55 წლის ჯიმ კერი ყოველთვის ახერხებს ჩვენს გაოცებას.
დოკუმენტური ფილმი, რომელიც სულ 6-წუთიანია, ჯიმ კერის სურვილით არის გადაღებული და თავიდან ბოლომდე მსახიობის ახალ აღმოჩენას ეთმობა. 6 წუთის განმავლობაში კერი გაუჩერებლად ხატავს.
დოკუმენტურ ფილმს მე ფერები მჭირდებოდა ჰქვია.
“მიყვარს ხატვის დამახასიათებელი დამოუკიდებლობა – არავინ გეუბნება, რა და როგორ უნდა გააკეთო, ან გააკეთო საერთოდ თუ არა. მას თავისი პირდაპირობა აქვს, რომელიც შენში შემოდის და რჩებით მხოლოდ თქვენ ორნი”
ვიდეო ძალიან მალე მოედო მსოფლიოს და დიდი ყურადღება მიიქცია. ერთ-ერთი პირველი, ვინც მსახიობს გამოეცნაურა NBA-ს ვარსკვლავი, ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც Twitter-ზე აღფრთოვანება გამოხატა
This is incredible!! I had no idea either. Unbelievable work @JimCarrey! Would love to see some of your work in person some day! Love art. https://t.co/7jX0RfSAP3
— LeBron James (@KingJames) August 7, 2017
“არაჩვეულებრივია, ამის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი. დაუჯერებლად ლამაზი ნახატებია. დიდი სიამოვნებით მექნებოდა შენი ნახატი. ერთ დღეს შევხვდეთ”
პასუხი არც მსახიობს დაუყოვნებია
Thx 4 ur kind words @KingJames.I'd be honored 2 hang with u any time.Can u imagine 2 King James' in the same room?Sss'make it happen! ?;^•}
— Jim Carrey (@JimCarrey) August 8, 2017
“დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის. ჩემთვის შენთან შეხვედრა დიდი პატივია. წარმოგიდგენია ორი მეფე ჯეიმსი ერთ ოთახში?