მსახიობი მილა კუნისი 2010 წელს ნატალი პორტმანს პარტნიორობას უწევდა ფილმში შავი გედი. სწორედ მაშინ ბალერინას როლის შესასრულებლად თითქმის 10 კილოგრამი დაიკლო და, როგორც თავად აღნიშნავს, რეალურ ცხოვრებაში საშინლად გამოიყურებოდა.
ნამდვილად ვხვდები, რატომ არის ჩვენი ინდუსტრია ასე განადგურებული. როდესაც 43 კილოგრამს ვიწონიდი და სარკეში ვიხედებოდი, გული მისკდებოდა – არ მქონდა ფორმები, არც მკერდი, არც საჯდომი… ჩემგან მხოლოდ ძვლები იყო დარჩენილი და ეს ძალიან ცუდად ჩანდა, თუმცა კამერა ამ ყველაფერს სულ სხვანაირად აღიქვამს – სიგამხდრე ეკრანს ძალიან უხდება.
ფოტოზე: მარცხნივ მილა 2010 წელს; მარჯვნივ – 2017 წელს.
მსახიობი 5 თვის განმავლობაში დიეტობდა და ვარჯიშობდა, რომ ამ შედეგისათვის მიეღწია. ძველი წონის დაბრუნება კი სულ რაღაც 5 დღეში შეძლო.