სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

კიტ ჰარინგტონისა და ემილია კლარკის მეგობრობა და ეკრანული რომანი

Cinemania ავტორი Cinemania
20 აპრილი, 2019
რუბრიკა საინტერესო, ცნობილი ადამიანები
0
კიტ ჰარინგტონისა და ემილია კლარკის მეგობრობა და ეკრანული რომანი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

რამდენად დიდიც არ უნდა იყოს სამეფო კარის თამაშების მე-8 სეზონით გამოწვეული ეიფორია, სიმართლე მაინც ისაა, რომ ეს უდიდესი ისტორია დასასრულს უახლოვდება. ამ ფაქტმა მძიმედ იმოქმედა სერიალის ყველა მსახიობზე, რომლებიც შოუზე მუშაობის რვა წლის განმავლობაში ერთმანეთს ძალიან დაუახლოვდნენ და ზოგიერთები დღეს განუყრელი მეგობრები არიან.

ასე მოხდა ემილია კლარკისა და კიტ ჰარინგტონის შემთხვევაშიც, რომლებსაც, მართალია სერიალის ექვს სეზონზე მუშაობის დროს გადასაღებ მოედანზე ერთად ყოფნა არ უწევდათ, წლიდან წლამდე მაინც უახლოესი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. თავდაპირველად ისინი ურთიერთსიმპათიით განეწყვნენ, ხოლო დროთა განმავლობაში დამეგობრდნენ და მიუხედავად იმისა, რომ სერიალის მოყვარულთა დიდი არმია მათ რომანზე საუბრობდა და, უფრო მეტად, გულშემატკივრობდა, კიტი და ემილია ყოველთვის ამტკიცებენ, რომ მათ მხოლოდ საუკეთესო მეგობრობა აკავშირებთ.

მითქმა-მოთქმა იმის თაობაზე, რომ წყვილი ერთმანეთზე რეალურ ცხოვრებაშიც შეყვარებული იყო, კიტისა და ემილიას პერსონაჟების შეხვედრიდან გაცილებით ადრე დაიწყო, მაგრამ მათი რომანის გულშემატკივრები განსაკუთრებით “ახმაურდნენ” მე-7 სეზონის დასაწყისიდან, როცა კიტისა და ემილიას ეკრანული გმირები, ჯონ სნოუ და დენერის ტარგარიენი ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს შეხვდნენ და მათ შორის სიმპათიის ნაპერწკალიც გაჩნდა.

დღეს ჩრდილოეთის მეფისა და დრაკონების დედის მეგობრობასა და ეკრანულ რომანზე ვისაუბრებთ – ერთად გავიგოთ, რა გახდა მათ შორის რომანის შესახებ ჭორების საფუძველი, დღემდე უამრავი ადამიანი რატომ ფიქრობს, რომ “ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილები” და რას ამბობენ ამ ყველაფრის შესახებ თავად მსახიობები.

პირველი შეხვედრა

 ELLE-ს 2017 წლის ნომერში, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი ემილია კლარკი იყო, ჰარინგტონმა მასთან პირველი შეხვედრა გაიხსენა: “ცხადად მახსოვს, როგორ შევხვდი პირველად ემილიას. ეს იყო ბელფასტში, სასტუმროს ბარში – პირველი სეზონის გადაღების დაწყებამდე. ძალიან მოვიხიბლე მისით, შესანიშნავი, პატარა გოგო იუმორის საოცარი გრძნობით. ჩვენ ძალიან მალე დავმეგობრდით.”

სულ ცოტა ხნის წინ, ჟურნალ Esquire-თან ინტერვიუში ჰარინგტონმა კიდევ ერთხელ გაიხსენა მათი პირველი შეხვედრა. “მახსოვს ის მომენტი, როცა იგი ვნახე… “ფიცუილიამის ბარში (იმ სასტუმროს ბარი, რომელშიც მსახიობები გადაღებების დაწყებამდე იყვნენ დაბინავებულები) შემოვიდა. მანამდე მე რიჩარდ მადენს (რობ სტარკის როლის შემსრულებელი) ვესაუბრებოდი ბარში და მან მითხრა: “ახალი დენერისი ვნახე, შესანიშნავი გოგოა.” “მართლა? მე ჯერ არ შევხვედრივარ” შემდეგ ისიც შემოვიდა, დავინახე და გავიფიქრე: “ვაუ!” როცა ემილია ოთახში შემოდის, სუნთქვას გიკრავს”.

