38 წლის მსახიობი კრის პრატი, რომელიც იურული პერიოდის პარკში ვიხილეთ, მუშაობას ამავე ფილმის მეორე ნაწილზე აგრძელებს. გადაღებების პარალელურად, მსახიობი თავს ინსტაგრამის პოსტებით ირთობს.
აი მაგალითად გუშინ ასეთი ფოტო გამოაქვეყნა და გაგვეხუმრა, შევძლებდით თუ არა გამოგვეცნო, მისი სხეულის რომელი ნაწილი იყო ხელოვნურად გარუჯული. როგორც ჩანს, მსახიობს ურჩევნია, ავტორუჯი გამოიყენოს, ვიდრე ბუნებრივად გაირუჯოს მთლიანად.
მიუხედავად იმისა, რომ გადაღებები ჰავაიში მიმდინარეობს, კრისი შვილთან დროის გატარებას მაინც ახერხებს.
“ვერ გავიგე რითი ვიამაყო, იმით, რომ ჩემმა 4 წლის შვილმა მაიძულა ეს თევზი ხელში დაეჭირა, თუ იმით, რომ სცადა, ეს თევზი უმად შეეჭამა. ფაქტობრივად, სუში უნდოდა.”
გადაღებები კიდევ დიდხანს გასტანს და როგორც ჩანს, მსახიობი თაყვანისმცემლებს მოწყენის საშუალებას არ მისცემს.