ნელსან ელისი, რომელსაც საზოგადოება ნამდვილ სისხლში შესრულებული როლით (ლაფაიეტ რეინოლდსი) იცნობს, გარდაიცვალა. ის 39 წლის იყო.
ელისის მენეჯერი აცხადებს, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის დაავადება გახდა.
HBO-მ მსახიობის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ნელსანი HBO-ს ოჯახის ნაწილი იყო და მის მიერ განსახიერებული პერსონაჟი სამუდამოდ ემახსოვრებათ გულშემატკივრებს.