სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

კევინ სპეისის გამომწვევი ქცევა “ბანქოს სახლის” გადაღებისას საიდუმლო არავისთვის ყოფილა

Cinemania ავტორი Cinemania
8 ნოემბერი, 2017
რუბრიკა ცნობილი ადამიანები
0
კევინ სპეისის გამომწვევი ქცევა “ბანქოს სახლის” გადაღებისას საიდუმლო არავისთვის ყოფილა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ბანქოს სახლი  Netflix-ის პირველი სერიოზული განაცხადი იყო, რომელმაც კომპანიას 2011 წლიდან მილიარდების მოგება და მსოფლიო აუდიტორია მოუტანა. 1990 წელს გამოსული BBC-ის მინისერიალის ადაპტაციის იდეა რეჟისორ დევიდ ფინჩერს ეკუთვნოდა, კონგრესმენ ფრენკ ანდერვუდის როლის შემსრულებელი კევინ სპეისი კი ამავდროულად აღმასრულებელი პროდიუსერიც იყო.

ოქტომბრის ბოლოს კევინ სპეისის გარშემო დიდი აჟიოტაჟი ატყდა, როცა მსახიობმა ენტონი რეპმა იგი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, რის შედეგადაც სპეისმა აღიარა, რომ გეია. ამასობაში მეექვსე სეზონის შემდეგ ბანქოს სახლის დასრულების თაობაზეც განაცხადეს, რაც ბევრმა სწორედ სპეისის სკანდალს მიაწერა, თუმცა Netflix ამტკიცებს, რომ სერიალის დასრულების გადაწყვეტილება გაცილებით ადრე მიიღეს.

ბოლო დღეებში ფარდა აეხადა სპეისის ქცევას პროფესიულ გარემოში. აღმოჩნდა, რომ ბანქოს სახლის გადასაღებ მოედანზე მსახიობი ხელშეუხებელი იყო და გარეგნულად მიუკარებელი იერის მიუხედავად, გადამღები ჯგუფის ახალგაზრდა მამაკაც თანამშრომლებს ღიად ეფლირტავებოდა.

პრესა ბანქოს სახლთან დაკავშირებულ სამ ადამიანს გაესაუბრა და ყოველმა მათგანმა, მათ შორის ორმა იმ თანამშრომელმა, რომელიც გადასაღებ მოედანზე დიდი დროს ატარებდა, დაადასტურა, რომ სპეისი შოუს გადაღებისას ახალგაზრდა ბიჭებს დაუფარავად ეარშიყებოდა და სექსუალური რეპლიკებით უხერხულობას უქმნიდა. “ყურადღების ცენტრში მყოფი სპეისი შემაწუხებლად იქცეოდა, 150 კაცის წინ აკეთებდა უხერხულ კომენტარებს… ‘მოდი, კალთაში ჩამიჯექი, თვითონაც ხომ გინდა’ – ეტყოდა ხოლმე რომელიმე სასიამოვნო შესახედ, არა გეი ყმაწვილს. და ეს მუდმივად ხდებოდა”.

გასულ ხუთშაბათს CNN-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეისი ერთ-ერთ ასისტენტსაც ავიწროებდა და “არასასურველი კონტაქტის დამყარებას ცდილობდა”. ასევე ცნობილი გახდა, რომ გადამღებმა გუნდმა ვარსკვლავის ქცევის შესახებ იცოდა და “ჩივილი სპეისის რეპლიკებსა და ხელების ფათურზე” 2012 წლიდან ესმოდათ.

ბანქოს სახლის ავტორი და აღმასრულებელი ბო უილმონი ენტონი რეპის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ თანაუგრძნობს რეპს და განიცდის მის მდგომარეობას, თუმცა კევინ სპეისთან მუშაობის დროს არასდროს შეუმჩნევია ან უეჭვია რამე, რაც სერიალის სამმა თანამშრომელმა გააპროტესტა, ერთ-ერთი მათგანი დარწმუნებულია, რომ უილმონი მშვენივრად ხვდებოდა სპეისის საქციელს.

Netflixბანქოს სახლიბო უილმონიკევინ სპეისისექსუალური შევიწროებასექსუალური ძალადობასკანდალიფრენკ ანდერვუდი
Previous Post

10 ნაკლებად ცნობილი ფოტო, რომელიც ვარსკვლავებმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გადაიღეს

Next Post

ორი სიურპრიზი ჰორორის მოყვარულებს

Next Post
ორი სიურპრიზი ჰორორის მოყვარულებს

ორი სიურპრიზი ჰორორის მოყვარულებს

ახალი ამბები

Thor: Love & Thunder-ის ოფიციალური თრეილერი

Thor: Love & Thunder-ის ოფიციალური თრეილერი

ავტორი Cinemania
24 მაისი, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

ავტორი Cinemania
23 მაისი, 2022
0

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

ავტორი Cinemania
20 მაისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5599

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

ბოლოს დამატებული

Thor: Love & Thunder-ის ოფიციალური თრეილერი

Thor: Love & Thunder-ის ოფიციალური თრეილერი

ავტორი Cinemania
24 მაისი, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

ავტორი Cinemania
23 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფსევდონიმებს იყენებენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფსევდონიმებს იყენებენ

ავტორი Cinemania
21 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020