭიერია.
6. მისი თმა…
მისი თმა ხვეულია და ზღვასავით მღელვარე – ისეთი, როგორიც ჩვენი გულები მისი დანახვისას…
7. მან თავის იტალიელ ფანებთან ერთად ქუჩაში იცეკვა
ეს მომენტი ტიმოთი შალამეს ფანებისთვის დაუვიწყარია – მან და არმი ჰამერმა ფილმის შენი სახელი დამიძახე იტალიელ ფანებთან ერთად ქუჩაში იცეკვეს. ეს ქალაქ კრემაში მოხდა – სწორედ იქ, სადაც აღნიშნული ფილმი გადაიღეს. არმი ჰამერმა ადგილობრივები ტვიტერზე სტატუსით ფილმის წარდგინების შემდგომ, სკვერში შუაღამის შეკრებაზე მიიწვია. ბედნიერი კრემელები…
8. ის უბრალოდ ხელოვნების ნიმუშია!
უცნობია, ვის გაუჩნდა პირველად იდეა, ტიმოთი შალამე ძველ ფერწერულ ნახატებში ჩაეფოტოშოპებინა, მაგრამ ვინც არ უნდა ყოფილიყო, გენიოსია! რადგან ტიმოთი ხორცშესხმული ხელოვნებაა – მისი სახე რენესანსულ, კლასიკურ მხატვრობას, რეალიზმსა თუ იმპრესიონიზმს ერთნაირად უხდება. ინსტაგრამგვერდები: @cmbyngogh, @chalametinart, @cmbynmonet სწორედ ამას გვიმტკიცებენ. დარწმუნებულები ვართ, მიქელანელო, კარავაჯო თუ მონე მას დიდი სიამოვნებით დახატავდნენ.
9. ხანდახან ძნელია ანგელოზისგან გაარჩიო
ტიმოთი შალამეს სტილის თავისუებური შეგრძნება აქვს – მიუხედავად იმისა, რომ ჩაცმაზე დროს და ენერგიას არ კარგავს, მაინც ახერხებს ყურადღების მიქცევას ელეგანტური, ხანაც სრულიად უბრალო ჩაცმულობით. გაიხსენეთ მისი ქათქათა სამოსი ოსკარებზე – ნამდვილი ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი იყო, ოღონდ შავი ფეხსაცმლით. ის, თუ რა აღფრთოვანებით და პატივისცემით ეგებებოდა გამარჯვებულებს, მის ანგელოზობაში კიდევ უფრო გვარწმუნებს.
10. ჩინელი ფანები მას მეტსახელად “ტკბილ ჩაის” ეძახიან და სწორადაც
ამის გაგების შემდეგ ტიმოთიმ ფანებს სთხოვა: “ყველას მოგმართავთ: ამიერიდან ეს სახელი დამიძახეთ”.
11. დაჯილდოებებზე ოჯახის წევრებთან ერთად მიდის
დასთან ერთად ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე:
დედასთან ერთად კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე:
და ბოლოს: როგორ შეიძლება ის არ გიყვარდეს?
თუ ვინმემ იცით, ჩვენც გვასწავლეთ.