ორლანდო ბლუმის მეგობარი გოგონები და რომანტიკული ურთიერთობები ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა. ჰოლივუდელმა მსახიობმა კეტი პერისთან ურთიერთობა თებერვალში გაწყვიტა. ამის შემდეგ იგი ქართველ პიანისტთან, ხატია ბუნიათიშვილთან ერთად დააფიქსირეს. მუსიკოსი და ორლანდო ბლუმი ერთმანეთის მიმართ თბილ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ და ტაქსიშიც ერთად გაუჩინარდნენ.
ამის შემდეგ ორლანდო ყოფილ შეყვარებულთან, კეტისთან ერთად ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს, რამაც მათი შერიგების შესახებ ჭორი ააგორა. ედ შირანის კონცერტზე გადაღებულმა ფოტოებმა მთელი ინტერნეტი მოიარა, თუმცა ფანების ჟრიამული დიდხანს არ გაგრძელებულა. მსახიობი ამჯერად უცნობ ქერა გოგონასთან ერთად დააფიქსირეს სანაპიროზე. პაპარაცების მიერ გადაღებულ ფოტოებში ნათლად ჩანს, რომ უცნობ გოგონასა და ბლუმს მეგობრულზე უფრო ახლო ურთიერთობა აქვთ. შავ სათვალესა და საცურაო კოსტიუმში გამოწყობილ გოგონასთან ერთად ვარსკვლავმა ოკეანეში იცურა, შემდეგ კი წყვილი ვილაში დაბრუნდა.