მეთიუ პერის ლოს ანჯელესის საავადმყოფოში ნაწლავის ოპერაცია გაუკეთეს. გასტროინტესტინურ პერფორაციას მაშინ მიმართავენ როდესაც ნაწლავში ხვრელი ჩნდება. გამომწვევი მიზეზი ბევრი რამე შეიძლება იყოს, მათ შრის კოლიტი, აპენდიციტი ან სხვა რაიმე ტიპის დაზიანება.
ცნობილია, რომ პერი წარსულში ალკოჰოლიზმს და ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა. მსახიობმა 1997 წელს რეაბილიტაციის კურსი გაიარა. ამჟამად მსახიობი თავს კარგად გრძნობს და გამოჯანმრთელებას ელოდება.