ჯონ სნოუს როლის შემსრულებელი არ მალავს, რომ მართლაც ძალიან მოიხიბლა ემილიათი, მაგრამ მათი მეგობრობა მაშინ დაიწყო, როცა ორივემ აღმოაჩინა, რომ მსგავსი (ბნელი) იუმორის გრძნობა ჰქონდათ. ეს ყოველგვარ ფიზიკურ მიზიდულობაზე ძლიერი აღმოჩნდა. “ემილია ისეთი საყვარელია, დამყოლი”, – აღნიშნა კიტმა, – “მაგრამ, როცა უნდა, შეუძლია უხამსი, ბილწი აზროვნებისაც იყოს.”

კიტ ჰარინგტონი და ემილია კლარკი 2011 წლის “კომიკ-კონზე”

მოულოდნელი კოცნა ფოტოსესიის დროს

დიდი ხნით ადრე (2012 წელს), სანამ მათ პერსონაჟებს ერთმანეთი შეუყვარდებოდათ, კლარი და ჰარინგტონი უამრავმა ადამიანმა გამოაცხადა შეყვარებულ წყვილად. და ამის მიზეზი ცნობილი კოცნა გახდა ჟურნალ Rolling Stone-ისთვის გამართული ფოტოსესიის დროს, რომელშიც მათ გარდა სამეფო კარის თამაშების სხვა ვარსკვლავებსაც იღებდნენ. მათ შორის არსებულ ქიმიაზე აღნიშნული ფოტოსესიის ავტორთან ერთად უამრავი ადამიანი ალაპარაკდა.

View this post on Instagram

This moment was unforgettable. It was a small crew on that day, just a few of us out in the field. The chemistry between these four was huge, as you can see… I asked them to kiss, I suppose love was in the air, & I was just lucky enough to be there. ??#kitharington #emiliaclarke #gameofthrones #rollingstone #hbo ❤️PS

A post shared by Peggy Sirota (@peggysirota) on Feb 5, 2016 at 6:01pm PST

2016 წელს ფოტოგრაფმა პეგი სიროტამ Instagram-ზე გამოაქვეყნა ამ ფოტოსესიის ამსახველი “კადრსმიღმა” ფოტოები შემდეგი აღწერილობით: “ეს მომენტი დაუვიწყარი იყო. იმ დღეს გადასაღებ მოედანზე პატარა ჯგუფი ვმუშაობდით, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი. ამ ოთხს (იგულისხმება ჰარინგტონი, კლარკი, ალფი ალენი და ლენა ჰედი) შორის უზარმაზარი ქიმია იგრძნობოდა, როგორც ხედავთ… ვთხოვე, ერთმანეთისთვის ეკოცნათ. ჩემი აზრით, ჰაერში სიყვარული ტრიალებდა და გამიმართლა, რომ იქ აღმოვჩნდი.” რასაკვირველია, ამ პოსტმა უამრავი ფანი დაარწმუნა იმაში, რომ წყვილს ერთმანეთის მიმართ მართლაც გააჩნდათ ლტოლვა.

რომანი, რომელიც არ არსებობს

2017 წლის ინტერვიუში ELLE-სთან ემილია კლარკმა მასა და კიტს შორის არსებული რომანის შესახებ ჭორებს უპასუხა. მსახიობმა განაცხადა, რომ იმ ფაქტს, რომ ასე აქტიურად ლაპარაკობენ  კიტისა და მის ფარულ სიყვარულზე და გაუთავებლად უსვამენ ამაზე კითხვებს, “ტირილამდე მიჰყავს, იმდენად არ შეესაბამება სიმართლეს”. კლარკმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ მეგობრები არიან.

2013 წელი: როუზ ლესლი, მეისი უილიამსი, კიტ ჰარინგტონი, ემილია კლარკი და ნატალი დორმერი

ემილია კიტს თავის “ორეულს” უწოდებს

Variety-სთან ინტერვიუში კლარკმა კვლავ ისაუბრა ჰარინგტონთან მუშაობისა და ურთიერთობის შესახებ. ამ ინტერვიუში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ როგორ შესანიშნავად ეწყობიან ისინი ერთმანეთს. “კიტი და მე გარკვეულწილად ორეულები ვართ მსგავსი გზითა და ცხოვრებისეული თუ კარიერული გამოცდილებით. თითქმის ერთი ასაკისები ვართ, ჩვენმა პერსონაჟებმაც თითქმის ერთნაირი გზა გამოიარეს – ჩვენც, როგორც მსახიობებმა, პარალელური გზა გავიარეთ. ერთნაირად გვბეზრდება სულელურ მძაფრსიუეტიან ფილმებში თამაში და ორივეს უზომოდ გვიხარია ხოლმე სამეფო კარის თამაშებში დაბრუნება.”

