სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

მიხაელ ჰანეკემ #MeToo-ზე კომენტარი გააკეთა და…

Cinemania ავტორი Cinemania
12 თებერვალი, 2018
რუბრიკა ცნობილი ადამიანები
0
მიხაელ ჰანეკემ #MeToo-ზე კომენტარი გააკეთა და…
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ადრე თუ გვიან, ეს მოხდებოდა. ამერიკასა თუ ევროპაში, არ დარჩენილა კინოში მოღვაწე ადამიანი, რომელსაც აზრი არ დაეფიქსირებინოს ვაინშტაინის ამბავზე და ამჯერად, მიხაელ ჰანეკეს ჯერიც დადგა. ვისაც #MeToo კამპანია სასაცილოდ ეჩვეენება, მათ თავიდანვე დაგწყვეტთ გულს და გეტყვით, რომ რეჟისორი სრულიად იზიარებს სექსუალური ძალადობისთვის დამნაშავის დასჯას, ოღონდ მისთვის მიუღებელი სოციალურ ქსელებში ატეხილი აჟიოტაჟი და ბევრი უსაფუძვლო ბრალდებაა.

ჰანეკე ინტერვიუს აძლევდა ერთ-ერთ გამოცემას მის ახალ პროექტზე, როდესაც ჟურნალისტმა #MeToo მოძრაბაზე დაუსვა შეკითხვა, “ო, არა, ამაზე არ მკითხოთ”, მყისიერად უპასუხა რეჟისორმა, თუმცა შემდეგ ვრცლად ისაუბრა ბოლოდროინდელ ამბებზე.

“როგორც კაცმა, ალბათ, ამაზე არაფერი უნდა ვთქვა. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ გაუპატიურება და ძალადობა უნდა ისჯებოდეს – ამაზე ორი აზრიც კი არაა! მაგრამ ასევე აბსოლუტურად ამაზრზენად მიმაჩნია ეს მავნე ისტერიაც. გაუგებარია, ეს ამდენი ინციდენტი, რომელიც 20-30 წლის წინ მოხდა, როგორ უნდა იქნას გამოძიებული, თან როცა უმეტესობა მათგანს ძალადობასთან კავშირიც კი არ აქვს”.

ჟურნალისტის კითხვაზე, როდისმე მსგავსი ბრალდება თუ წამოუყენებიათ მის მიმართ, რეჟისორმა უარყოფითი პასუხი გასცა და დაამატა: “ყველაზე მეტად რაც მაღელვებს ამ სიტუაციაში, არის ის, რომ ბრმა ბრაზი, რასაც არანაირი კავშირი აქვს ფაქტებთან, ბევრი ადამიანის ცხოვრებას ანგრევს, ადამიანების, რომელთა დანაშაულიც, ჯერ არ დამტკიცებულა. მედია ადამიანებს კლავს, მათ ცხოვრებას და კარიერას… ეს ავთვისებიანი კიბოს მსგავსი სიახლეები, რომელიც მთლიანადაა მოდებული ინტერნეტს, სუმთქვაშემკვრელია. ეს ახალი, კაცთმოძულე პურიტანიზმი, რომლის გამოღვიძებასაც #MeToo-მ შეუწყო ხელი, ძალიან მაღელვებს”.

შეუძლებელია არ დაეთანხმო რეჟისორს ინტერნეტთან დაკავშირებით, თუმცა დანარჩენის სისწორეში შეიძლება ზოგ ადამიანს ეჭვი შეეპაროს. ბოლოს, ჟურნალისტმა ხელოვანი ადამიანის შემოქმედებით თავისუფლებაზეც ჰკითხა, რაზეც შემდეგნაირად უპასუხა ჰანეკემ:

“ბოლო დროს, ონლაინ პეტიცია გავრცელდა, რომელიც ამერიკის მუზეუმში მხატვარ ბალთუსის გამოფენილი ნახატის აკრძალვას უკავშირდება, სადაც ახალგაზრდა გოგო, არასასურველი პოზითაა დახატული. ბალთუსი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხატვარია და მისი ეს ნამუშევარი, უბრალოდ, გროტესკია. ახლა კი რიგითი ბურჟუა, თავს უფრო მეტად ჭკვიანად და მორალურად მიიჩნევს მუზეუმის სხვა მნახველთან შედარებით. ოშიმას ფილმს “გრძნობათა იმპერია” – უდავოდ სექსუალური თემის წარმოჩენის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და საუკეთესო ფილმი – დღეს ვერ გადაიღებდნენ, რადგან ფინანსურ კრახთან და ტერორთან იქნებოდა დაკავშირებული. აუდიტორიის დაკარგვის შიშით, მსახიობებს გადაღებული სცენებიდან ჭრიან. ეს კამპანია, რომელიც მიმართულია ყველანაირი ეროტიციზმის წინააღმდეგ, არტისტებისთვის შემაშფოთებელია. სად ვცხოვრობთ? ახალ შუა საუკუნეებში? კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ ეხება სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილ ძალადობას, იქნება ეს ქალის მიმართ განხორციელებული, თუ კაცის მიმართ, ყველა უნდა დაისაჯოს, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ კუდიანებზე მონადირეები შუა საუკუნეებში დავტოვეთ.

წარმომიდგენია რა სათაურებით წაიკითხავთ ინტერნეტში ამ ინტერვიუს: ჰანეკე, მამრი შოვინისტი ღორი”.

სამწუხაროდ, რეჟისორის წინათგრძნობა ახდა, თუკი Variety-ის, Deadline-ის, the Hollywood Reporter-ის და სხვა გამოცემების სათაურებს გადაავლებთ თვალს.

Slate.com

#MeTooმიხაელ ჰანეკესექსუალური ძალადობა
Previous Post

MoviePass - კინოთეატრების სტრიმინგ სერვისი?

Next Post

21-ე საუკუნის 10 ყველაზე ემოციური ფილმი

Next Post
21-ე საუკუნის 10 ყველაზე ემოციური ფილმი

21-ე საუკუნის 10 ყველაზე ემოციური ფილმი

ახალი ამბები

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ავტორი Cinemania
25 თებერვალი, 2021
0

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
24 თებერვალი, 2021
1

განსხვავებულ სტილში შესრულებული ფილმის პოსტერები

განსხვავებულ სტილში შესრულებული ფილმის პოსტერები

ავტორი Cinemania
23 თებერვალი, 2021
1

ქვიზები

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5624

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
646

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
1948

ბოლოს დამატებული

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ავტორი Cinemania
25 თებერვალი, 2021
0

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
24 თებერვალი, 2021
1

განსხვავებულ სტილში შესრულებული ფილმის პოსტერები

განსხვავებულ სტილში შესრულებული ფილმის პოსტერები

ავტორი Cinemania
23 თებერვალი, 2021
1

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020