როგორც ჩანს, თაყვანისმცემელთა გარკვეული ნაწილისათვის არც ისე მარტივი აღმოჩნდა იმ ამბავთან შეგუება, რომ Sex and the City-ს მესამე ფილმი ეკრანებზე არ გამოვა. მათ შორის არის ავსტრალიელი მომღერალი სიაც.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია კიმ კატრალისა და დანარჩენი შემოქმედებითი ჯგუფის დაპირისპირების შესახებ, სიამ საკუთარ ტვიტერზე განცხადება გაავრცელა და სურვილი გამოთქვა, რომ სწორედ მას შეესრულებინა სამანტას როლი.
უბრალოდ, წარმოვიდგინოთ, რომ სამანტამ ბევრი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და მივცეთ ხალხს მეტი სექსი დიდ ქალაქში.