View this post on Instagram

Wait….. did I NOT tell you guys?! Um yeah. Now if he'd only bend the bloody knee there'll be no problems….. ??❄️? #modragonsmoproblems #igot99problemsandjonsnowisone #whichroundsmeupto100problems #youknownothingjonsnow

A post shared by @ emilia_clarke on Aug 6, 2017 at 10:12am PDT

ეს ყველაფერი არაა. როცა ემილიას რჩევა სჭირდება, თუ როგორ ითამაშოს ესა თუ ის სცენა, ყოველთვის კიტს მიმართავს. “მისთვის გადაღების შესახებ ხშირად მიკითხავს: “ამას როგორ ართმევ თავს? კარგად ხარ?” ჩვენ სინქრონულად ვმუშაობდით, მაშინაც კი, როცა მსოფლიოს საპირისპირო კუთხეებში გვქონდა გადაღებები.”

ჰარინგტონის აზრითაც, კლარკსა და მას “ერთნაირი” კარიერული გზა აქვთ. “ორივემ დრამის სკოლა დავამთავრეთ და ეს ჩვენი პირველი დიდი შოუ იყო – ჩვენ მართლაც რაღაც ყინულსა და ცეცხლს ვგავართ – მსგავსი ახალგაზრდა ლიდერები, როგორც იტყვიან… მათი გამოცდილება ნაწილობრივ ჩვენი გამოცდილებაც არის.” – განაცხადა მსახიობმა ინტერვიუში.

“ჩემი აზრით, საუკეთესო მეგობრები იმიტომ ვართ, რომ ალბათ სხვებზე უკეთ ვიცნობთ ერთმანეთის თითოეული ნაბიჯს”, – აცხადებს კიტ ჰარინგტონი.

მეგობრობა გადასაღებ მოედანს მიღმა

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ათი წელი ერთ შოუზე მუშაობდნენ, ემილიას და კიტს საერთო სცენები მე-7 სეზონამდე არ ჰქონიათ. “ერთმანეთს სცენარის ერთობლივი გაცნობისას ვხვდებოდით ხოლმე, თუმცა მეგობრობა პრესასთან ინტერვიუების დროს, კომიკ-კონებზე და სერიალის მიღმა შეხვედრებზე განვითარდა.” – აღნიშნა კიტ ჰარინგტონმა.

რომანტიკული სცენების გადაღების სირთულე

როცა კიტისა და ემილიას გმირები – ჯონ სნოუ და დენერის ტარგარიენი ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს შეხვდნენ, მსახიობები თავიანთ ახალ ეკრანულ ურთიერთობას იუმორით მიუდგნენ. როგორც კლარკმა Variety-სთან განაცხადა: “როცა პირველ ერთობლივ სცენას ვიღებდით, ორივეს სიცილი აგვიტყდა. რატომ მიყურებ ასე უცნაურად და ასეთ უცნაურ სიტყვებს მეუბნები? შენ ხომ ჩემი მეგობარი ხარ?!”

ჰარინგტონმა კი ამავე სცენაზე Esquire-თან განუცხადა: “მახსოვს, ჩვენი პირველი ერთობლივი სცენა უჩვეულო იყო. ერთმანეთს ვუყურებდით და ვცდილობდით, არ გაგვცინებოდა.”

ალბათ სწორედ ეს მეგობრული ურთიერთობა უშლის მათ ხელს ეკრანული სიყვარულის თამაშში. სულ ახლახან, მე-8 სეზონის პირველი ეპიზოდის გამოსვლისთანავე მრავალმა კრიტიკოსმა თუ ფანმა გააკრიტიკა ჯონ სნოუს და დენერისის წყვილი მათ შორის “ქიმიის არარსებობის” გამო.

მეტიც, Variety-ის ინფორმაციით, “ჯონსა და დენერისს შორის რომანტიკული სცენების გადაღებისას ჰარინგტონს ვითომ გული ერეოდა, კლარკი კი ეუბნებოდა: “ო, ღმერთო, ამით საქმეს კიდევ უფრო ართულებ!” კიტმა აღნიშნული სცენების გადაღების შესახებ გამოქვეყნებულ ვიდეოში დაადასტურა, რომ მართლაც მოიქცა ასე. ემილიას თქმით, ფაქტი, რომ ჯონ სნოუ დენერისის უფროსი ძმის შვილია, მათ სასიყვარულო ურთიერთობას სიუჟეტურადაც ეჭვქვეშ აყენებს, შესაბამისად, მათ უჭირთ სასიყვარულო სცენების თამაში.

