მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები ჯეისონ მომოა და ლიზა ბონეტი უკვე 10 წელია ერთად არიან, საერთო შვილები – 10 წლის ლოლა, 8 წლის ნაკოა ჰყავთ და ცოლ-ქმრის ტიტულსაც ატარებენ, ოფიციალური ქორწინება მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მათ სახლში, კალიფორნიაში შედგა.
წყვილმა გადაწყვიტა, რომ ქორწინება საიდუმლო ყოფილიყო და მათი მნიშვნელოვანი დღე პაპარაცის ყურადღების ცენტრში ნაკლებად მოხვედრილიყო. ცერემონიას ლიზას შვილი – ზოე კრავიცი, ალისია ვიკანდერი, მაიკლ ფასფენდერი და მათი უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ.
ჯერჯერობით ქორწილიდან არცერთი ფოტო არ ვრცელდება, თუმცა როგორც ამბობენ ჯეისონ მომოა თეთრ სამოსში იყო გამოწყობილი, ხოლო ლიზას ტრადიციული ჰაკას საბრძოლო სამოსი ეცვა.
იმედი ვიქონიოთ, რომ წყვილის ფოტოების ხილვა ჩვენც შეგვეძლება, მანამდე კი წყვილს ბედნიერი თანაცხოვრება ვუსურვოთ