შეუძლებელია, რომ თითოეული ჩვენგანის ცხოვრება ერთ თარგს მოერგოს. არადა, საზოგადოებაში იმდენი შეხედულებაა გავრცელებული, რომლის თანახმადაც, თითქოს ყველანი ასე უნდა ვცხოვრობდეთ… რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სტერეოტიპებს ანგრევენ. ეს კი განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც საქმე ვარსკვლავებს ეხება. ისინი მილიონობით თაყვანისმცემელისათვის სამაგალითო ხდებიან ერთი მნიშვნელოვანი იდეით, რომ ბედნიერება ამ ყოველივეზე მაღლა დგას:
1. მეგან მარკლი VS “სამეფო ოჯახის წარმომადგენლები მხოლოდ დიდგვაროვნებზე ქორწინდებიან”
ამბობენ, რომ კონკიების დრო წარსულს ჩაბარდა და მდიდარი მამაკაცები ცოლებს თავისსავე წრეში ეძებენ… პრინცმა ჰარიმ კი ეს სტერეოტიპი დაანგრია, რაშიც, მეგან მარკლს, რა თქმა უნდა, უდიდესი წვლილი მიუძღვის – მან საკუთარი უშუალობით, სილამაზითა და სიკეთით ჰარის გული დაიპყრო, მასთან ერთად უამრავი წინააღმდეგობა გადალახა და ახლა ბედნიერი წყვილი პირველი შვილის მოლოდინშია.
2. მარგო რობი VS “თუ გათხოვდი, ბავშვიც უნდა გააჩინო”
მარგო 28 წლის ასაკში ჰოლივუდის ნამდვილ ვარსკვლავაც იქცა. მას ყველაფერი აქვს, რაზეც შეიძლება იოცნებო, თუმცა გარშემომყოფთა გარკვეული ნაწილი ხშირად მიმართავს კითხვით, თუ რატომ არ აჩენს შვილს მაშინ, როცა უკვე რამდენიმე წელია, რაც დაოჯახებულია… როგორც აღმოჩნდა, მარგოს ბავშვების ყოლა სულაც არ სურს და თვლის, რომ ოჯახის შექმნა აუცილებლად შვილებს არ გულისხმობს.
3. კრის ჰემსუორთი VS “მამაკაცი უფროსი უნდა იყოს”
თორის ვარსკვლავმა ნამდვილად იცის, რომ ოჯახური ბედნიერება დაბადების მოწმობაში ჩაწერილი თარიღებით სულაც არ იზომება. მისი მეუღლე, ასევე მსახიობი ელზა პატაკი კრისზე 7 წლით უფროსია, თუმცა წყვილს ეს ხელს სულაც არ უშლის, რომ თავი ერთად შესანიშნავად იგრძნონ.
4. ვინსენ კასელი VS “ოღონდ სულ რამდენიმე წლით უფროსი”
ვინსენ კასელი, ალბათ, დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი კაცია. მისი პირველი მეუღლე ხომ ულამაზესი იტალიელი მსახიობი, მონიკა ბელუჩი იყო… 51 წლის ასაკში კი კასელმა 20 წლის თინა კუნაკეიზე იქროწინა. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად წყვილი ერთად თავს არაჩვეულებრივად გრძნობს და ძალიან მალე პირველ საერთო შვილსაც ელოდება.
5. ნიკოლ კიდმანი VS “მამაკაცი ქალზე მაღალი უნდა იყოს”
ნიკოლი კიტ ურბანზე რამდენიმე სანტიმეტრით მაღალია, თუმცა წყვილს ეს ბედნიერებაში ხელს სულაც არ უშლის. მეტსაც გეტყვით, სიმაღლის ფაქტორს ავსტრალიელი ლამაზმანი არც ტომ კრუზის შემთხვევაში შეუჩერებია!
6. ემა უოტსონი VS “ქალი სუსტი არსებაა”
უკვე დიდი ხანია, რაც ემა პატარა ჯადოქარი გოგონა აღარ არის. მსახიობობის გარდა ის ძალიან აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სოციალურ მოძრაობაში, რომელთა უმრავლესობაც გენდერული თანასწორობის ადვოკატირებას ემსახურება.
7. ტომ ჰარდი VS “აი, მამაკაცს კი სისუსტეები არ უნდა გააჩნდეს”
ტომს ძირითადად “მაგარი ბიჭების” როლები აქვს და, ალბათ, ბევრი ფიქრობს, რომ ის რეალურ ცხოვრებაშიც ასეთი ცივსისხლიანია, მაგრამ შეხედეთ ამ სურათს – ტომ ჰარდი ძაღლების წინაშე ნამდვილად უძლურია და მას ემოციურობაზე მეტად ნამდვილად არაფერი უხდება!
8. ჰელენ მირენი VS “თქვენს ასაკში რაღა დროს ასეთებია?!”
ჰელენი ხანში შესულ ვარსკვლავებს შორის ყველაზე ლამაზად დაასახელეს… დიახ, 73 წლის ასაკში ის მართლაც შესანიშნავად გამოიყურება და, რაც მთავარია, თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს! ამის ერთ-ერთი მიზეზი კი მისი ქორწინებაა. როგორც ცნობილია, ჰელენი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ოჯახის ინსტიტუტს, თუმცა 52 წლის ასაკში მისმა მეორე ნახევარმა შეძლო და დაარწმუნა, რომ ცოლად გაჰყოლოდა. ახლა მსახიობი აღიარებს, რომ ქორწინებაში ცუდი არაფერია!
9. ლეონარდო დიკაპრიო VS “მექალთანე კაცი არასერიოზულია”
44 წლის ასაკში ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ჯერ კიდევ დაუოჯახებელია. მის გარშემო უამრავი ლამაზმანი ირევა და ლეოს სახელიც ხან რომელ მოდელს უკავშირდება, ხან რომელს… თუმცა, რაც მთავარია, ის კარიერულად წინ მიიწევს, ზრუნავს ბუნების გადასარჩენად და არაჩვეულებრივი მეგობარია…
10. ლედი გაგა VS “ადამიანები არ იცვლებიან”
ადრე მას მონსტრების დედას ეძახდნენ და თავადაც სიამოვნებით ირგებდა არაორდინალურ, ხშირ შემთხვევაში შემაძრწუნებელ იმიჯს. დღესრეობით კი ოსკაროსანი მსახიობია, რომელიც საზოგადოების წინაშე ელეგანტურად პოზირებს და, ვფიქრობთ, ეს სტილი მას ძალიანაც უხდება!