ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯენიფერ ლოურენსი და დარენ არანოვსკი დაშორდნენ, საბოლოოდ დადასტურდა. ამის შესახებ ჯენიფერმა ისაუბრა და მიზეზებიც გაამხილა, თუ რატომ დაშორდა არანოვსკის.
ლოურენსის თქმით მათი ურთიერთობის დაწყებისა და დასრულების მიზეზიც ფილმი Mother! არის:
“ის ფილმს შვილივით ექცეოდა. ყოველთვის ამ თემაზე საუბრობდა. როდესაც ფილმის პრომო-ტურიდან დავბრუნდით, კვლავ ფილმზე საუბარი საერთოდ არ მინდოდა. მე მჭირდებოდა პარტნიორი, რომელიც გვერდში დამიდგებოდა, თუმცა წამითაც აღარ შემეძლო ფილმის თემაზე საუბარი.”
ჯენიფერმა ისიც დაამატა, რომ ცეცხლზე ნავთს ფილმის მიმართ ნეგატიური კომენტარები ასხამდა:
“რაღაც მომენტში, მან რეცენზიის კითხვა დაიწყო, რომელიც აშკარად არ იყო დადებითი. მე არ მსურდა რეცენზიების წაკითხვა, რადგან არ მინდოდა ფილმის დაცვა დამეწყო. მისი რეჟისორი ხომ ჩემი საყვარელი კაცი იყო, ვისთან ერთადაც შესანიშნავი ფილმი შევქმენით.”
შეგახსენებთ, რომ ჯენიფერი და დარენი ერთმანეთს თითქმის 1 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ, დაშორების შემდეგ კი მეგობრებად დარჩნენ.