კიტ ჰარინგტონს, ჩანს მტკიცედ სწამს, რომ “სამეფო კარის თამაშების” დასასრული ნამდვილად მოახლოვდა. ჯონ სნოუს როლის შემსრულებელი და სხვა მსახიობები ამჟამად ბელფასტში იმყოფებიან HBO-ს ყველაზე სახელგანთქმული სერიალის ახალი სეზონის გადაღებების დასაწყებად. მე-8 სეზონს 2019 წლამდე ვერ ვიხილავთ მისი მასშტაბურობიდან და სერიების ვრცელი ქრონომეტრაჟიდან გამომდინარე.
სამეფო თამაშების გადასაღებ მოედანზე გასატარებელი უკანასკნელი წელიწადის შესახებ ონლაინ გამოცემას კიტ ჰარინგტონი ესაუბრა. მისი თქმით, იგი მერვე სეზონში ნამდვილად დაემშვიდობება ვესტეროსის სამყაროს.
“თამაშები დასასრულს ჩემთვის ხელსაყრელ დროს უახლოვდება და ყველა აქტიურადაა ჩართული. წუხელ გავუგზავნეთ ერთმანეთს მეილები დევიდმა (ბენიოფი), დენმა (ვაისი) და მე, ყველანი ძალიან გულაჩუყებულები ვართ, — განაცხადა მსახიობმა, — თავის მხრივ, ეს გამათავისუფლებს, თუნდაც მხოლოდ ფიქრი, რომ მთელი წელი დაისვენებ. ექვსი თვის განმავლობაში ვიღებთ, მაგრამ ახალი პროექტების ნახევარი ამის მერე დაიწყება. უამრავი რამ მინდა გავაკეთო, ერთი სული მაქვს, როდის მოვრჩებით. რვა წელიწადი დიდი დროა, ნამდვილად არ მსურს, ამაზე მეტხანს გაგრძელდეს… იდეებიც მაქვს ჩემს პროდიუსერულ საქმიანობასთან მიმართებით”.
“გათავისუფლებაში” ჰარინგტონმა სავარაუდოდ სწორედ პროდიუსერული საქმიანობისთვის მეტი დროის გამონახვა იგულისხმა, რადგან ჯონ სნოუს როლის პარალელურად, მან მოახერხა და BBC-ის ბოლოდროინდელ დრამაში, Gunpowder-ში მიიღო მონაწილეობა.
“სამეფო კარის თამაშები მალე დასრულდება, რაც ნამდვილად ემოციურია ჩემთვის. თამაშების პროდიუსერებისგან ნამდვილი მუშაობა ვისწავლე, რაც ნამდვილად გამომადგება”, — განაცხადა ჰარინგტონმა.