ისეთი რეჟისორისთვის, როგორიც ქრისტოფერ ნოლანია, ალბათ იფიქრებდით, რომ სასურელი მსახიობის როლზე დათანხმება, ერთი უბრალო გადარეკვის ტოლფასი უნდა იყოს, თითქოს მისთვის ყველაფერი მარტივია, თუმცა ცდებით, ყველაფერი იმაზე რთულადაა ვიდრე ჩვენ გვგგონია და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მსახიობ ტომ ჰარდს და ფილმ დიუნკერკს ეხება.
თურმე ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ფილმის სცენარი დამთავრებულიც არ იყო, რეჟისორს ტომ ჰარდის როლი უკვე შერჩეული ქონდა და სხვაზე არც უფიქრია.
“ასე არ მჩვევია, წესით მსახიობებზე არ ვიციკლები, გონებაში არ ვიგდებ ხოლმე, ეს მათთვის და საერთო საქმისთვისს მგონია, რომ ძალიან საზიანოა. თუმცა რაც მოხდა, მოხდა, ამ როლზე მხოლოდ ტომს ვხედავდი და ვერავის სხვას. დავურეკე და ვთხოვე, არა, უფრო ვევედრე. დიდი დრო დამჭირდა”
ამ ფილმში ბევრს არ ლაპარაკობენ, ძირითადად იბრძვიან. ტომ ჰარდის გმირიც თითქმის არ ლაპარაკობს, თუმცა რეჟისორი დარწმუნებული იყო, რომ მისი მანერები და მიმიკები დიდ წარმატებას მოუტანდა ფილმს. როგორც ქრისტოფერი ამბობს, ტომს შეუძლია, თვალის მოძრაობით ისეთი სათქმელი გადმოსცეს, რასაც სხვა მსახიობი ვერც სხეულის ენით და ვერც სიტყვით იტყოდა.
როგორც ამბობენ, ტომ ჰარდი ამ ფილმში ამტკიცებს, რომ დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია.