“Love, Simon” პირველი სტუდიური ფილმია, რომელსაც გეი პროტაგონისტი ჰყავს მთავარ როლში. ეს ფაქტი კიდევ ერთი ნაბიჯია მსოფლიოში დადებითი ცვლილებებისთვის და ბევრი ადამიანი, სიხარულით ეხმიანება, მათ შორის, კანადელი რეჟისორი, ქსავიე დოლანიც.
თანამედროვე ქვიარ კინოს უმნიშვნელოვანესმა წარმომადგენელმა, ინსტაგრამზე სპეციალური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ფილმის შესახებ საუბრობს. “მოდი ფილმზე კი არ ვისაუბროთ, არამედ იმ ფაქტზე, რომ დიდმა კინოსტუდიამ ფილმი გადაიღო თინეიჯერის ქამინგ აუთზე. კარები ხსნილია, რომელიც ადრეც გახსნილა, თუმცა ამჯერად, მე ნათელსაც ვხედავ. ბავშვობაში უამრავ ლგბტქ ფილმს ვუყურებდი და ოთახში გამოკეტილი, პასუხებს ვეძებდი კითხვებზე… უმეტესობა მათგანი შესანიშნავი იყო და როგორც ხელოვანზე, გავლენა მოახდინა, მაგრამ ისინი ძალიან მცირე იმედს მიტოვებდნენ. იყო სუიციდი, გულგატეხილობა, ბულინგი, თავდასხმები. “Love, Simon”-ის შემთხვევაში ვხედავთ თინეიჯერის ქამინგ აუთს, რომელიც კარგად სრულდება და ბევრი თინეიჯერისთვის მაგალითის მიმცემი იქნება, რომ თუკი საიმონის მსგავსად, მათი ცხოვრება არ არის პრივილეგირებული, დაინახავენ, რომ ეს სულაც არ არის ხელის შემშლელი ფაქტორი, მათი წინსვლისთვის”.