გალ გადოტმა გაამხილა, რომ ქალი-საოცრების როლის მიღებამდე მისი გარეგნობა გააკრიტიკეს:
“მითხრეს, რომ ძალიან გამხდარი ვიყავი, პატარა მკერდი მქონდა. შემდეგ აქ, ისრაელში, მკითხეს, ასეთი გამხდარი რატომ ვიყავი, არასათანადოდ ხომ არ ვიკვებებოდი. ისიც დაამატეს, რომ თავი დიდი მქონდა და სხეული – ჩხირივით… ცარიელი სიტყვებია… მესმის, ჩემს როლში გარეგნული გამომსახველობა უმნიშვნელოვანესია და იმისთვის, რომ ეფექტური იყო, ქარცეცხლი უნდა გაიარო. უფრო ადრინდელ ასაკში კრიტიკას გაცილებით მძიმედ ვიღებდი. ახლა ამას კმაყოფილებით ვხვდები… ნამდვილ ამორძალებს ცალი ძუძუ საერთოდ არ ჰქონდათ, იარაღი თავისუფლად რომ გამოეყენებინათ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნამდვილ ამორძალს დავემსგავსები. რას ვიზამთ, ვცდილობთ, ყველა კმაყოფილი იყოს, მაგრამ არ შეგვიძლია” — განაცხადა გალ გადოტმა.