ქაღალდის სახლი (La casa de papel; ინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის: Money Heist) ესპანური კრიმინალური დრამაა, რომელიც მსოფლიოს Netflix-მა გააცნო. ის გამოსვლიდან მალევე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არაინგლისურენოვან სერიალად, რომელიც მილიონობით ადამიანმა ნახა. ქაღალდის სახლზე ალაპარაკდა მთელი მსოფლიო, მათ შორის ქართული აუდიტორიაც. პირველი ორი სეზონის უდიდესი წარმატების შემდეგ მასში მონაწილე მსახიობების პოპულარობაც არნახული მასშტაბებით გაიზარდა. უმეტესად ესპანელ მსახიობებს, რომლებმაც ყველას საყვარელი გმირები განასახიერეს და რომელთა სახელებიც მხოლოდ ადგილობრივი მასშტაბებით იყო ცნობილი, დღეს მსოფლიოს ყველა კუთხეში იცნობენ.

დროა, ჩვენც გავიცნოთ ისინი. დღევანდელი სტატიიდან გაიგებთ, როდის დაიბადნენ, როგორ გამოიყურებიან რეალურ ცხოვრებაში და ვის ხვდებიან ქაღალდის სახლის მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობები.
დენვერი (დენიელ რამოსი) – ხაიმე ლორენტე

დაბადების თარიღი: 12 დეკემბერი, 1991

პარტნიორი: კაროლინა იუსტე

ნაირობი (აგატა ხიმენესი) – ალბა ფლორესი

დაბადების თარიღი: 27 ოქტომბერი, 1986

პარტნიორი: გარკვეული პერიოდი მსახიობი თავის კოლეგას, პედრო ალონსოს (ბერლინი) ხვდებოდა; თუმცა შემდეგ ის რამდენიმე ქალ პარტნიორთან ერთად გამოჩნდა. ყოფილმა პარტნიორმა, მომღერალმა ოლდინა მალდონადომ მას სიმღერაც კი მიუძღვნა.


არტურო – ენრიკო არსე

დაბადების თარიღი: 8 ოქტომბერი, 1972

მისი პარტნიორის ვინაობა დაუდგენელია.

ტოკიო (სილენე ოლივეირა) – ურსულა კობეირო

დაბადების თარიღი: 11 აგვისტო, 1989

პარტნიორი: რიკარდო დარინი

რიო (ანიბალ კორტესი) – მიგელ ჰერანი

დაბადების თარიღი: 25 აპრილი, 1996

პარტნიორი: მიგელი, მიუხედავად უამრავი თაყვანისმცემლისა, ჯერჯერობით მარტოა.
რაკელი – იციარ იტუნიო

დაბადების თარიღი: 18 ივნისი, 1974

პარტნიორი: უცნობია
მოსკოვი (ავგუსტინ რამოსი) – პაკო ტოუსი

დაბადების თარიღი: 10 თებერვალი, 1964

პარტნიორი: მისი ამჟამინდელი პარტნიორის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. ჰყავს ორი შვილი: ვაჟი და გოგონა.
ჰელსინკი (იაშინ დასაევი) – დარკო პერიჩი

დაბადების თარიღი და ადგილი: 1977 წელი, სერბეთი
პარტნიორის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
ბერლინი (ანდრეს დე ფანალიოსა) – პედრო ალონსო

დაბადების თარიღი: 21 ივნისი, 1971

პარტნიორი: პედრო ალონსო გარკვეულ ხანს თავის კოლეგასთან, ნაირობის როლის შემსრულებელ ალბა ფლორესთან ერთად ჩნდებოდა, თუმცა ამჟამად სხვა მეგობარი გოგო ჰყავს, რომლის შესახებ საჯაროდ არ საუბრობს.


პროფესორი (სერხიო მარკინა) – ალვარო მორტე

დაბადების თარიღი: 23 თებერვალი, 1975

პარტნიორი: მსახიობი დაქორწინებულია ბლანკა კლემენტეზე, რომლისგანაც 4 წლის ტყუპები: ლეონი და ჯულიეტი ჰყავს.

