გლადიატორისა და ბრწყინვალე გონების ვარსკვლავი რასელ ქროუ პაპარაცების კამერაში მოხვდა, თუმცა მისი ცნობა ნამდვილად რთულია.
53 წლის მსახიობმა ახალი როლისთვის საგრძნობლად მოიმატა. როგორც ცნობილია, ის ამჟამად ფილმზე Boy Erased მუშაობს, სადაც მას პარტნიორობას ნიკოლ კიდმანი უწევს.
სიუჟეტი მოგვითხრობს ბაპტისტი მქადაგებლის ვაჟზე, რომელიც იძულებული ხდება მონაწილეობა მიიღოს ჰომოსექსუალთა “გამოსწორების” რელიგიურ პროცესებში.
ფილმს რეჟისორი ჯოელ ედგერტონი იღებს და მისი პრემიერა 2018 წლის სექტემბერში იგეგმება.