ემილია კიტის ცოლთან, იგრიტის როლის შემსრულებელ როუზ ლესლისთან მეგობრობს

2018 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ჰარინგტონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მასა და ემილიას შორის თუ ვინმე რაიმე რომანზე საუბრობს, ამის საბაბი მხოლოდ მათი ეკრანული ურთიერთობაა და რეალურთან კავშირი არ აქვს. “როცა ადამიანს ექვსი წელი იცნობ და ის შენი გელფრენდის საუკეთესო მეგობარიც არის, მასთან სასიყვარულო ურთიერთობაზე ლაპარაკი არაბუნებრივია.” – განაცხადა კიტმა.

ის თავისი პირველი ეკრანული შეყვარებულის როლის შემსრულებელი როუზ ლესლიზე ამავე წელს, ივნისში დაქორწინდა და მის ქორწილს ემილია კლარკიც ესწრებოდა. ემილია ინსტაგრამზე არცთუ იშვიათად აქვეყნებს ერთობლივ სელფებს, რომლებიც ცხადყოფს, რომ როუზს და მას ნამდვილი, ყოველგვარი სასიყვარულო დრამისგან თავისუფალი ურთიერთობა აკავშირებთ. კიტმა Esquire-თან ისიც აღნიშნა, რომ ის, როუზი და ემილია წლებია ახლო მეგობრები არიან.

View this post on Instagram

Dear New York, I am about to leave this very special human bean in your fair city, please take care of her for me as I’m coming back to get her..and the rest of that champagne we left to boot! ❤️? ? #rosesblooming #greatestlovesofmylifeseemtohavegirlybits #nycnights

A post shared by @ emilia_clarke on Feb 18, 2018 at 1:29pm PST

განსაკუთრებული ურთიერთობა

მართალია, მათ შორის რომანტიკული გრძნობები არ არის, ემილიას და კიტს მაინც განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. ემილია შანსს არ უშვებს, გადასაღებ მოედანზე, სხვადასხვა ღონისძიებაზე თუ არაფორმალურ გარემოში აღბეჭდოს კიტის ვიდეო თუ ფოტო და თავისებური, იუმორით სავსე აღწერილობით გამოაქვეყნოს. ამგვარი დამოკიდებულებით ემილია ხაზს უსვამს, რომ ნამდვილი მეგობრობა შეიძლება ქალსა და მამაკაცს შორისაც არსებობდეს.

View this post on Instagram

I mean, JEEEZE, one pet of a dragon and he thinks he's one of them. ?‍♀️ #youknownothingjonsnow #butyoudoknowhowtonotgetblownoffacliffingaleforsewindssotheresalwaysthat ? #everypunaboutwindicanthinkofinserthere ?

A post shared by @ emilia_clarke on Aug 17, 2017 at 12:11pm PDT

View this post on Instagram

And exhale. It's episodes like tonight that make me SO GODDAMN PROUD to be a part of BEST SHOW ON TELEVISION! Fact. ??? Harington, Turner, Cunningham, Houton, Hivju, Rheon, Sapochnik, Weiss, Benioff, take your bow. #workingwithvisionariesmakesmeonehaopychappy #kittensurehadusworriedforasecond…. ?

A post shared by @ emilia_clarke on Jun 19, 2016 at 8:39pm PDT

და მაინც, ბევრი კვლავ მყარად რჩება იმ აზრზე, რომ ემილია და კიტი ერთმანეთისთვის არიან შექმნილები და ისევე ვერ ეგუებიან არსებულ რეალობას, როგორც იმ ფაქტს, რომ დაახლოებით ერთ თვეში სამეფო კარის თამაშების ბოლო სეზონი დასრულდება.

 

მომზადებულია www.harpersbazaar.com-ის მიხედვით

ElleEsquireGame Of ThronesGOTharpersbazaarInstagramRolling StoneVarietyახლო მეგობრებიდენერის ტარგარიენიეკრანული რომანიეკრანული წყვილიემილია კლარკიინტერვიუკიტ ჰარინგტონიმეგობრობარომანიროუზ ლესლისამეფო კარის თამაშებისასიყვარულო ურთიერთობაფოტოსესიაჭორებიჯონ სნოუ
Previous Post

როგორ გახდა "ბინძური ცეკვები" კინომოვლენა და რა საერთო აქვს ფემინიზმთან

Next Post

"პატარა ქალთევზას" გადაღებების ახალი დეტალები ცნობილია

Next Post
“პატარა ქალთევზას” გადაღებების ახალი დეტალები ცნობილია

"პატარა ქალთევზას" გადაღებების ახალი დეტალები ცნობილია

ახალი ამბები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2545

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

ბოლოს დამატებული

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020